"რთული გადაწყვეტილებაა. ბოლო 5 წელი ჩვენი გუნდისთვის კარგი იყო. შესანიშნავ ნაკრებში ვმუშაობდი, დიდი სიმაღლეები დავიპყარით და მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ. მე 100%-ით ვიხარჯებოდი. ეროვნულ გუნდს გამარჯვებებს ვუსურვებ".
ჰაუელსი რუმინეთის ნაკრებს 2012 წელს ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით ვლახებმა 70 მატჩიდან 48 მოიგეს. მათ შორის ყველაზე წარმატებული შეხვედრები იყო: 2013 წელს ტონგასთან (19:18), 2016-ში აშშ-სთან (23:10), 2017-ში საქართველოსთან (8:7) და 2017-ში სამოასთან (17:13).
ჯერ უცნობია ვინ დაინიშნება რუმინელთა გუნდის თავკაცად.