დაჭრეს საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი ლაშა საჯაია

AutoSharing Option
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ცნობით, თბილისში ცოტა ხნის წინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ზემო ვეძისში ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ადამიანი დაჭრეს.

დაჭრილებს შორის არის მორაგბე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, ლაშა საჯაია. დაჭრილია ასევე მისი მეგობარი გოგო და ასევე ლაშა საჯაიას ძმა.

ერთ-ერთი ვერსიით, ურთიერშელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც შეირაღებული თავდასხმა მოხდა.

თვითმხილველების ნაწილი კი ამბობს, რომ მათ ხმაური არ გაუგიათ და გასროლა მიმავალი ავტომობილიდან განხორციელდა.

დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთს სასწრაფო ოპერაცია
უტარდება.

ამ წუთებში ზემო ვეძისში, სადაც თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ბიჭს რომ მუშტით ვერ მოერევი გასაგებია,მაგრამ ამისთანა ბიჭს ტყვიას რომ ესვრი,შენ კაცი ხარ ან საციცოხლო ხარ,შე ნაგავო?
ადმინ გთხოვთ არ დამიბლოკოთ,ამაზე კორექტულად ვეღარ შევძლებდი,ხოლო რომ არ დამეწერა,გული გამისკდებოდა ალბათ.
სოსო
12:34 11-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული