უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს

AutoSharing Option
უკრაინის რაგბის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადისლავ ბულგაკოვმა rugger.info-ს განუცხადა, რომ რაგბი ევროპაში ცვლილებები მომწიფდა და უპრიანი იქნება, თუ ამ ორგანიზაციას გიორგი ნიჟარაძე უხელმძღვანელებს.

ბულგაკოვს მიაჩნია, რომ რუმინელი ოქტავიან მორარიუ მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის სკანდალურად ჩატარების შემდეგ თავისი გუნდით უნდა გადადგეს და მისი პოსტი ნიჟარაძემ დაიკავოს:

"სამართლიანი და სასარგებლო იქნება, თუ რაგბი ევროპის ხელმძღვანელობა შეიცვლება. მორარიუ საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანია, ინტილიგენტია, მაგრამ მისი რეფორმები ზედაპირული ხასიათისაა. სახელწოდება FIRA ER-ი  Rugby Europe-თი შეცვალეს და არსებითად არაფერი არ შეცვლილა.

ამ პოსტზე მე ისეთ
ადამიანს ვხედავ, როგორიც გიორგი ნიჟარაძეა. უპირველეს ყოვლისა, ის საქართველოს წარმოადგენს, ქვეყანას, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში რაგბის განვითარების უდავო ფლაგმანია. მეორეც, მას მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. ბევრი რამ მინახავს იქიდან, რაც ნიჟარაძემ ქართული რაგბისთვის გააკეთა და ფედერაცია რა დონეზეც აიყვანა. თუ ის ევროპულ რაგბს პროფესიონალი მენეჯერის რანგში ჩაიბარებს, ჩემის აზრით, ბევრი რამ გამოუვა”.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გიას შესაძლენლობებში,სულ მცირე,ეჭვი არ მეპარება,მაგრამ მისი გაქანების და ნიჭის პატრონს,რაგბის მსოფლიო ფედერაციის რაიმე მაღალ პოსტზე უფრო ვხედავ.მას ნამდვილად შეუძლია ხელი შეუწყოს მსოფლიოში რაგბის განვითარებას.მორარიუს მანდ გაჩერება კი არაფრით აღარ შეიძლება,საქვეყნოდ მოიჭრა თავი ესპანეთთან რუმინელი მსაჯების დანიშვნით.
სოსო
20:16 26-05-2018
0
FIRA–AER
ჩაასწორეთ
17:11 25-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული