რაგბი ევროპას 2024 წლამდე კვლავ რუმინელი ოქტავიან მორარიუ უხელმძღვანელებს, სამიდან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი კი საქართველოს რაგბის კავშირის ყოფლი პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე იქნება.

რაგბი ევროპის გენერალური ასამბლეა, რომლის მთავარ საკითხსაც ორგანიზაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების და დირექტორთა საბჭოს წევრების არჩევა იყო, 4 დეკემბერს ონლაინ გაიმართა.

პრეზიდენტის არჩევნებში მორარიუმ ხმათა 80.95% მიიღო და კონკურენტს, რუსეთის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ კირილ იაშჩენკოს დიდი უპირატესობით აჯობა.

ინგლისელი, ფრანგი და ქართველი!

ჯერი დირექტორთა საბჭოს არჩევანზე მიდგა, სადაც 10 ადგილისთვის 24 კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის ერთ-ერთი გიორგი ნიჟარაძე იყო, რომელიც ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა და სულ სამი ხმით ჩამორჩა ინგლისელ რობ ადვინს.

თავის მხრივ, უკვე არჩეულმა დირექტორთა საბჭომ, სამი ვიცე-პრეზიდენტი აირჩია - საფრანგეთის რაგბის კავშირის გენერალური მდივანი კრისთიან დულინი, ინგლისის რაგბის კავშირის საბჭოს წევრი რობ ადვინი და გიორგი ნიჟარაძე, რომელიც, პარალელურად, საქართველოს წარმომადგენელია მსოფლიო რაგბის საბჭოში.

"ეს არის ქართული რაგბის აღიარება და დაფასება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, აქტიურად ვიყოთ ჩართული ევროპული და გლობალური რაგბის განვითარების პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ რაგბში ექვსი ერი დომინირებს, რაგბი ევროპას ამბიციური გეგმები აქვს. ბევრი რამ ფინანსების მოზიდვაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ფაქტია, რომ რაგბი ევროპას სურს იყოს დომინანტი კონტინენტზე რაგბის განვითარების თვალსაზრისით და ამ ორგანიზაციაში საქართველო ტოპ-დონეზეა წარმოდგენილი. ეს არის ქართული რაგბის მრავალწლიანი მიღწევების და წინსვლის შედეგი", - განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ.

rugby.ge

ბადრი
გია ნიჟარაძე არის ძალიან განათლებული, პატიოსანი და სამშობლოზე შეყვარებული პიროვნება. ასეთი ხელმძღვანელი საქართველოს რაგბის კავშირს არ ყოლია ალბათ არც მომავალში ეყოლება. უდიდესი შეცდომა იყო ამ კაცის თავის დროზე საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარეობიდან გადაყენება. მისი წასვლის შემდეგ დაიწყო ზუსტად რაგბში პრობლემები და დღესაც გრძელდება. ჩვენ გია ვერ დავაფასეთ მაგრამ მსოფლიო რაგბმა ხომ ხედავთ როგორ დააფასა და მსოფლიო რაგბის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტად აირჩია. გილოცავ გია ამ დიდ აღიარებას და წარმატებებს გისურვებ.

დიდი წარმატებაა ქართული რაგბის სამყაროსთვის,მაგრამ საქმისთვის გაცილებით უფრო აჯობებდა,ეს კაცი თავის ყოფილ თანამდებობაზე აერჩიათ, ქართულ რაგბს უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა...!
Ლუკა
წარმატება! კარგი მაგალითია გია.
სოსო
აირჩიეს და როგორ არ მივულოცო?!მაგრამ მეორე მხრივ,იმედი მქონდა,რომ შეიძლებოდა,ქართული რაგბის ფედერაციის პრეზიდენტად შეიძლებოდა დაებრუნებინათ.დარწმუნებული ვარ,ქართულ რაგბის,იქიდანაც ყოველნაირად დაეხმარება,მაგრამ მისი მასშტაბის ფუნქციონერი,პირველ რიგში,ჩვენ ფედერაციას სჭირდება.იმედია,ახლად არჩეული პრეზიდენტი,შეძლებს რაგბის სამყაროს გაერთიანებას და სიტუაციის დალაგებას.სხვანაირად,ძალიან გაგვიჭირდება.
ჟორა
2024-ში პრეზიდენტობა მოგველოცოს.
კეშა
წარმატებები!
zuka
ძალიან კარგი ამბავია!ბატონ გიას წარმატებას ვუსურვებ! საუკეთესო პრეზიდენტი იყო ჩვენი ფედერაციის
7-ქალამ მონაკოში ერთი მოიგო
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 გაგრა. გამარჯვება ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] "ნაპოლი" "კომოს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-4 იბერია 1999. ბედოშვილის ბენეფისი
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ზედიზედ მეხუთე მარცხი - "უოტფორდი" ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 0:4 განადგურდა
[VIDEO] მიქაუტაძე შეცდომებს არ პატიობს - ქართველმა "ლევანტეს" გაუტანა
სალაჰი კვლავ ევროპაში - ეგვიპტელი თურქულ გუნდს სეზონურად 20 მილიონი ხელფასს სთხოვს
"მესისთან კონფლიქტი არასდროს მქონია" - პოჩეტინომ ლეოსთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ალეგრი და მოდრიჩი დარჩებიან - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას აპირებს
80 მილიონიანი ტრანსფერი? - პსჟ შეტევაში გაძლიერებას აპირებს
[VIDEOS] NBA: სასწაული მატჩი ტორონტოში და "მეჯიქის" დაუჯერებელი მარცხი "დეტროიტთან"
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
7-ქალამ მონაკოში ერთი მოიგო
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 დილა. იაკობიძე, როგორც გამარჯვების ფორმულა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
ვის ათამაშებს ენრიკე? ჩვენებურები მიყოლებით ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში
"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
ევროპაში გვინდა! ანუ როგორ გავხსნათ ჩაკეტილი სისტემა
უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"
საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ