"დუბლინში ჩუმად ყოფნას არ ვაპირებთ" - თბილისს რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ეწვია

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ფლორენ მარტი საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ის საქართველოს რაგბის კავშირის მუშაობას გაეცნო და გოჩა სვანიძესთან "მსოფლიო რაგბიში" მიმდინარე ცვლილებები განიხილა.

საუბარი შეეხო "მსოფლიო ლიგის" შექმნის იდეას და მარტიმ აღნიშნა, რომ რაგბი ევროპა მაქსიმალურად დაიცავს მისი წევრი კავშირების პოზიციებს.

თავის მხრივ, სვანიძემ აღნიშნა, რომ რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ფლორენ მარტის დანიშვნა ამ კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს ორგანიზაცია კიდევ უფრო ქმედითუნარიანი გახდება. კავშირის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მისი და
მარტის ხედვები პრაქტიკულად ყველა ასპექტში ერთმანეთს ემთხვევა.

"შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გამართული პრესკონფერენცია გოჩა სვანიძემ გახსნა:

"მსოფლიო რაგბის მიერ გაჟღერებულმა რაგბის განვითარების ვერსიამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს მტკივნეული საკითხია და დაახლოებით ერთი თვის წინ პარიზში რაგბი ევროპის წევრთა შეხვედრა გაიმართა. ყველას გვსურს, რომ რაგბი უფრო პოპულარული და შემოსავლიანი გახდეს და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

სწორედ ამ მიზნით 2-დღიანი სამუშაო ვიზიტით რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ფლორენ მარტი გვეწვია, რომელიც ამ თანამდებობაზე რამდენიმე თვის დანიშნულია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მისი რაგბი ევროპაში გამოჩენა ამ ორგანიზაციის ქმედითუნარიანობის გაზრდის წინაპირობაა, რადგან ძალიან საინტერესო ხედვები აქვს. ჩვენ ვიყავით, ვართ და მომავალშიც ვიქნებით ამ ორგანიზაციის თანამოაზრენი. ოქტავიან მორარიუმ (რაგბი ევროპის პრეზიდენტი) რეფორმებისთვის საჭირო მოსამზადებელი პერიოდი დიდი ხნის წინ დაიწყო და შედეგებს 2-3 წელიწადში დავინახავთ.

მარტისთან გუშინ და დღეს გამართული შეხვედრები გვაძლევს რწმენას, რომ რაგბი ევროპის რეფორმებს სერიოზული ლიდერი გამოუჩნდა და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, რადგან მთელ რიგ საკითხებში ერთნაირი ხედვა გვაქვს. რაგბის გააჩნია იმის პოტენციალი, რომ იყოს ძალიან წარმატებული და ამისათვის აუცილებელია, რომ გაიზარდოს კონკურენცია, ერთმანეთთან დაახლოებულ გუნდებს მიეცეთ მეტი მაღალი დონის თამაშების ჩატარების შესაძლებლობა და არ იყვნენ პრივილეგირებული გუნდები".

ფლორენ მარტიმ განაცხადა, რომ რაგბი ევროპა მაქსიმუმს გააკეთებს, რათა გლობალიზაციის პროცესში მასში შემავალი კავშირების ინტერესები მაქსიმალურად იქნას დაცული:

"რაგბი ევროპის აღმასრულებელ დირექტორად სამი თვეა, რაც დავინიშნე და ძალიან მსურდა საქართველოში ჩამოსვლა, რადგან ჩვენი ორგანიზაციის ლიდერი ქვეყანაა. საქართველო, გამართული ინფრასტრუქტურით და სწორი მუშაობით ნამდვილად იმსახურებს ამ პოზიციას და მრავალი წლის განმავლობაში რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებული ტურნირების გამარჯვებული შემთხვევით არ ხდება.

ჩვენი სურვილია, რომ რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებული ტურნირები კიდევ უფრო მაღალი დონის გახდეს და მაქსიმალურად შემცირდეს სხვაობა პირველი და მეორე დონის ქვეყნების ნაკრებებს შორის. ვმუშაობთ განვითარების გზებზე, როგორც სპორტული, ასევე მარკეტინგული კუთხით, რათა ჩვენი ორგანიზაცია კიდევ უფრო შემოსავლიანი გახდეს. ამ მიმართულებებით აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და უახლოეს პერიოდში აქ სამუშაო ვიზიტით დავბრუნდები. აგვისტოში საქართველოს შოტლანდიის ნაკრები ეწვევა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ქართული რაგბის წინსვლას, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ".

მარტიმ რაგბის გლობალიზაციასა და ევოლუციის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რასთან დაკავშირებითაც რაგბი ევროპა მსოფლიო რაგბისთან მჭიდროდ თანამშრომლობს:

"რაგბი მეტად უნდა განვითარდეს. ათწლეულების განმავლობაში ამ კუთხით მხოლოდ პატარ-პატარა ჯგუფები, თავიანთი ინტერესებისთვის მუშაობდნენ. თიერ1-ის ქვეყნებშიც კარგად იციან, რომ "ევოლუციაა" საჭირო, თუმცა მთავარი კითხვებია, როგორ უნდა მოხდეს ეს, რა ტიპის შეჯიბრით, გადაწყვეტილებებით, როგორი იქნება ასვლა-ჩასვლის სისტემა და რომელ ტურნირებში დაინერგება ის. ამ საკითხებზე მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ნათელი სურათი ჯერ არ გვაქვს. რაგბი ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი წევრი კავშირების ინტერესი იყოს დაცული და როდესაც გვესმის, რომ ეს შესაძლოა წლების განმავლობაში არ მოხდეს, რა თქმა უნდა, აღშფოთებას გამოვხატავთ.

ამ საკითხებზე მუდმივ დიალოგში ვართ მსოფლიო რაგბისთან. გვქონდა შეხვედრა, სადაც დავაფიქსირეთ, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. საუბრები ერთ და ორ დღეში არ დასრულდება და დარწმუნებული ვარ, საბოლოო გადაწყვეტილება რაგბი ევროპის ქვეყნებისთვის დადებითი იქნება. მიმდინარე პროექტში არის რამდენიმე საკითხი, რომელთაც არ ვეთანხმებით. 22 მაისს, დუბლინში გაიმართება მსოფლიო რაგბის საბჭოს შეხვედრა და რაგბი ევროპა იქ ჩუმად ყოფნას არ აპირებს. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ყველა იმ საკითხს, რომლებიც ჩვენს ორგანიზაციაში შემავალი კავშირებისთვის მნიშვნელოვანია".

altექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა

altვინ დგას "მსოფლიოს ლიგის" უკან და როგორია საქართველოს რაგბის კავშირის ახალი იდეა ლიგასთან დაკავშირებით


მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
Yველაზე მოკლე გზა ქართული რაგბის წინსვლისა "ხელში გვიჭირავს" და მხოლოდ ჩვენზე არის დამოკიდებული ამ გზის უსწრაფესად გავლა და ვერც ერთი ექვსი ერი თუ მსოფლიო რაგბი ხელისშემშლელი რომ ვერ იქნება ჩვენთვის,ამ გზის გამარჯვებით გავლის დამბრკოლებელი.ამა წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯაფან ში,მინიმუმ ჯგუფიდან გასვლა გვესჭიროება.ოთხი წელი გქონდათ ამისთვის.რას ჩაებღაუჭეთ დაკებს რა ჩინებიც არ უნდა ეკავოთ ევრო რაგბიში.თავიანთ ქვეყნის რაგბისთვის ვერ მოუვლიათ,ეროვნული ნაკრები მათი ,სულ უკან უკან მიდის.ჩვენც, საფრანგეთი მასიურად და ბოლო დროს ინგლისიც რომ არ გვიწვრთნიდეს სათანადოდ მსოფლიო რაგბის დონეზე ბუნებით გენით ნიჭიერ ბიჭებს,აჰა ეხლა თვრამეტი წლის ბიჭებმაც იმარჯვეს ევროზე, დაკების დღეში ვიქნებოდით, უკან უკან სვლით.ეს არ ნიშნავს რომ ფრანგები თუ სხვანი ქართულ რაგბის ანვითარებენ,თავ თავიანთ ლიგებს აძლიერებენ და დამთხვევით ჩვენც გვიბიძგეს.ეროვნულ ლიგას, დიდ ათს თუ "უდიდეს ათს" რომ ვუწოდებთ ,უნდა მიეხედოს უმთავრესად,ბავშვთა რაგბის განვითარებასთან ერთად, სახსრებითაც და მორალურადაც პროირიტეტით ქართული რაგბის სხვა მიმართულებებთან "საჯაროდ გამოსვლებით რომ ვანვითარებთ",შედარებაში ,და რა უბედურება გვჭირს რომ ქართულ ინტერესებს რატომღაც ვწყვეტთ ,პოლიტიკა იქნება ეს თუ სპორტი თუ...სხვა ქვეყნებთან მიტმასვნით,ტანდემებითთ...ევროკავშირში თუ ოტანში შესვლა აუცილებლად მოლდოვასთან ან უკრაინასთან ერთობლივი "ზეწოლით" და ისევ და ისევ უშედეგოდ.ზოგჯერ ალიანსი მართლა ეფექტურია მიზნის მისაღწევად მაგრამ უმრავლეს შემთხვევებში მუხრუჭია წინსვლისთვის ,ინტერესების კონფლიქტების გათვალისწინებით, რეალურად ხედვით წინსვლის შემაფერხებელი მიზეზებისა.და მართლა ზოგჯერ გაჩუმრბა სჯობს ცოდნით იმისა რომ სიტყვას არ დაეჯერება ,საქმეს მხოლოდა და წინწასსწრებულ სიტყვას მით უმეტეს.ყოველთვის საზიანოა მთქმელისთვის უდროოდ თქმული. Gამოჭმულ ჩირადაც არ ღირს ,ევრო რაგბის და დირექტორატის ხელმძღვანებლობაზე ყრდნობით მათზე ადრე გამოთქმა საჯაროდ არასათმელისა .Uშედეგოდ. Mჭიდრო კავშირები გვმართებს საფრანგეთისს,დიდი ბრტანეთის ირლანდიის შოტლანდიის უელსის სარაგბო კავშირებთან გაცილებით მჭიდრო ვიდრე დღეს დღეობით გაგვაჩნია. Dღეს ინტერესები ჩამოთვლილი ქვეყნებისა ემთხვევა ერთმანეთს და ჩვენი უფრო, მათთან კავშირში შესვლით ვიდრე მათი, ჩვენდამი... დღეს ჩვეენ რომ ვიმყოფებით ის ალიანსისი ,დაკები რომ უდგანან სათავეში, მუხრუჭია ქართული რაგბის წინსვლისა. შაფეხურით უფრო მაღალი გაერთიანება ჰაერივით გვესაჭიროება.ვიცი სულელები ასწავლიან,ჭკვიანები სწავლობენ ჰოდა ერთად ვისწავლოთ....
Chicago
14:28 24-04-2019
0
რანაირი აზროვნება აქვთ ამათ ვერ ვიგებ რა, რაც უფრო მასობრივი გახდება რაგბი, შემოსავალი ამითი ხომ მოიმატებს, წარმოიდგინეთ ფეხბურთში რომ ასეთი რამეები ხდებოდეს, რა მოხდებოდა. ეს რაგბი ვიღაცის საკუთრებაა? ერთი მილიარდერი რომ გამოჩნდეს, ვინმე შეიხი და გაცილებით დიდი ანაზღაურება შესთავაზოს 6 ერის გუნდებს, ე.ი. უნდა დაიშალოს ეგრევე ეს ლიგა და ახალი შეიქმნას? ეს რა მარაზმია?!როგორ შეიძლება ამას მსოფლიო რაგბი არ არეგულირებდეს და ვიღაც ხრონძი ბერიკაცების კაპრიზებზე იაროს მთელმა სარაგბო სამყარომ. რაგბი ყველასია, ყ ვ ე ლ ა ს ი!!! ბატონო გოჩა, იქნებ დაუსვათ ეს შეკითხვა რაგბის მამებს, რა პასუხი ექნებათ, ფრიად საინტერესოა.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული