რაგბის კავშირი - ვიზიარებთ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით

AutoSharing Option
გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით, - ამის შესახებ განცხადებას რაგბის კავშირი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ წუთებში „დინამოზე“ ბორჯღალოსნებსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის მატჩი მიმდინარეობს, რომლის დასრულებისთანავე რაგბისტთა ნაკრები ფიჯიზე მიემგზავრება.

„ძვირფასო მეგობრებო, „დინამოზე“ მიმდინარეობს დაძაბული მატჩი „ბორჯღალოსნებსა“ და ფრანგ „ბარბაროსებს“ შორის, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს. ამ ეტაპზე ანგარიშია 11-10 საქართველოს სასარგებლოდ. მატჩის დასრულებისთანავე ჩვენი ნაკრები მიემგზავრება
ოკეანეთში (ფიჯიზე) წყნარი ოკეანის თასზე მონაწილეობის მისაღებად.
უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირის, ბორჯღალოსნებისა და ქართული სარაგბო ოჯახის სახელით ნუ გააკეთებთ განცხადებებს.
ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინოფემაცია, რომ რაგბის ნაკრები უერთდება რუსთაველზე მიმდინარე აქციას.
გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

interpressnews.ge/
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს გადაწყვეტილება სწორია.
4
სწორი გადაწყვეტილებაა!
გია-11
10:11 01-06-2018
4

სიახლეები პოპულარული