მსოფლიოს 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის საუკეთესო მბოჭავი თორნიკე ჯალაღონიაა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საუკეთესო მბოჭავების სიას თორნიკე ჯალაღონია ლიდერობს. მან 4 მატჩში 61 ბოჭვა შეასრულა და 4-ით უსწრებს უახლოეს მდევარს.

8-8 გარდასახვა აქვთ გელა აფრასიძეს, ჩარლი ჩეპმენს (შოტლანდია) და ჰარი პლუმერს (ახალი ზელანდია). აფრასიძე მესამე ადგილზეა ოფლოუდებში - 7 და 4-ით ჩამორჩება ჯორდან ჯოზეფს. საუკეთესო მელელოვეთა დავაში 3 ლელოთი მე-4 ადგილზეა დემე თაფლაძე, ის 2-ით ჩამორჩება ლიდერებს - იტალიელ ჯოვანი დ’ონოფრიოს და სამხრეთ აფრიკელ სიმელანეს.

შეგახსენებთ, 17 მაისს ბოლო ტურში უმცროსი ბორჯღალოსნები მე-9 ადგილისთვის შოტლანდიას ერკინებიან.

მომზადებულია
Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბართა-ს. არა ბართა. ამ ფოტოზე ჩვენი ამომავალი ვარსკვლაავი, პატარა ლომი, თოკო ჯალაღონიაა. აბჯანდაძეც ამომავალი ვარსკვლავი და ისეც პატარა ლომია, მაგრამ ამ ფოტოზე თორნიკეა!!!!!!!!!
zaali
09:41 14-06-2018
0
საიდან მოიტანეთ? worldrugby-ის საიტზე 73 ბოჭვით Shane Lewis-Hughes ლიდერობს. გელა აფრასიძე რომ ლიდერობს 10 ჯარიმით ეგ კიდევ არ გიწერიათ.
წყარო: https://www.worldrugby.org/u20/stats
saidan moitanet
09:04 14-06-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული