იტალიელთა მწვრთნელი: დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავით, მაგრამ საქართველოსთან კარგად ვითამაშეთ, ახალ ზელანდიასთან - ვერა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მწვრთნელმა კონორ ო'შიმ ტესტ-მატჩებში თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

რა თქმა უნდა,  ახალზელანდიელებთან შეხვედრის წინ სულ სხვა მოლოდინი გვქონდა. თუმცა, შესანიშნავად ვიცოდით, ვისაც ვუპირისპირდებოდით.

ვცდილობთ უკეთესად ვიასპარეზოთ, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. სიახლეთა მუდმივ ძიებაში ვართ. ვიცით, ეს ძალიან გრძელი გზაა.

შემოდგომის ტეს-მატჩებში ჩვენზე დიდი ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ საქართველოსთან და ავსტრალიასთან კარგად ვითამაშეთ, ახალ ზელანდიასთან კი ვერა.

ჩვენი შეცდომები მეტოქის სიძლიერის ბრალია და მათ გამოსასწორებლად უნდა ვიმუშავოთ".

შეგახსენებთ, იტალია რომში ახალ ზელანდიასთან 3:66 განადგურდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგად კი არ ითამაშეთ - საქართველოს ფაქტიურად ბ ნაკრებს მოუგეთ, თან მათაც შეუთამაშებლებს, თან ნოემბრის ტესტების 1- ლი თამაში იყო ! იტალიელებს და რაგბს სამყაროს უ ნ დ ა შევახსენოთ, რომ ტრამვების გამო ვერ თამაშობდნენ ;ნემსაძე, მიქაუტაძე, თხილაიშვილი, კოლელიშვილი, კაჭარავა, კვირიკაშვილი... და იტალიელები მოვიწვიოთ საქართველოში - დ ა ჟ ი ნ ე ბ ი თ!
დღესაც კი 6 ერისათვის ,რომ ჩატარდეს 2 თამაში - გასვლა - შინ - საქართველო დაამარცხებს იტალიას ... თბილისში საქართველოს ნაკრები ყველა შემთხვევაში მეტი ქულებით მოუგებს !
გლახუნა
13:34 27-11-2018
1
თქვენ კი ვერ გვეთამაშეთ კარგად, ჩვენ ვითამაშეთ უჩვეულოდ ცუდად, გარკვეული მიზეზების გამო.
ზურა
11:21 27-11-2018
0

სიახლეები პოპულარული