კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" რომში "ფიამე ორო" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

AutoSharing Option
8 დეკემბერს, კონტინენტის ფარის მე-3 ტურში "ლოკომოტივმა" რომში "ფიამე ოროს" 29:22 სძლია.

პირველ ტაიმში გუნდებმა თითო ლელო დადეს, ბოლოს მასპინძლებმა ჯარიმა გაიტანეს - 10:7.

შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ რომაელებმა შემდეგ მცირე ხნით ინიციატივა ხელთ იგდეს, ორი ლელო დადეს, ერთი გარდასახვა გამოიყენეს და 22:10 დაწინაურდნენ.

67-ე წუთზე "ლოკომ" მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი და გარდასახვით დააგვირგვინა (22:17).

74-ე წუთზე თბილისელებმა ლელო გაიტანეს, ანგარიში გაათანაბრეს და დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს - 22:22.

79-ე წუთზე რომაელებმა საჯარიმო გააცუდეს, 84-ე წუთზე
კი "რკინიგზელებმა" ლელო დადეს  (ლევან ჭავჭავაძემ), გარდასახვაც გამოიყენეს და 29:22 გაიმარჯვეს.

"ლოკომოტივმა" 4 ლელო დადო, ბონუსი მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ლოკომოტივი: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. გიგა გაგოშვილი, 12. გიორგი ტალახაძე, 11. ვახტანგ კავთიძე (კაპ.), 10. ბექა წიკლაური, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ვახტანგ ქვათაძე, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ქართველიშვილი, 4. დაჩი კოპაძე, 5. გაგა არაბული, 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ვასილ ყველაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.

მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. თევდორე მაჭარაშვილი, 18. გაგა გორგასლიძე, 19. გიორგი გეგია, 20. ლევან დარასელია, 21. ვახტანგ ამირანაშვილი; 22. გიორგი გედეხაური, 23. ივანე ხელაია.

4 ლელო: გასვიანი, დარასელია, გედეხაური, ჭავჭავაძე

3 გარდასახვა: წიკლაური

1 ჯარიმა: წიკლაური

15 დეკემბერს "ლოკომოტივი" სტუმრად "კალვიზანოს" დაუპირისპირდება, რომელთანაც სახლში 6:17 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფჰფჰფჰფჰფჰ
trali vali
14:26 10-12-2018
2
გამარჯვება რა თქმა უნდა სასიხარულოა,მაგრამ რაც გვაჩვენეს რეპორტაჟში,ასეთი უჭკუო თამაში არასოდეს მინახავს.აქ სიჩქარეებთან შეუჩვევლობა არა მგონია ერთადერთი მიზეზი იყოს,კაცნაკლული გუნდი ყოველ წამს რომ რიცხობრივ უპირატესობას გიქმნის, ორ ლელოს გიდებს და იმის იქითაც ყოველ ჯერზე ხაზს გიჭრის....ვფიქრობ ჩვენებს ეგონათ,რომ გამარჯვება თავისით მოვიდოდა და იტალიელები ძალიან რომ არ დაგვხმარებოდნენ,ამ თამაშის მომგებები ნადვილად არ ვიყავით და არც ღირსნი.ერთ კვირაში გაცილებით უფრო მძიმე მატჩი გველის და ასეთი დაცვით რისი იმედი უნდა გვქონდეს,არ ვიცი.იმედია მწვრთნელები დროზე მოახერხებენ გუნდის დალაგებას.ამ თამაშამდე დარწმუნებული ვიყავი,რომ ამ თამაშს პრემიით მოვიგებდით და კალვეზანოსაც დავამარცხებდით,ახლა კი აღარ ვიცი რა ვიფიქრო,არა და როგორც მესმის 12 ქულით გამარჯვება გვჭირდება.ბორჯღალოსნებმა გაცილებით უკეთ უნდა ითამაშონ და ბიჭებს მაგალითი მისცენ,ხოლო თუ სათამაშო დისციპლინა არ გამოსწორდა,მაშინ ბორჯღალოსნებიც ვერ გვიშველიან.
სოსო
22:55 08-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული