კონტინენტის ფარი: "ფიამე ორომ" "კალვიზანოს" ბრძოლა არ გაუმართა და "ლოკომოტივი" გათამაშებას გამოეთიშა

AutoSharing Option
მოხდა ის, რაც პრინციპში, მოსალოდნელი იყო, "ფიამე ორომ" დიდი ბრძოლა არ გაუმართა "კალვიზანოს", რომში 10:33 დამარცხდა და ამ უკანასკნელმა ჯგუფში 14 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე ადგილზე 12 ქულით "ლოკომოტივი" გავიდა, რომელიც ჯგუფში ჩარჩა. არადა, ჩვენმა გუნდმა კარგად ისპარეზა და უფრო მეტად ამიტომაა გულდასაწყვეტი ტურნირიდან მისი გამოთიშვა.

იმისათვის, რათა "კალვიზანოს" ჯგუფში გაემარჯვა, ან 22 ქულით უნდა გაემარჯვა, ან ბონუსით და მიზანს მიაღწია (23 ქულით მოიგო და 5 ლელო დადო), რაშიც თანამემამულეებმა დიდად არ შეუშალეს ხელი.

"ლოკომოტივმა" "ფიამე ორო" ორჯერ დაამარცხა,
"კალვიზანოს" სტუმრად სძლია, თბილისში კი არაობიექტური მსაჯობის გამო 6:17 დამარცხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასვლაზე ქართულმა გუნდმა "კალვიზანო" კი დაამარცხა, მაგრამ ბოლოს მასპინძლებმა ბონუსი აიღეს, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
სულ ცოტა დააკლდათ და ეს უფრო გამოცდილების არქონის ბრალია. მაინც დადებითად უნდა შეფასდეს გუნდის გამოსვლა და ბიჭებს მადლობა თავდადებული შრომისთვის. ვულოცავ ასევე ვეტერან მწვრთნელს, თემურ ბენდიაშვილს. გაიხარე თემო.
emigranti
05:23 20-01-2019
0
ლოკომოტივს 14 ქულა ჰქონდა,კალვეზანომ კი 15 დააგროვა.ან ამ 22 ქულიან სხვაობაზე რას ამბობთ,ესე იგი მანამდე სხვა განაწესი იყო და მართლა ბოლოსღა გაიგეთ რეალური განაწესი?ვეღარ გავერკვიე.იქნება ახსნათ?
სოსო
11:48 20-01-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული