© საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ქართული სარაგბო ოჯახი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 72 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა ქართული რაგბის ღვაწლმოსილი მორაგბე და მწვრთნელი დუგლას კავთელაშვილი (პეტროვიჩი).

დუგლას კავთელაშვილი 1946 წელს ხაშურში დაიბადა და 8 ნომრისთვის აუცილებელი ჯან-ღონისა და აგრესიის გარდა, გამოირჩეოდა იშვიათი ტაქტიკური ალღოთი, ტექნიკური სინატიფით და ჯარიმების შორიდან გატანის უნარით.

1971 წლიდან ის თამაშობდა ქუთაისის საუკეთესო გუნდში, რომელიც ხშირად იცვლიდა სახელს, 1973 წელს თბილისის ‘ლოკომოტივში’, ხოლო 1974-1976 წლებში ნალჩიკის კლუბში.

რაგბში მენეჯერობას მან ხელი 1986 წლიდან მიჰყო და გუნდს მალევე დაატყო საკუთარი ხელი - ‘აიამ’ 4 წელიწადში 5 ტიტული მოიპოვა: ზედიზედ სამჯერ (1987, 1988, 1989) წლებში გახდა საბჭოტა კავშირის ჩემპიონი, ორჯერ შემართა თასი (1987, 1990). მისი წარმატებები სათანადოდ დაფასდა და 1988-1990 წლებში საბჭოეთის ნაკრების მენეჯერად იღვწოდა.

1989 წელს, მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის დესპანების ირბ-ს („მსოფლიო რაგბი“) თავკაცებთან დაახლოებაში, რითაც დააჩქარა ჩვენი რაგბის საერთაშორისო აღიარება.

‘აიამ’ დამოუკიდებლობის ხანაში სამჯერ (1990, 1991, 1995) მოიგო ეროვნული პირველობა, ბატონმა დუგლასმა კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად (1994-1995) ყოფნისას ოთხივე ტესტში იმარჯვა (ყაზახეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, მოლდოვა).

პანაშვიდები - 26-27 თებერვალს ქუთაისში, სხირტლაძის ქ.N6

გამოსვენება - ქუთაისში, წმინდა გიორგის ეკლესიიდან, 15 საათი

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით

გაიოზ გოშაძე
უფალმა დაუმკვიდროს მარადიული ნათელი დუგლასს. ვუსამძიმრებ ოჯახს და მის ახლობლებს.
გიგლია
კარგია, როცა ვიბრძვით ქართული ენის სიწმინდისთვის. ამისთვის მადლობის მეტი არაფერი გეთქმის, მეგობარო. თუმცა, ამ შემთხვევაში შენი კრიტიკა არ არის სამართლიანი. აღმოსავლეთელი მთიელები ლაპარაკში უფრო "აცხოვნოს" ვამბობთ და მგონია ეს უფრო ძველქართული ფორმაა ამ სიტყვის. "ვეფხისტყაოსანიც" მას იყენებს: "ღმერთმან ერთი რათ აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს?" ... ამ ღვაწლმოსილი, კარგი კაცის არდავიწყება იყოს, გაანათლოს ღმერთმა!
Status quo
აცხონოს და არა აცხოვნოს, ხალხო ისწავლეთ მშობლიური ენა.
dato
ვიზიარებ მწუხარებას სრულიად სარაგბო ოჯახის და ასევე მისი ახლობლების აცხოვნოს ღმერთმა ბატონი დუგლასი რომ არა ვინ იცის ქართული რაგბი სად იქნებოდა დღეს.
სოსო
ბატონ დუგლასს ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული რაგბის განვითარებაში.მისი და მისი თანამებრძოლების დამსახურებაა,რომ ქართული რაგბის სათავეები სუფთაა და სწორედ ამის გამო ვითარდება ასე წარმატებით.ვიზიარებ მისი ოჯახის და მთელი სარაგბო თემის მწუხარებას.ღმერთმა გაანათლოს მისი სული.
emigranti
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
[VIDEO] კვარა დაფრინავს - ქართველმა "ჩელსის" სტუმრადაც გაუტანა
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?