ქართველი მსაჯების ბრიგადა ექვს ერზე

AutoSharing Option
8 მარტს ექვს ერში ქართველებს დებიუტი ექნებათ - ჯერჯერობით მხოლოდ 20-წლამდელების ჩემპიონატში და მსაჯთა ბრიგადით.

უკვე ვწერდით, რომ მეოთხე რაუნდში, ბრედფორდში მასპინძელი ინგლისისა და იტალიის 20-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრაზე მთავარ მსაჯად ნიკა ამაშუკელი დანიშნეს. მოგვიანებით მას ასისტენტებად ასევე ქართველები - შოთა თევზაძე და თორნიკე გვირჯიშვილი დაუნიშნეს.

ბრედფორდის „გოლდინგთონ როადი“ 1886 წლიდან ფუნქციონირებს და 6 ათას მაყურებელს იტევს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ცნობილი სპორტული არხი Sky Sports-ი გადასცემს და ქართველი მსაჯები შეხვედრას დიდი 10-ის სამსაჯო ეკიპირებით მოემსახურებიან.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული