მსოფლიო რაგბიმ შეიმუშავა სახელმძღვანელო წესები, რათა თამაშში ჩართული ყველა მხარისთვის ნათელი გახდეს მაღალი და მხრით ბოჭვების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცედურა.

საერთაშორისო ფედერაციებმა გადაწყვიტეს, შეემუშავებინათ ახლებური მიდგომა და ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებს ტვინის შერყევის შემთხვევების შემცირებას იმ ფაქტებისა და სტატისტიკების გათვალისწინებით, რომლებიც ეყრდნობა მათი წარმომადგენლების, მოთამაშეების, მსაჯების, მწვრთნელებისა და ექიმების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს.

ჩარჩოს მიზანია: გააუმჯობესოს სანქციის ხედვა და თანმიმდევრულობა, განასხვავოს სახიფათო თამაში - რომელია მხოლოდ ჯარიმა, ყვითელი ბარათი ან წითელი ბარათი.

დაიცვას ორივე მოთამაშის: მბოჭავისა და ბურთის წამღების თავის არე თანმიმდევრული და ზუსტი სანქცირებით, იმ სახიფათო ბოჭვებისას, რომლებიც შეიცავს ტრავმის მაღალ რისკს.

კვლევამ გვიჩვენა, რომ ტვინის შერყევის 76% მოდის ბოჭვის დროს, 72% კი - სწორედ მბოჭავზე. თავის ტრავმის საშიშროება 4.5-ჯერ მეტია, როდესაც მბოჭავი არის ტანით გამართულ მდგომარეობაში. ჩარჩო ითვალისწინებს მოთამაშეთა ქცევის შეცვლას ამ პრიორიტეტულ არეში ნაკლებხიფათიანი ბოჭვის ტექნიკის დანერგვით.

ამ სტატიით მსოფლიო რაგბი მოუწოდებს მსაჯებს, იყვნენ ფოკუსირებულნი და თანმიმდევრულნი სანქციების დაწესებისას, მოთამაშეები კი - უფრო მეტად ფრთხილები, რადგან მათი პასუხისმგებლობაა საკუთარი თუ მეტოქის უსაფრთხოება.

მსოფლიო რაგბი იუწყება, რომ თითოეულ სახიფათო ბოჭვას მიენიჭება კლასიფიკაცია, რაც განსაზღვრავს სანქციის სიმძიმეს, რა იქნება მხოლოდ ჯარიმა, ყვითელი ან წითელი ბარათი:

სად არის ბოჭვის კონტაქტი? ( ყელი/კისერი/თავი )

სხეულის რა ნაწილით კეთდება ბოჭვა? (მხრით თუ ხელით)

როგორია ხიფათის ხარისხი? (რა ძალითა და სისწრაფით ხდება შეჯახება?)

ამ კრიტერიუმების განსაზღვრის შემდგომ შესაბამისი სანქცია უნდა დაფიქსირდეს, თუ მაგალითად:

მაღალი ბოჭვა არის თავის არეში, მხრით, დიდი ძალით და სისწრაფით, ეს ნიშნავს წითელ ბარათს.

მაღალი ბოჭვა არის კისრის არეში, ხელის შემოხვევით, სისწრაფე და ძალა საშუალოა, მაშინ ეს იქნება ყვითელი ბარათი.

მაღალი ბოჭვა არის კისრის არეში, პატარა ძალითა და უხიფათოდ, მაშინ ეს იქნება მხოლოდ ჯარიმა.

ჩარჩო ემსახურება ცნობიერების ამაღლებას მოთამაშეთა კეთილდღეობის შესახებ. მაღალ ბოჭვათა სანქცია ეფუძნება პროცესს, სადაც განსაზღვრულია დამრღვევის კონკრეტული ქმედებები და გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით. რაგბის ფართო აუდიტორიისთვის გასაგები უნდა იყოს სახიფათო ბოჭვათა პრევენციის რეფორმა.

ახალ რეგულაციებს დადებითად აფასებს საერთაშორისო კატეგორიის ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი:

"მსოფლიო რაგბი აქტიურად ატარებს რეფორმებს მოთამაშეთა კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ამაღლებისთვის, რაც მისასალმებელია. კონკრეტული განსაზღვრებები სახიფათო ბოჭვის კლასიფიკაციისა მსაჯს გაუადვილებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას. მაყურებლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ დღევანდელ რაგბიში უსაფრთხოებას ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, მოედანზე სახიფათო თამაშის აღკვეთა ერთობ პრიორიტეტულია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაგბის საკმაოდ ადრეული ასაკიდან თამაშობენ და აუცილებელია ბავშვებისთვის მოედანზე უსაფრთხო გარემოს შექმნა".

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ნამდვილი ვნება და დაუჯერებელი კადრები" - World Rugby ქართველ გულშემატკივარს აფასებს [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" რუსებს ვეღარ შეხვდება - "დათვების" დასჯა
Stuff.co.nz: ქართული რაგბის ბოსი "მსოფლიო რაგბის" ახალი ტურნირის ფორმატის გამო "ახურავს"
წლის თემა: თქვენ ამას არ ელოდით - რუსები პოლიტიკის რანგში აყვანილ სპორტში მაგრად დასაჯეს!
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
მსოფლიო რაგბი: სოსო მათიაშვილმა ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო ლელო დადო [VIDEO]