© აჩიკო გეგენავა
ხვალ საღამოს, 18 საათზე, საქართველო XV ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან სერიის მეორე მატჩს ავჭალის რაგბის სტადიონზე გამართავს და ისევე, როგორც ქუთაისში, მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.
ამ გუნდებმა პირველი მატჩი 4 დღის წინ „აია არენაზე“ გამართეს და მაშინ სტუმრებმა 28:15 იმარჯვეს.
მას შემდეგ გუნდს "ბრივის" ბურჯი ლუკა ჯაფარიძე შეუერთდა, რომელიც შარშან "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშობდა და 4 შეხვედრაში 2 ლელო გაიტანა (იაპონიასთან და შოტლანდიასთან). მან საფრანგეთის პრო დე2-ის კლუბთან, რომელმაც წელს ტოპ 14-ის საგზური მოიპოვა,
„პირველმა თამაშმა დაგვანახა, რომ 3 ნომრის პოზიციაზე პრობლემა გვქონდა, რადგან დიდი 10-ის დასრულების შემდეგ მოთამაშეები ფორმაში არ არიან და ლუკა ჯაფარიძეს თავის გამოჩენის შანსი მივეცით. ვიმედოვნებ, რომ ის ხვალინდელი თამაშისთვის დიდ ძალას შეგვმატებს. რაგბიში შერკინება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და 4 დღის წინ მეორე ტაიმში გაგვიჭირდა. ახლა ვიმედოვნებთ, რომ შერკინებაში მთელი 80 წუთი დომინანტები ვიქნებით, რაც რევანშის საშუალებას მოგვცემს“ - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ.
მეორე მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში სულ 8 ცვლილებაა. ჯაფარიძე თამაშს მარჯვენა ბურჯად იწყებს. შეიცვალა მარცხენა ბურჯიც და ძირითადში ირაკლი ჩომახაშვილი იქნება. მეორე ხაზში სანდრო ქოიავას მიხეილ ბაბუნაშვილი შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში ფლანკერად ალექსანდრე კალმახელიძე, ხოლო შემკვრელად ვანო ფუტკარაძე ითამაშებს.
სამი ცვლილებაა ხაზში. 9 ნომრად თამაშს კობა ბუჯიაშვილი იწყებს, ცენტრში გიორგი ნათელაშვილი დადგება, ხოლო ფულბეკად დავით გობეჯიშვილს ვიხილავთ. ამჯერად გუნდს ბექა ურჯუკაშვილი უკაპიტნებს.
„ამ გუნდის მიზანია, რომ დიდი 10-ის რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ მიიღოს მაღალი დონის თამაშების გამოცდილება და შედეგად ჩვენი ჩემპიონატის დონე ამაღლდეს. ყველა გამოძახებულმა მორაგბემ თავიდანვე იცოდა, რომ შანსს მიიღებდა და ეს ცვლილებები სწორედ ამ მიზანს ემსახურება“ - ამბობს ხამაშურიძე.
მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ დიდი 10-ის მოთამაშეები ყოველდღიურად ვითარდებიან და ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან თამაშშიც გამოჩნდა:
„ჩვენთან სეზონი ადრე დასრულდა, ბიჭები ბურთთან გაუცხოებულნი იყვნენ და პირველ თამაშში ამან პრობლემები შეგვიქმნა. სათამაშო სისტემაში ჩავჯექით და კარგი ლელოებიც გავიტანეთ. ინგლისის საგრაფოების ძალიან კარგ ნაკრებთან თამაშში გამოჩნდა, რომ ჩვენი მორაგბეები მათ ბევრით არ ჩამორჩებიან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გვაკლდა ეროვნულ, 20-წლამდელთა და ეროვნულ 7-კაცაში გამოძახებული მოთამაშეები, ცუდად არ გვითამაშია და მოგების შანსიც გვქონდა, მაგრამ ორი-ერთზე გადაცემა ჩაგვიჭრეს და იქით გასატანი ლელო აქეთ მივიღეთ”.

ხამაშურიძე იმედოვნებს, რომ ხვალ თამაშის ხარისხი უკეთესი იქნება, საქართველო XV რევანშის აღებას მოახერხებს:
„ბიჭებმა ირწმუნეს, რომ ამ დონის გუნდისგან შორს არ ვართ. გავიარეთ კონკრეტული დეტალები, ყველანი მოტივირებულნი არიან და მაქსიმალურად ვეცდებით, რევანში ავიღოთ“.
სერიის მეორე მატჩი. თბილისი
11 ივნისი. ავჭალა. 18 საათი

საქართველო XV - ინგლისის საგრაფოები
შერკინება | ფორვარდები
1. ირაკლი ჩომახაშვილი (ხარები), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, საფრანგეთი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. ალექსანდრე ქოიავა (ბათუმი), 6. გურამ შენგელია (ჯიქი), 7. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 8. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი).
ხაზი | ბექები
15. დავით გობეჯიშვილი (აია), 14. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 13. ბექა ურჯუკაშვილი (კაპ. ბათუმი), 12. გიორგი ნათელაშვილი (ხარები), 11. ალექსანდრე სვანიძე (არმაზი), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. კობა ბუჯიაშვილი (ხარები);
მარქაფა
16. ლაშა შალიკაშვილი (ვეფხვები), 17. რამაზ რუხაძე (კემბრიჯი, ინგლისი), 18. რევაზ წიკლაური (აია), 19. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი), 20. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 21. ვაჟა ხუციშვილი (ბათუმი), 22. მამუკა ნინიძე (ბათუმი), 23. ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), 24. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით