საქართველოს 7-კაცა 13 ივლისიდან ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული 7-კაცა ნაკრები ხვალ და ზეგ საფრანგეთში, ქალაქ კოლიმიეში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირში ითამაშებს.

ტოკიოს საგზურისთვის ევროპიდან 12 გუნდი იბრძოლებს - 9 მოწინავე გრან პრიდან, ორი საუკეთესო „ალაფიდან“ და „კონფერენც დივიზიონის“ გამარჯვებული. ისინი სამ 4-გუნდა ჯგუფში გადანაწილდნენ და პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ხოლო 14-ში ფლეი ოფები გაიმართება.

პირველი დღის შემდეგ, 8 საუკეთესო გუნდი ოლიმპიადის საგზურისთვის გააგრძელებს ბრძოლას. იაპონიაში პირველი გუნდი პირდაპირ მოხვდება, ხოლო მეორე-მესამე ადგილოსნები საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟის საგზურს მიიღებენ, რომელიც 2020 წლის ივნისში ჩატარდება.

საქართველო
კოლომიეში „გ“ ჯგუფში, ინგლისის, გერმანიისა და ლიეტუვას ნაკრებებთან ითამაშებს. 13 ივლისს პირველი შეხვედრა ჩვენი დროით 14:22 საათზე გერმანიასთან გვაქვს; 16:45 საათზე ინგლისს ვეთამაშებით; ხოლო ჯგუფურ ეტაპს 19:30 საათზე ლიეტუვასთან მატჩით ვასრულებთ.

„ა“ ჯგუფში საფრანგეთის, პორტუგალიის, იტალიისა და უნგრეთის ნაკრებები მოხვდნენ; „ბ“ ჯგუფში კი ირლანდიის, ესპანეთის, რუსეთისა და უკრაინის ნაკრებები ითამაშებენ.

საფრანგეთში მიემგზავრებიან:


ირაკლი სვანიძე (ჯიქი), იოანე ხელაია (ლოკომოტივი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), იაგო ხაბულიანი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), ლაშა ლომიძე (აია), ნიკო აფციაური (ლოკომოტივ-პენზა), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა
მწვრთნელი: შავლეგ მახარაშვილი
მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე
ფიზიო: გიორგი კანდელაკი
ექიმი: ირაკლი ბერიაშვილი
ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

მომზადებული rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული