© ლაშა ლორდქიფანიძე

ისტორიულ ლაზეთში, ქალაქ ფინდიქლიში, რაგბის საჩვენებელი თამაში გაიმართა, უახლოეს მომავალში კი, ადგილობრივ სკოლებში ბავშვთა სექციების გახსნა იგეგმება.

ფინდიქლი რიზეს პროვინციაში მდებარეობს და საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 60-70 კილომეტრითაა დაშორებული. მას ისტორიულად ვიწე ეწოდებოდა და ის დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაზური ქალაქია თურქეთის ტერიტორიაზე.

ლაზები წარსულთან - ისტორიასა და კულტურასთან მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებენ და ამ ფესვების გასამყარებლად ყოველწლიურად 5-დღიან ქალაქის დღესასწაულს აწყობენ. ფესტივალის ფარგლებში მზადდება ძველი ლაზური სამუშაო და საბრძოლო იარაღები, ეწყობა „მიმინოს ფესტივალი“, კონცერტები, სპორტული ღონისძიებები და ა.შ.

წელს ამ ღონისძიების ნაწილი რაგბი გახდა, რომლის ფარგლებში, პირველად ქალაქის ისტორიაში, სარაგბო მატჩი გაიმართა. ფინდიქლის ცენტრალური სტადიონი ნახერხით რაგბის შესაბამისად დაიხაზა, ორ გუნდად გაყოფილმა ბათუმელმა, ჩაქველმა და ქობულეთელმა 2003-2004 წელს დაბადებულმა მორაგბეებმა კი ლაზებს რაგბის ხიბლი აჩვენეს. საჩვენებელმა თამაშმა ადგილობრივებში დიდი ინტერესი გამოიწვია. წესების ახსნის დროს და თამაშის მსვლელობისას მრავლად დაისვა კითხვები, რაც ლაზების მხრიდან რაგბისადმი ინტერესზე მეტყველებს.

აჭარელმა ჭაბუკებმა მაყურებლებისთვის ჯერ კლასიკური, 15-კაცა რაგბი ითამაშეს. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოედანზე ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა და ყოველ კონტაქტს 800-მდე მაყურებელი ოვაციებით ხვდებოდა. თამაშის დასრულების შემდეგ, ორი 7-კაცა გუნდი გაკეთდა და მაყურებელმა რაგბის ოლიმპიური ნაირსახეობაც იხილა.

ქართულ დელეგაციას რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც ფინდიქლის მერმა, წარმოშობით ლაზმა ერჯუმენთ შაჰინ ჯერვათოღლუმ უმასპინძლა. მან ქართულ დელეგაციას ქალაქი დაათვალიერებინა, ფესტივალის ფარგლებში გამართულ რამდენიმე ღონისძიებაზე მიიპატიჟა და ფინდიქლიში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. თავის მხრივ, სვანიძემ მას რაგბის ფასეულობები და ღირებულებები გააცნო, რამაც მასპინძლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

„ისტორიულად, ჩვენ ქართველები ვართ, საქართველოსთან ფესვები, კულტურა და ტრადიციები გვაკავშირებს, მაგრამ პოლიტიკური საზღვარი ერთმანეთს გვაშორებს. ჩემი სურვილია, ეს საზღვარი რაგბის საშუალებით წაიშალოს და ჩვენ ხალხს შორის ისტორიული გაერთიანება შედგეს. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ ჩვენს დღესასწაულზე, რომელიც მთის სიმწვანისა და ზღვის გაერთიანებას ეძღვნება. ჩვენ ვართ ხალხი, რომლებიც ვცდილობთ ვიმყოფინოთ მიწა და ზღვა, რომელიც გვაქვს. ამ ფესტივალის მეშვებით ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ ადათ-წესები და არ დავკარგოთ წარსული“.

„რაგბთან პირველად გვაქვს შეხება, თუმცა რაც მესმის და რასაც ვხედავ, ვფიქრობ მისი ჩვენთან დანერგვა უნდა მოხერხდეს. ყველაფერს ბავშვებისთვის ვაკეთებთ და ჯენლტმენობა, გუნდურობა და ადამიანობა, რაც რაგბს უკავშირდება, ჩვენმა ბავშვებმა აუცილებლად უნდა აითვისონ. ეს სპორტი კარგი ახალგაზრდების აღზრდაში დაგვეხმარება და მის დანერგვასა და განვითარებას იმედის თვალით ვუყურებ“ - განაცხადა ერჯუმენთ შაჰინ ჯერვათოღლუმ.

პირველ ეტაპზე, საუბარია სკოლებში რაგბის შეტანაზე, რაშიც ფინდიქლის მერი ქართულ მხარეს სპეციალისტების მივლინებას თხოვს, საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას კი თავის თავზე იღებს. გოჩა სვანიძე პროექტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ამბობს:

„შორს მიმავალ გეგმებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მეზობელმა ქვეყნებმა რაგბის თამაში დაიწყონ და გახდნენ ძლიერები. დღევანდელი ინიციატივა 2-3 და გნებავთ 5 წელიწადზე არ არის გათვლილი. ამას შესაძლოა ათწლეულები დაჭირდეს, მაგრამ თუ არ დავიწყეთ, განვითარება არასდროს მოხდება. რეგიონში რაგბის პოპულარიზაციას საქართველო უნდა ჩაუდგეს სათავეში და აამუშაოს ის რეზერვები, რაც მათ გააჩნიათ“.

„ჩვენ და ლაზები ერთი ჯიშის ხალხი ვართ და სწორედ ამიტომ შევაჩერეთ არჩევანი ფინდიქლიზე. იგივე ეხება და ანალოგიურ მიდგომას ვაპირებთ ინგილოებთან მიმართებაში. რაც შეუძლია ქართულ გენს საქართველოში, რატომ ვერ უნდა შეძლოს ის თურქეთსა და სხვა ქვეყნებში? სპორტი ურთიერთობის უნივერსალური საშუალებაა, კულტურული ფენომენია, მისი მეშვეობით შეგვიძლია პოლიტიკური საზღვრები გადავლახოთ და ხალხთა შორის ურთიერთობები აღვადგინოთ. ვფიქრობ, მსგავსი მიდგომები შესაძლებელია სომხებთან და აზერბაიჯანელებთან“.

„რაც შეეხება ფინდიქლის, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ იმ ტემპით, რა ტემპსაც მასპინძლები შემოგვთავაზებენ. არ გვსურს იძულება და თავს მოხვევა. მათ გამოხატეს დაინტერესება და დანარჩენი ვნახოთ როგორ განვითარდება“.

მომზადებულია .rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
ძალიან კარგი წამოწყებაა.ისინი ჩვენი ჯიშის ხალხია და დარწმუნებული ვარ,თავისი მენტალიტეტით თურქებზე უკეთ ითამაშებენ რაგბის.რაგბის ყველაზე კარგად შეუძლია მათი ჩვენსკენ შემოტრიალება და ჩვენი ავტორიტეტის ამაღლება.
სოსო
კალთბურთიც ასე გვეგონა და აგერ, ჩვენს ნაკრებს მოუგეს.
გიორგი
ძალიან კარგ საქმეს ჩაიდგა რაგბის ფედერაცია. საინგილოში ამის გაკეთებას თუ შეძლებენ, აზარბაიჯანის მხარე მგონია რომ ამაში ხელს არ შეუწყობს, კიდევ უფრო ლარგი იქნება. წარმატებებს ვუსურვებ!
გივი გ. ქარჩავა
ანუ, ერჯუმენტ ჭერვათოღლიმ პირდაპურ ასე გითხრათ, ისტორიულად ჩვენ წართველები ვართო? ჩანაწერის მსგავსი გაქვთ რამე?
მერაბი
ძალიან კარგი ინიციატივაა!
თენგაბი
შესანიშნავი საქმეა. უნდა განვავითაროთ ყველანაირი კავშირები ჩვენს ძმებთან. სადა გვყავს დასაკარგი. რაც ამდენ ხანს ვკარგეთ საკმარისი არ არის. ფერეიდანელი ქართველები, ინგილოები, ლაზები - ნახეთ რამდენი ვყოფილვართ.
მთლად ეგრე ნუ გადაიხარხარებ
საქართველოში რაგბის ანაიბანი და ისიც შეიძლება ვთქვათ, რაგბი დანერგა სომეხმა ემიგრანტმა საფრანგეთიდან.
paladin
დიდებული აზრია , წარმატებები
სომხების რაგბი იქნება სასწაული))))
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
BBC: მუდრიკმა აკრძალული ნივთიერება უკრაინის ნაკრებში ყოფნისას მიიღო
"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - "მარსელის" მთავარი მწვრთნელი
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEO] გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წაქცევისთვის ვან დე ვენი და როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ვილიარეალის" მარცხი, "რეალის" და "ყარაბაღის" გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა