საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ გდანსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა და თავისი საუკეთესო მაჩვენებელი (მეშვიდე) სამი პოზიციით გააუმჯობესა.

ჯგუფურ ეტაპზე სამი თამაშის მოგების შემდეგ, თასის მეოთხედფინალში ბელგიას შევხვდით და 4 წუთი დაცვაში მოგვიწია თამაში, მერე ბურთი მოვიპოვეთ, დავით ნინიაშვილმა ხაზი გაჭრა და ძელებშუა გატანილი ლელო თავადვე გარდასახა. მერე იაგო ხაბულიანმა გაჭრა და ტაიმი 14:0 მოვიგეთ, თუმცა მატჩის განახლებისთანავე, ნინიაშვილს ჰაერში უხეშ ბოჭვაში დასდეს ბრალი და წითელი ბარათით გააძევეს.

მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები დავრჩით, დაცვაში სწრაფი გადაწყობით ბურთი მოვიპოვეთ. ბექა შვანგირაძე ფრთაზე მბოჭავს გაექცა და მესამე ლელო გაიტანა. თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - 21:5.

თასის ნახევარფინალში ესპანეთს შევხვდით, რომელიც სწრაფად ათამაშებდა ბურთს. დაცვაში დიდი დროის გატარების შემდეგ ბურთი მოვიპოვეთ და ხელდახელ შეტევა ლაშა კაკაურიძის ლელოთი დასრულდა, რასაც თავადვე ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. ესპანეთმა პირველი ტაიმის მიწურულს ერთი ლელო გაქვითა, მეორე ტაიმიც შეტევებში გაატარა და ლელოს ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა.

მეტოქემ სცადა, რომ საქართველო 22-იდან არ გაეშვა, თუმცა კაკაურიძემ მოშიშვლებული ზურგი შენიშნა, ფეხით გადაკიდებულს მიჰყვა და 75-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა, ხოლო გარდასახვით საქართველო დაწინაურდა. სამწუხაროდ, გაწითლებულ დროზე ესპანელებმა კიდევ ერთი ლელოს გატანა მოახერხეს, 19:14 იმარჯვეს და ფინალში ისინი გავიდნენ.

მესამე ადგილისთვის საფრანგეთს შევხვდით და ირაკლი ბებიამ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში დაშვებული ორი შეცდომა ორ გარდასახულ ლელოდ დაგვიჯდა და მართალია, ბოლოს ნინიაშვილმაც შეძლო ლელოს გატანა, მაგრამ ფრანგებმა გარდასახვებით 14:10 მოიგეს.

საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა, მის მიერ გუშინ 31:7 ძლეულმა ირლანდიამ კი ფინალში ესპანეთს 26:12 მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

r
ოთხ მოგებულ თამაშში (მათ შორის ირლანდიასთან) აშკარა უპირატესობა ჰქონდათ და ღირსეულად გაიმარჯვეს. ბოლომდე იბრძოლეს ორივე წაგებულ მატჩში და ნიკოს ყველაფერში ვეთანხმები - საჩემპიონო ბიჭები(რაღა ბიჭები, კაცები!!!) არიან და კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი...
ნიკო
ყველა თამაშს ვუყურე. ძალიან მაგარი ბიჭები არიან. შწორ გზასდ ადგანან და ბევრს მიაღწევენ. რთი ორი გამართლება და ჩემპიონები ხდებოდნენ.
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
6 ტურში ყველა მატჩი წააგო - "ვენეციამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "ტორინოსთან" დამარცხდა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
მოლდოვა 0:1 საქართველო
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
"რეალი" კურტუას გაშვებას არ აპირებს
ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
ბითაძის 100%-იანი სიზუსტე "კლივლენდთან" | გოგამ 12 წუთში 7 ქულა მიითვალა
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს