რაგბიშიც დაპირისპირებაა - მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა რაგბის კავშირი დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა ბაჩო ხურციძემ თანამდებობა დატოვა და რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა დააანონსა, - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველმა არხმა" გაავრცელა.

"ნებისმიერი წარმატების საწინდარია ჯანსაღი საკადრო პოლიტიკა, გააზრებული პროექტები და ქმედითობა, ხოლო არასწორი მენეჯმენტი, გაუაზრებელი საკადრო პოლიტიკა, ინერტულობა, რასაც ბოლო წლებში ვაკვირდებით, უამრავ პრობლემას გვიქმნის როგორც ზოგადად, ისე მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესშიც.

ქართული რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ და სხვა პრობლემებზე არაერთხელ ღიად დაგიფიქსირეთ ჩემი პოზიცია, შემოგთავაზეთ გულწრფელი რჩევები და ჩემი პირადი გამოცდილების გაზიარება. თუმცა, ურთიერთთანამშრომლობის ნაცვლად, დაპირისპირება არჩიეთ,
შესაძლოა, თქვენი მხრიდან ჩემი კონკურენტად დასახვიდან გამომდინარე, წელს გასამართ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ღია ბრძოლის გამოცხადება მეტად კრიტიკულ პერიოდში, სწორედ მაშინ, როდესაც ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პირველი შეკრება დაიწყო, ჩემი ჩამოშორება მზადების ამ მნიშვნელოვან პროცესში მსოფლიო რაგბისთან კომუნიკაციისგან; ჩემი ამოღება ჩემპიონატზე მიმავალი დელეგაციის შემადგენლობიდან, რომლის ხელმძღვანელადაც ვიყავი წარდგენილი, დაბოლოს, ვაკანსიის გამოცხადება ამჟამად ჩემ მიერ დაკავებულ პოზიციაზე, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს გასაკეთებელი საქმის მიმართ.

ამგვარმა მმართველობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქართული რაგბის ასე სათუთად ნაშენებ რეპუტაციასა და იმიჯს, შეარყია მისი ფუნდამენტი", - წერს ხურციძე.

ხურციძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
გიო და სოსო, არ არის საჭირო ეს იაფფასიანი პინგ-პონგი, არც თქვენ გიხდებათ და ნურც რაგბის გულშემატკივრებს აკადრებთ მსგავს ტყუილებს. უბრალოდ ძალიან მარტივად იშიფრებით, რომ არავის არ იცნობთ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანებიდან და შეკვეთილ თუ უნებლიე დეზინფორმაციას ავრცელებთ. გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენ ნაკრებს და ვისაც ჩვენების მარცხი გაუხარდება მათი გამოვლენაც თქვენზე იყოს თავის მოწმეებით )))
ცოტნე
10 სექტემბერი 2019 20:34
1
სოსო, ჩემი თვალით და ჩემი ყურით! მოწმეებიც არსებობენ.
გიო
10 სექტემბერი 2019 16:28
5
არც ეს და არც სვანაძე მამუკას ავტორიტეტი უნდა რაგბს საქართველოში
vova
10 სექტემბერი 2019 14:07
0
მთლიანად შესაცვლელია რაგბის ფედერაცია, სამწუხაროდ ესეა. სვანიძე ძალიან სუსტი ხელმძღვანელია. აბუ ან ზირაქა პრეზიდენტად.
მალაქია
10 სექტემბერი 2019 12:15
11
"მაღალი სპორტული შედეგები" რაგბში ბოლო წლებში ნამდვილად არ ჩანს, ერთ ადგილზე არიან გაჩერებულები და ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს მიღწეული შედეგებით იწონებენ თავს. ასე რომ, ხურციძის გადადგომა ლოგიკურია, თუმცა მისი კანდიდატურა ფედერაციის პრეზიდე4ნტობაზე, სრულიად უსაფუძვლო. მისი ავტორიტეტი რაგბის სამყაროში მიზერულია.
ირაკლი
10 სექტემბერი 2019 12:10
4
ვერაფერი ვერ გავიგე. მგონია რაგბში მაინც მეტნაკლებად დალაგებულია სიტუაცია. ის რომ ზოგი რაგბისტი, ვინც ვერ მოხვდა მსოფლიოზე, უკმაყოფილოა, არ არის გასასკვირი, პირიქით, ბედნიერი რომ იყოს - ეს იქნებოდა აღმაშფოთებელი. ისიც გასაგებია, რომ ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, ესეც გამორიცხულია; სადაც საქმე კეთდება იქ უკმაყოფილოც ბევრია. ვერ ვგებულობ, კობიაშვილი ქოცია და ეს მინუსია, სვანიძე ნაცია და ესეც მინუსია (ჩემთვისაც); მაგრამ იმის გამო რომ ან ერთია ან მეორე ეს არ უნდა წყვიტავდეს პროფესიონალის ბედს (მე არ მყავს მხედველობაში სააკაშვილის დამნაშავე-კრიმინალი ხელისუფლების ბანდიტები, რომლებიც გასასამართლებელია). და კიდევ, თუ მართლა ნახა ვინმემ როგორ უხაროდა ამ ბაჩოს შოტლანდიასთან წაგება, თუ ვინმეს გაეხარდება მსოფლიოზე ნაკრების წარუმატებლობა (დაგვიფაროს უფალმა), ქოცი კი არა, სულ ზვიად გამსახურდიას ახლობელი იყოს იდეურად, ნათესაურად - ის არ მინდა არსად არაფრის ხელძღვანელად.
alexandre
10 სექტემბერი 2019 11:57
5
რა მაღალი მიხწევების მენეჯერი :))))
შეეშვით პიარს და გააკეთეთ საქმე საქართველოს ჩემპიონატს ნუ დაიყვანთ A და B ლიგის დონემდე!!!!!
1 გუნდი ჩელენჯზე ან პრო 12 ში შეიყვანეთთთთთთთ !

Best
10 სექტემბერი 2019 11:48
0
მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა მაღალი სპორტული შედეგები არ ჰქონდა და იმიტომ დატოვა დირექტორის პოსტი?
შოკირებული გულშემატკივარი
10 სექტემბერი 2019 11:29
4
წამოყო ისევ თავი აბუსერიძის კლანმა! ბაჩოს როგორ უხაროდა შოტლანდიასთან თბილისში წაგება, უნდა გენახათ! გაისად პრეზიდენტი მე ვიქნები და მერე ვნახოთო! ცნობისათვის-ეგ ბეჟან ხურციძის(ყოფილი პარლამენტარი) ვაჟია! თავი ისევ წამოყო ირაკლი აბუსერიძის(პარლამენტარი) კლანმა! მაგათ ფულის კეთების მეტი არაფერი აინტერესებთ!
გიო
10 სექტემბერი 2019 09:21
11
გიო,ეს სიტყვის მასალად თქვი,თუ მართლა დაინახე?ჩვენ სიტუაციაში,შენც იცი,რომ ეს სახუმარო არ არის და ამიტომ მინდა დააზუსტო
სოსო
10 სექტემბერი 2019 12:17
1
რაგბი დაგვრჩა დასანგრევად და აბა თქვენ იცით, ჩვეული ქართული ,,ენთუზიაზმით,, მიადექით ჩაქუჩით და განავლით
ზაზა
10 სექტემბერი 2019 08:58
1

სიახლეები პოპულარული