© გოგიტა ბუხაიძე

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის ნომერ 51-ში მცხოვრებლები დღეს საღამოს უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ. მათ ეზოში მოქმედი და ვეტერანი მორაგბეები შეიკრიბნენ და პირველად საქართველოში, ქუჩის რაგბის საჩვენებელი მატჩი გამართეს.

ეზოს ხელოვნურსაფარიან მოედანზე, რომლის სიგრძე-სიგანე 25-20 მეტრი იყო, ერთმანეთს სამი ოთხკაციანი გუნდი ეთამაშებოდა, რომელთა შორის ვეტერანი და მოქმედი "ბორჯღალოსნები" იყვნენ. ქუჩის რაგბი უკონტაქტოა, შეტევა ორი ხელის დადებით ჩერდება და ის სრულიად უსაფრთხოა. თითო გუნდს ლელოს გასატანად ექვსი შეტევა აქვს და თუ მიზანს ვერ მიაღწევს, ბურთი მოწინააღმდეგეს გადაეცემა.

„ირლანდიაში გამართულ რაგბის ფორუმზე, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, ერთ-ერთ მიმართულებად ქუჩის რაგბის განვითარება დასახელდა. მნიშვნელოვანია, რომ რაგბის არსი ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, მათ შორის, იმ ბავშვებისთვისაც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით რაგბიზე სიარულს ვერ ახერხებენ. ეს იდეა ძალიან მოეწონა ბატონ გოჩა სვანიძეს, რომლის უშუალო ინიციატივითა და დახმარებით, დღეს ქუჩის რაგბის ყაზბეგის 51-ის მცხოვრებლები ეზიარნენ“ - ამბობს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერი სიმონ მაისურაძე, რომელიც ამ თამაშის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო გეგა კეკელიძესა და ირაკლი გეგენავასთან ერთად და მათ ქუჩის რაგბი თავადაც ითამაშეს.

ადგილობრივ და მეზობელ ეზოებში მცხოვრებლებში თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია. დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში, მას თვალი 100-მდე ადგილობრივმა მიადევნა. თამაშების პარალელურად, მისი მონაწილეები მაყურებლებს რაგბის წესებს აცნობდნენ, ბოლოს კი ადგილობრივ ბავშვებს საჩუქრად ბურთები დაუტოვეს და ამიერიდან ყაზბეგის 51-ში რაგბის თავად ითამაშებენ.

უახლოეს პერიოდში საჩვენებელი თამაშები თბილისის სხვადასხვა უბანსა და ეზოში გაიმართება, მოგვიანებით კი, ამ მიმართულებას რეგიონის მცხოვრებლებიც ეზიარებიან.

ქუჩის რაგბის წესები და პრინციპები

1) მოედანი: თბილისის უბნების ხელოვნურსაფარიანი მოედანი. თუ სხვა მოედანზე

მიმდინარეობს თამაში, მაშინ მოედანი უნდა იყოს: სიგრძეში 30 მეტრიდან 50-მდე,

სიგანეში 20 მეტრიდან 25 მეტრამდე. დიდ მოედანზე თამაშის შემთხვევაში ყოველ 5

მეტრზე სიგანეში უნდა ვიანგარიშოთ 1 კაცი. მაგალითად: 20 მეტრის სიგრძის

მოედანზე 4 კაცი. და ა.შ.

2) თითო გუნდი შედგება 4 მოთამაშისგან.

3) შემტევ გუნდს აქვს 6 გათამაშება.

4) პირველი გათამაშება ხდება მიწაზე დადებული ბურთის ხელში აღებით.

5) შეტევაში ფეხით თამაში არ არის ნებადართული.

6) თუ დაცვა 2 ხელს დაგვადებს, უნდა გავჩერდეთ და ბურთი დავდოთ მიწაზე

(ფეხებს შორის) იმ ადგილას, სადაც დაცვამ ხელი დაგვადო.

7) ბურთის მიწაზე დადების შემდეგ უნდა გავაკეთოთ 2 ნაბიჯი წინ დაცვისკენ.

8) ყოველი 2 ხელის დადების შემდეგ დაცვამ უნდა დაიხიოს 2 მეტრით უკან და ისე

განაახლოს თამაში.

9) შეტევაში თამაშის განახლება ხდება: ბურთის ჩამდების გარდა, სხვა ნებისმიერი

მოთამაშის მხრიდან ბურთის მიწიდან აღებით.

10) ბურთის ძირს ჩამდებს აქვს საშუალება, ითამაშოს ბურთით იმ მომენტიდან, როცა ის

ბურთიანის უკან ჩამოვა.

11) ბურთის მიწიდან აღების შემდეგ შემტევს შეუძლია შეუტიოს თვითონ ან ბურთი

გადასცეს თანაგუნდელს.

12) 6 გათამაშების შემდეგ ბურთი ხდება მოწინააღმდეგე გუნდის.

13) თუ შეტევაში ბურთი გადავეცით წინ ან ბურთი წინ დაგვივარდა, ბურთი ხდება

მოწინააღმდეგის.

14) ლელოს დადების შემთხვევაში ბურთი გადადის მოწინააღმდეგესთან.

15) ყოველი ლელოს შემდეგ თამაში განახლდება ცენტრიდან (დაცვა დგება 2 მეტრის

მოშორებით).

16) ყოველი თამაში გრძელდება 15 წუთი (თავისი გაჩერებებით).

17) ყოველს შეხვედრას განსჯის მსაჯი, რომელიც იქნება არჩეული ორივე გუნდის მიერ.

18) ყველანაირი უხეშობა ან უზრდელობა: მსაჯის, მოწინააღმდეგის, თანაგუნდელის ან

მაყურებლის, ისჯება მოედნიდან გაძევებით თამაშის ბოლომდე.

19) მსაჯის გადაწყვეტილებები არ საჩივრდება.

20) ლელოს გატანა ხდება საპირისპირო ბადეზე ბურთის დადებით.

21) ლელო არის 1 ქულა.

22) შეცვლები კეთდება მსაჯის ნებართვით ნებისმიერ დროს.

23) შეცვლების რაოდენობა შეუზღუდავია.

24) შეცვლილ მოთამაშეს შეუძლია ხელახლა დაბრუნდეს მოედანზე.

25) ყოველ გუნდს აქვს საშუალება 1 ტაიმ-აუტის გამოყენების, რომლის

ხანგრძლივობაა 1 წუთი.

26) ბიჭებს და გოგონებს აქვთ უფლება, ითამაშონ როგორც ერთ, ისე საწინააღმდეგო

გუნდში.

27) სათამაშო ბურთი შეიძლება იყოს როგორც რაგბის, ისე სხვა ნებისმიერი ბურთი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"