"ბორჯღალოსნებს" აღარად აგდებენ? - რუსებმა მიზნად რაგბი ევროპის მოგება დაისახეს

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იგორ არტემევი ამბობს, რომ მათი მიზანი რაგბი ევროპის მოგებაა.

მსოფლიოს თასზე რუსეთის ნაკრებმა ოთხივე მატჩი წააგო, მის მწვრთნელ ლინ ჯონსს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და ამბიციური ამოცანა დაუსახეს.

"ჩვენ მოგვწონს ლინ ჯონსთან მუშაობა. უახლოესი ამოცანა რაგბი ევროპაა. თუ ჩვენი გუნდი კონდიციებს შეინარჩუნებს, რომლებიც მსოფლიოს თასზე თავის საუკეთესო შეხვედრებში აჩვენა, მაშინ არამარტო სამეულში მოხვედრის ძალიან კარგი შანსი გვექნება. ამოცანა მაქსიმალური იქნება - ევროპის ჩემპიონობა", - განუცხადა არტემევმა ТАСС-ს.

რაგბი ევროპა 2020 წლის თებერვალ-მარტში გაიმართება და მასში მონაწილეობას
საქართველოს, რუსეთის, რუმინეთის, ესპანეთის, პორტუგალიის და ბელგიის ნაკრებები მიიღებენ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
იქნებ ვინმემ ხმა მიაწვდინოს რუსეთის ნაკრების ხელმძღვანელობას, პირდაპირ რომ მსოფლიო ჩემპიონობა დაისახონ მიზნად არ ჯობია? (რა ვიცი მგონი უკეთესი ტიტულია?????)
gela 67
04 ნოემბერი 2019 15:32
0
ბორჯღალოსნებს არად აგდებენ"..მაგარი "გენიალური" აღმოჩენააა...ჩვენ რომ გამოვალთ ხოლმე და სპორტის ნებისმიერ სახეობაში რომ გვაქვს ჯანსაღი თუ ამბიციური პრეტენზია პირველობაზე "ვის არაფრად ვაგდებთ" მაშინ?....რუსებმა თუ სამოქმედო პროგრამა დაისახეს და ჩვენ არ შეგვითანხმეს..დიდი ბოდიში რა...:)))))))))))))))))
saba
04 ნოემბერი 2019 13:03
3
ღრუსებმა სულ ახლა თქვეს რომ ფეხბურთში ევროპა უნდა მოიგონ. კერძოდ დზიუბამ განაცხადა, "რახან ჩერჩესოვმა მოითხოვამ, უნდა გავჩემპიონდეთ ევროპაზეო" ასევე რსგბში მაქსიმალური მიზნის დასახვას აპირებენ ალბათ. მიზანი ერთია სესაძლებლობა მეორე. ხოკეიში ერევათ ალბათ ფეხბურთიც და რაგბიც. თუმცა იქაც ვნახეთ რა შემადგენლობით ჩაისვარეს, ვუსურვებ ასე გაეგრძელებინოთ ყველა სპორტში. რაგბში და ფეხბურთში რომ ასე იქნება ეჭვიც არ მეპარება.
Geo_Dinamo
30 ოქტომბერი 2019 20:32
0
რუსებმა ჯერ რუმუნეთს და ესპანეთს მოუგონ და მერე მოვიდნენ ჩვენთან.არა მგონია რუსეთმა ესპანეთს მოუგოს და არც დაავიწყდეთ რომ როგორ მოხვდნენ მსოფლიოზე.
Misha
30 ოქტომბერი 2019 08:56
0
საინტერესო იქნება ამ ახალ თაობასთან.
ddgfdf
29 ოქტომბერი 2019 20:19
0
რუსებს როგორც ყოველთვის გადაუვლით, უნიჭო ნაკრები ჰყავთ, მე უფრო ესპანეთი და რუმინეთი მაღელვებს
giorgi 3
29 ოქტომბერი 2019 18:55
0
თვითონ რუსებს აქვთ ერთი გამოთქმა, რომელიც "აკვტება" ამ განცხადებას: Мечтать не вредно, блин! :) )))))))))
დავით
29 ოქტომბერი 2019 16:21
0
ეს პროვოკაციული სათაური გოიმი ქართველების ასაგდებად არის დაწერილი.როგორც ყველა ნორმალურ გუნდს მათაც მიზანი დაისახეს.საქართველო როდის ახსენეს.ისე წლებია 6 ერს გავიძახით და სინამდვილეში კატასტროფული სხვაობა რომ არის კლასში ამაზე რას იტყვით.
თემო
29 ოქტომბერი 2019 14:58
7
გეტყობა არ ხარ საფუძვლიანად გაცნობილი მაგათ "ნაბჟუტურევს",თორემ არ გვკადრებდი რუსთა გამო "გოიმს", არაა? მიდი კიდევ რამე დამამცირებელი დაწერე და გაახარე , შენისთანა "ვაიტოლერანტები" ვედრა აბაზი ღირს და ჩაიგდე ამიტომ ეგ რაღაცაში ამოსვრილი ენა...........
gela 67
04 ნოემბერი 2019 18:07
0
თუ არ ითამაშე მაღალ დონეზე სისტემატურად, ვერასოდეს ვერ მიხვალ მათ დონეზზე
ჯაბა
29 ოქტომბერი 2019 17:22
2
რაც უფრო მეტი ამბიციური და მოძლიერებული გუნდი იქნება რაგბი ევროპაზე - რუსეთი იქნება, რუმინეთი თუ ესპანეთი, ქართული რაგბი ამით მხოლოდ მოიგებს... დანარჩენი, როგორც იტყვიან, აბანოში გამოჩნდება....
მ.ტ.
29 ოქტომბერი 2019 14:02
0
რუსები საერთოდ გამოირჩევიან რაგბიში ყეყეჩური და ამპარტავნული განცხადებებით თამაშის წინ, მაგრამ როგორც წესი თამაშის შემდგომ უკომენტაროდ გარბიან, ასე რომ მათი განცხადებების სერიოზულად აღქმა არაა საჭირო..
gio
29 ოქტომბერი 2019 13:17
1

სიახლეები პოპულარული