სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში ქართული გუნდი იასპარეზებს

AutoSharing Option
ეს მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა თავისი საიტით გაავრცელა:

"შეპირებისამებრ, რაგბის გულშემატკივრებს გვსურს ვაცნობოთ სასიხარულო ინფორმაცია:

2019 წლის 18 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებს შორის ურთიერთთანამშრომლობის 11-წლიან ხელშეკრულებას.

ხელშეკრულება ითვალისწინებს:

2020 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს რაგბის კავშირის ფრანჩაიზი მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ აფრიკის რაგბის კაშირის მიერ ორგანიზებულ ტურნირში - ქარი ქაფი;

შედგება მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობითი ურთიერთობა სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს რაგბის აკადემიებს შორის;

ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბება სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ნაკრებებს შორის (ეროვნული, საქართველო XV, შვიდკაცა,
ასაკობრივი ნაკრებები: U15, U17, U18, U20), რაც გულისხმობს ერთობლივ წვრთნებსა და ასევე, თამაშებს;

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის დახმარებით ქართველ მწვრთნელებს, მსაჯებს, მენეჯერებსა და სხვა სარაგბო სპეციალისტებს ჩაუტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგები;

ხელშეკრულების თანახმად, ორივე ქვეყნის რაგბის კავშირები ხელს შეუწყობენ ქართულ და სამხრეთაფრიკულ კლუბებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

ერთობლივი ტურნირები მოეწყობა როგორც სამხრეთ აფრიკაში, ასევე საქართველოში;

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარკ ალექსანდრემ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

გვინდა მივულოცოთ ქართველ მორაგბეებს, სპეციალისტებსა და ქომაგებს ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული რაგბის უფრო სწრაფ განვითარებას".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
ძალიან სწორად არის შერჩეული სამხრეთ აფრიკა. ქარის თასიც მაღალი დონის შიდა ჩემპიონატია. საფრანგეთის მეორე დივიზიონში და ფედერალებში თამაშს ნამდვილად ჯობია ქარის თასზე გუნდის გაყვანა. ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ და გრანდებთან თავდაჯერებით და შიშის გარეშე ვითამაშებთ. ამასთან არა ნაკლები ამბავია კლუბების, ასაკობრივი ნაკრებების, მწვრთნელების, მსაჯების და სხვა ადმინისტრაციული მენეჯმენტის კვალიფიკაციის ამაღლება სამხრეთ აფრიკასთან კოორდინაციით. სარაგბო მეურნეობას და მთლიანად ქართულ სპორტს წაადგება ეს ხელშეკრულება. ნამდვილად მოსალოცი ამბავია. ამდენი ჩავარდნის შემდეგ ნამდვილად ყოჩაღ რაგბის კავშირს.
იექსპერტი
22:44 19-12-2019
0
ძალიან მაგარი ამბავია, არამხოლოდ რაგბის მოყვარულებისთვის არამედ მთლიანად ქართული სპორტისთვის , დარწმუნებული ვარ ამ ხელშეკრულებით და გეგმით ჩვენი რაგბი მეტად განვითარდება ! კიდევ ბევრი ესეთი კარგი ამბავი გაგვეგოს !
ლევან1
20:43 19-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული