საქართველო XV-მა ამჯერად "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველო XV-მა არგენტინული ტურნეს მეორე მატჩში ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა, მასპინძლებმა ერთი კვირის წინანდელის მსგავსად 66 ქულა აიღეს და 66:7 იმარჯვეს.

ბესიკ ხამაშურიძის შეგირდებმა ამჯერად უკეთ ითამაშეს, პერიოდულად ბურთს აკონტროლებდნენ, ფაზებს აბამდნენ და რამდენჯერმე შევიდნენ მეტოქის 22-ში, მაგრამ კლასით ბევრად უფრო მაღალი დონის გუნდთან ვერაფერს გახდნენ.

შესვენებამდე საქართველო XV "ხაგუარესის" 22-ში ოთხჯერ შევიდა, მეტოქის დაცვამ კი, კარგად იმუშავა და ყველა ჯერზე უქულოდ დავრჩით. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ჯარიმების კარში დარტყმაზე უარი ვთქვით და მხოლოდ ლელოზე ვთამაშობდით. სტუმრები
დაცვაშიც თავგანწირვით ირჯებოდნენ და რამდენჯერმე შევძელით მეტოქის სახიფათო შეტევების შეჩერება, თუმცა მასპინძლებმა შესვენებამდე ოთხი ლელოს დადება მაინც მოახერხეს და 26:0 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ხაგუარესმა" მეხუთე ლელო მიითვალა, მე-60-ეზე კი ქართველებმა არგენტინულ ტურნეზე პირველი ლელო მიითვალეს. რაქიდან გასული ბურთი ვანო ფუტკარაძემ მიიღო, ორ მბოჭავს გაექცა და ოფლოუდი ბექა გვარამიას ამოუგდო, რომელმაც ბოლო მბოჭავი ჩამოიცილა და არგენტინელთა ჩასათვლელ მოედანში შევიდა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. როგორც დიდ გუნდებს სჩვევიათ, დასკვნით წუთებში "ხაგუარესმა" ტემპს უმატა, ლელოები დადო და 66:7 იმარჯვა.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ მასპინძლებმა 66:3 იმარჯვეს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 19 /
ყველა ფედერაციაში დიდი სიბინძურე და მაფიაა! მაფიოზები არიან მოკალთებულები და წურბელასავით სისხლს სწოვენ ქართულ სპორტს! იპარავენ მილიონებს და ვერ ძღებიან. დიდი პროგრესი არც ერთ სპორტში აღარ გვაქვს. ვითომ ერთი დიდი ოჯახი ვართო რომ კითხო და ერთმანეთს ჭამენ და ფულებს ვერ იყოფენ რაგბიშიც, ძიუდოშიც, ჭიდაობაშიც, კალათბურთშიც და ფეხბურთშიც!!!
საქართველოსთვის!
18:01 16-09-2020
0
რომ წერთ ეროვნული ნაკრები უნდა წასულიყო და მათ მაგივრად ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე რაგბისტები საქართველო 15 წავიდაო,ამათგან მეტს რას მითხოვთო.კი მაგრამ რატომ გგონიათ,რომ ეროვნულ ნაკრებს ნაკლებ დღეს დააყრიდნენ.სირცხვილს გადაურჩნენ.რა მოგახსენოთ და ზუსტად მაგიტომ არ წავიდნენ.რა,არ იცოდნენ თებერვალში ერთა თასის მატჩები რომ ექნებოდათ ჩასატარებელი,ეს ორი მატჩი რომ დაიგეგმა? ფიჯის ერთხელ რომ მოვუგეთ,სამოასა და ტონგას სისტემატიურად ვუგებთ მილტონ ჰეიგის და ერთი დიდი კაცის დამსახურებაა(გამგები გაიგებს),თორემ ის თამაშები კუნძულელებს ჩვენთან მთელი ძალით რომ ეთამაშათ დარწმუნებული ვარ ყველა თამაშს წავაგებდით! 2011 წლის მსოფლიო თასზე ტონგამ საფრანგეთი დაამარცხა 19-14. 2015 წლის მსოფლიო თასზე კი საქართველოსთან წააგო???:)
....
12:01 26-01-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული