მიმდინარე სეზონში ქართველი მსაჯები და მათ შორის ნიკა ამაშუკელი, საერთაშორისო დონეზე ახალ საფეხურზე ავიდნენ. ამაშუკელმა, ქართული სამსაჯო ბრიგადით, ჩელენჯ ქაფის ხუთი შეხვედრა იმსაჯა, უკანასკნელი 3 კვირა კი განსაკუთრებით დატვირთული ჰქონდა. ამ პერიოდში მან 20-წლამდელთა ექვს ერზე საფრანგეთისა და ინგლისის, ასევე ირლანდია-უელსის მატჩი განსაჯა, გუშინ კი პრო 14-ში დებიუტი
„ამ სამი კვირის განმავლობაში სრულიად განსხვავებულ გარემოში ვიმყოფებოდი და განსხვავებული რითმით ვცხოვრობდი. მოედანზე გატარებული დრო ამ ყველაფრის ნახევარიც არაა, რადგან მის მიღმა უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. გვქონდა ჩვეულებრივი, ყოველდღიური სამუშაო გრაფიკი: გუნდების შესწავლა – შერკინებაში, დერეფანში, ღია თამაშში, ყურადღებას ვამახვილებდით თითოეულ დეტალზე. ვსწავლობდი ორივე გუნდს, რომელთა თამაშიც უნდა მემსაჯა და შემდგომში მას ჩემი გუნდის წევრებს ვაცნობდი. მატჩის შემდეგ იყო გარჩევა ჟოელ ჟუშთან, ან ჟერომ გარსეზისთან. ის მაცნობდა თავის ნააზრევს, მე ჩემსას ვუზიარებდი. როდესაც უმაღლეს დონეზე ადიხარ, კვირიდან კვირამდე ასე მიდის მუშაობა და მოედანზე გასვლა მხოლოდ მისი მცირე ნაწილია. გუნდებიც გსწავლობენ და ზუსტად იციან სად გა ქვს ნამუშევარი, რაზე ნიშნავ ჯარიმას და ცდილობენ შენზე აეწყონ“ – აფასებს ახალ გამოცდილებას ნიკა ამაშუკელი და დასძენს:
„სამი ერთმანეთისგან განსხვავებული, საოცარი თამაში ვიმსაჯე. რა ემოციებითაც ამ სამი კვირის განმავლობაში დავიმუხტე და დავიცალე, აქამდე მთელი სეზონის განმავლობაში არ მქონია. უბრალოდ არც კი ვიცი მეტი რა შეიძლება იყოს“.
20 წ. საფრანგეთი - ინგლისი
ამაშუკელის 3-კვირიანი ვოიაჟი საფრანგეთიდან დაიწყო, სადაც 1 თებერვალს 20-წლამდელთა ექვს ერზე საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრა იმსაჯა. ნიკას ამ ტურნირზე დებიუტი შარშან ჰქონდა და ინგლისი-იტალია განსაჯა, წელს კი ნაადრევ ფინალად მონათლული მატჩი ანდეს:
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთი-ინგლისის შეხვედრა იყო ყველაზე მაგარი თამაში, რაც აქამდე მიმსაჯია. ეს იყო ორი დიდი ერის შერკინება, დიდი ტესტ-მატჩი, უბრალოდ ვიცოდით, რომ 20-წლამდე ნაკრებები თამაშობდნენ. გრენობლში მდებარე „სტად დე ალპი“ შესანიშნავი სტადიონია და ფრანგი გულშემატკივარიც ცნობილია წინააღმდეგობრივი გარემოს შექმნით. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მსაჯს ან მეტოქეს პატივს არ სცემენ, უბრალოდ ისინი ცდილობენ წნეხში მოგაქციონ და ასე დაეხმარონ საკუთარ გუნდს, შედეგად კი, იქმნება შესანიშნავი გარემო, რომლითაც პირადად მე ძალიან ვისიმოვნე“.
„თავად შეხვედრა იყო მაღალი ინტენსივობის, დაძაბული, ბოლომდე ჩაკეტილი. ის რთულ სამსაჯო თამაშად შეფასდა, თუმცა თავი კარგად გავართვით. მე, საბა აბულაშვილმა და ირკალი ჭანუკვაძემ დიდი გამოცდილება შევიძინეთ. იმის გააზრებით, რომ ქართველი მსაჯები საფრანგეთ-ინგლისს ვმსაჯობდით, წნეხი უკვე იყო და სტადიონზე შექმნილმა ატმოსფერომ, თავად თამაშმა ეს წნეხი კიდევ უფრო გაზარდა. ამ მხრივ ყველა მაღალი დონის შეხვედრას ახლავს სირთულე, თუმცა ეს მაინც გამორჩეული იყო.“
20 წ. ირლანდია - უელსი
ჩვენი მსაჯები საფრანგეთიდან ირლანდიაში ჩავიდნენ და 20-წლამდელთა ექვსი ერის მეორე ტურში ქორქში, „აირიშ ინდეფენდენთ პარკზე“ მასპინძელთა და უელსის ნაკრების შეხვედრა განსაჯეს:
„გრენობლის შემდეგ, ირლანდიაში კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში გვქონდა. მანამდე ისეთ წნეხს გავუძელით, ქორქში ამ მხრივ პრობლემა აღარ გვქონია და მოედანზე თავისუფლად გავედით. თამაში კარგი გამოდგა, მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და დამსახურებულად მოიგეს. ეს იყო თამაში, სადაც ყველამ ვისიამოვნეთ – მსაჯებმაც, გუნდებმაც და გულშემატკივრებმაც. გარემო რა თქმა უნდა აქაც შესანიშნავი იყო და მსაჯებმა ძალიან კარგი შეფასებები მივიღეთ“.
„კარგია ისიც, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩვენი მომავალი მეტოქის, უელსის შესახებ საჭირო ინფორმაცია მივიღე, რასაც აუცილებლად გავუზიარებ უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს. ეს ცნობები მათ აუცილებლად გამოადგებათ“.
პრო14 მანსთერი –-კინგსი
ნიკა ამაშუკელი ირლანდიაში დარჩა და კიდევ უფრო დიდი გამოცდილება მიიღო. ის პირადად იყო ჩართული პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი ჩემპიონატის, პრო 14-ის მატჩისთვის მზადებაში:
„დევიდ მაკქიუმ მირჩია, რომ ქორქში დავრჩენილიყავი და თამაშამდე მისი მეგობრის სახლში ვცხოვრობდი. ვიყავი სამუშაო რეჟიმში: შემიყვანეს პრო 14-ის მსაჯების სისტემაში, მქონდა წვდომა პრო 14-ის ყველა გუნდის ინფორმაციაზე, ვიდეოებსა თუ სტატისტიკაზე. ასევე ვიყავი ჯგუფური კონფერენციების სისტემაში, სადაც 15-20 კაციანი შემადგენლობით ხდება თამაშების გარჩევა. ამ კონფერენციაში მონაწილეობენ ისეთი მსაჯები, როგორებიც ნაიჯელ ოუენსი, ჯორჯ ქლენზი და სხვა მაღალი დონის მსაჯები არიან. პარალელურად, ჟერომ გარსეზისთან მქონდა ირლანდია-უელსის გარჩევა, მივიღე საინტერესო ინფორმაცია და რჩევები, როგორც განვლილი, ასევე მომავალი შეხვედრის შესახებ“.
„რაც შეეხება თავად თამაშს, ის სრულად განსხვავდებოდა 20-წლამდელთა მატჩებისგან. აქ სხვა წნეხია, რადგან მოედანზე არიან კაცები, პროფესიონალები, რომელთაც მოლეკულურ დონეზე ესმით რაგბი და დიდ გამოწვევებს გთავაზობენ, ჯარიმის ზღვარზე თამაშობენ და განსხვავებულია დეტალები. ბევრი ისეთი რამ ვნახე, რასაც ტელევიზორიდან ვერ აღიქვამ. წნეხი იყო ისიც, რომ ვიყავი პირველი მსაჯი მეორე დონის სარაგბო ქვეყნიდან, რომელიც პრო 14-ში მსაჯობდა. პასუხისმგებლობას ზრდიდა ის ფაქტი, რომ წარმოვადგენდი ჩემს ქვეყანას. თამაში მარტივი გამოდგა, რადგან ‘მანსთერი’ ყველაფერში ჯობდა მეტოქეს და დიდი ანგარიშითაც გაიმარჯვა. იყო შესანიშნავი გარემო, ირლანდიური გულშემატკივრობა და სასიამოვნო ღია თამაში. თამაში ჯერ არ გარჩეულა, თუმცა კარგი მოლოდინი მაქვს. ჩემი ასისტენტები და ვიდეო-რეფერი კმაყოფილები დარჩნენ“.
რუმინეთი - ესპანეთი
ნიკა ამაშუკელი თბილისში დაბრუნების შემდეგ, აქ დიდხანს არ შეყოვნდება და რუმინეთში გაემგზავრება, სადაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩს 22 თებერვალს იმსაჯებს:
„ესპანეთი ფავორიტია, თუმცა რუმინელები მასპინძლები არიან და ამ დროს რუმინეთში მსაჯობა ყოველთვის რთულია. საპასუხისმგებლო თამაშია, თუმცა ბოლო პერიოდში იმდენი გამოცდილება დამიგროვდა, ვფიქრობ ამოცანას თავი კარგად უნდა გავართვა“.
მარტის ბოლოს ამაშუკელს კიდევ ერთი ახალი გამოწვევა ელის, ის საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დე2-ის ერთ-ერთ შეხვედრას იმსაჯებს. ის მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისგანაც ამ პერიოდში მხარდაჭერას გრძნობდა:
„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თბილად მიხსენიებდა და მამხნევებდა. დიდი მადლობა რაგბის კავშირს ფინანსური თუ მორალური მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ თავის დროზე დევიდ მაკქიუ აიყვანა ჩვენი დონის ასამაღლებლად. მადლობა დავით შუბითიძეს, მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელს, რომელიც დაუღალავად შრომობს რათა ლოჯისტიკური თვალსაზრისით ყველაფერი კარგად იყოს, ასევე ჩვენს მენეჯერ ლუკა კილასონიას, რომელიც ყველა დეტალს უმოკლეს დროში გვიგვარებს. ასევე მადლობა იმ მსაჯებს, რომელთაც ეს პროფესია ჩვენამდე მოიტანეს და ჩვენც მათ საქმეს ვაგრძელებთ. ქართველი მსაჯების ბოლოდროინდელი წარმატებები, დიდწილად ამ ყველაფრის დამსახურებაა“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით