გოჩა სვანიძე - ჩვენი კონკურენტი პარტიული ადამიანი კლუბებზე ზეწოლას მაჟორიტარების საშუალებით ახდენს

AutoSharing Option
რაგბის კავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტის და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, გოჩა სვანიძის ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი კონკურენტი, პარტიული ადამიანი, მაჟორიტარებთან პირად კავშირებს იყენებს და მათი მხრიდან მუნიციპალურ კლუბებზე იძულება ხდება, რომ არჩევნების ბოიკოტი მოაწყონ.

მისივე თქმით, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს კლუბების ნახევარზე მეტი უნდა დაესწროს, კლუბებს კი ხმები არათანაბრად აქვთ განაწილებული.

„ამაზე ინფორმაცია ჩვენ გუშინაც გვქონდა, რომ ხელოვნურად ხდება კლუბების იძულება და ეს უფრო მეტად ეხება მუნიციპალურ კლუბებს. მუნიციპალიტეტების მხრიდან მე ვიცი ზუსტად, რომ არანაირი დავალება არ არის, მაგრამ ჩვენ გვყავს კონკურენტი, პარტიული
ადამიანი, რომელსაც თავისი პირადი კავშირები გააჩნია მაჟორიტარებთან და ჩემი ინფორმაციით, მათი მხრიდან არის ზეწოლა კლუბებზე, რომ ბოიკოტი მოუწყონ. თუმცა იმავე რეჟიმში განმეორებითი კრება რომ ჩატარდეს, დღეს არსებული კვორუმი აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ გადაწყვეტილება იქნეს მიღებული“, - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა აღნიშნა, მის მიმართ ძალიან დიდი ბრალდებებია.

„აუდიტის დასკვნაზე მე დღეს გავაკეთებ განცხადებას ძალიან მარტივს და გეტყვით, რომ ჩემ მიმართ არის ძალიან დიდი ბრალდებები აუდიტის დასკვნასთან მიმართებით, ხმების გაყალბებასთან მიმართებით, რომელიც ასევე იკადრა ერთ-ერთმა, ჩემმა მეორე ვიზავიმ. ხმებს ვაყალბებ თურმე მე კლუბებში. ეს ფაქტები რომ დადასტურდეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. პროკურატურას არ სჭირდება დამატებითი განცხადებები. თუ სჭირდება, მე თვითონ მოვამზადებ ამ განცხადებებს, ძალიან კარგად ვიცი, როგორ კეთდება ეს და კეთილი ინებოს, შეიწუხოს თავი. იმიტომ, რომ თუ ვარ სისხლის სამართლის დამნაშავე, მე ამ წუთას აქ არ უნდა ვიდგე და თუ არ ვარ, ამაზე პასუხს გავცემ“, - აღნიშნა სვანიძემ.

interpressnews.ge

altრაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
ერთმანეთის ჭამას საქმეზე და განვითარებაზე ილაპარაკეთ ჯობია , რა არ გაკეთდა და რა არის მომავალში გასაკეთებელი! 6 ერში არ გვიშვებენო სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს პიარზე რომ ხართ გადასული რა 6 ერი? :))) 1 გუნდი ვერ გაგიყვანიათ ჩელენჯზე სადაც : ესპანეთის, გერმანიის, რუმინეთის, რუსეთს ხომ სულაც 2 გუნდი ყავს და რუმინეთის გუნდები თამაშობენ .
რომ გაიძახით იტალიას რა უნდა 6 ერშიო
იტალიის 6 გუნდი თამაშობს ჩელენჯზე და პრო 14 ში.
ამიტომ საქმე ბატონებო საქმე პიარის ნაცვლად!!!!!!!! :|
Best
29 თებერვალი 2020 03:26
0
ერთადერთი,რაც დანამდვილებით ვიცი,ისაა,რომ გია ნიჟარაძე,იდეალური პრეზიდენტი იყო.დაიწყეს მის წინააღმდეგ იმტრიგები და გაერიდა კაცი ყველაფერს.აგერ ბატონო და მიხედეთ,მე ხელს არ შეგიშლითო.ვინც მის წინააღმდეგ გამოდიოდა,ჩემი აზრით, მისი დაწინაურება, არაფრით არ შეიძლება.არ ვიცი რა ხდებოდა მაშინ,ან რა ხდება რეალურად ახლა,მაგრამ ცხადია,რომ მათ ქართულ რაგბს,სიკეთე არ მოუტანეს და მათი ნდობა არ შეიძლება.ქართულ რაგბში რაღაც ფული გაჩნდა და როგორც ყოველთვის ხდება საქართველოში,ფულის სუნზე,აქაც მედროვეებმა კბილები დაილესეს.
სოსო
28 თებერვალი 2020 18:16
0
მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი და ეს დროს ნამდვილად არ მოუტანია - რა უკუსვლაზეა საუბარი, ვინც რაგბის მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის ან რუსებთან მოსალოდნელი და გარდაუვალი მოგების წინ იხსენებს, მარტო ის თუ ისაუბრებს უკუსვლაზე! შარშან ორჯერ შოტლანდიას ვეთამაშეთ, წელს სამხრეთ აფრიკამ და საფრანგეთმა მიგვიწვიეს ტესტებისთვის!!! აი ესაა დასანახი რაგბის კავშირის მუშაობის შესაფასებლად, ესაა რეალური წინსვლა ექვსი ერისკენ. თან სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში ქართული გუნდი თუ მართლა ჩაერთო, საერთოდ უმაღლესი შეფასება ეკუთვნის სვანიძეს!
გთ
27 თებერვალი 2020 10:42
5
რას ლაპარაკობ?!)) მასე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთს ეთამაშა და მარტო კი არ ეთამაშა მოუგო კიდეც, თან გასვლითი თამაში და შენი ლოგიკით ჩვენი ფეხბურთი მაშინ ბრაზილიის დონეზე ყოფილა!)))))) თუ რაც დაწერე მარტო მაგით საზღვრავ რაგბის წინსვლა-უკუსვლას მაშინ წადი ძამია სხვა სპორტის განყოფილებაში დაწერე რამე...
zura
28 თებერვალი 2020 13:25
0
აბუსერუძე უფრო პრობლემა გახდება ისე ეტყობა სიტუაციას... ისევ ეს დარჩეს ჯობია..
zviads
25 თებერვალი 2020 15:22
6
Აბუსერიძემ რაც ნიჟარაძე შეიწირა იმის მერე რა პირით უნდა მოსვლა ვერ გავიგე. Ან რა უნდა საერთოდ, ჯუჯღუნის მეტი რაგბზე არაფერი გაგვიგია მაგისგან. Მართლა თავისი შიდა დეპარტამენტი გონიათ სპორტი.
ანდრი
25 თებერვალი 2020 18:55
0
არ ვიცი მართალია თუ არა რასაც აბრალებენ სვანაძეს, წესით ეს გამოძიების საქმეა ,მაგრამ ამ ქვეყანაში ვინ უნდა გამოიძიოს, რომ ხალხის ნდობა ჰქონდეს? ერთს ვიტყვი რომ რაც არ უნდა ცუდი იყოს სვანიძე, პარლამენტში წამოსკუპებულ, უმაქნის და დაბოღმილ ქოცს მაინც ჯობია.
irakli81
25 თებერვალი 2020 11:35
8
ხუთი მილიონი აქ ვალი ფედერაციას და იმაზე ისაუბრონ ჯობია ამის დამცველებმა ფეხბურთის მერე ყველაზე დიდი ბიუჯეტი გაქ ამიტო მიადექი და ხრავ ეგრე სადაა გასავალ შემოსავალს ვერ აბალანსებენ და აბუო აბუ არა ტოროლა ციხის შიშით არ მოვიდნენ მისი მომხრე დელეგატები დდ ამან მარტო კიარ ჭამა ხმების მიმცემებსაც უფეშქაშა ხოდა საქმე რო აღძრან აუდიტის დასკვნით უკვე სროკზე არიან.
zaza
25 თებერვალი 2020 11:03
9
რა უფსკრული გაჩნდა ჩვენ და კუნძულელებს შორის? ტონგაზე და სამოაზე ძლიერი ნაკრები გვყავს ეს ერთი. იაპონიამ და ფიჯიმ კი იმის ხარჯზე მოგვიგო და გაგვასწრო რომ ყოველ კვირა უწევთ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ჯახი და კლასის აწევა. 6 ერში რო არ გვიშვებენ სვანაძეს ბრალია? თუ სვანაძეს არ უნდა მაღალ დონეზე აწევა ჩვენი ნაკრების? არ შეესაბამება ჩვენი რაგბის დონე ჯერ ევროპულ დონეს . სანამ არ შევიგნებთ ამას წინ ვერ წავალთ ვერასოდეს.
??? -s
25 თებერვალი 2020 10:28
6
არ ვერევი ,მაგრამ,მიშა-ნაცებით-არა პროფესიონალებით რომ გაივსო რაგბის კავშირი ეს ცუდია.
გივი-გია
25 თებერვალი 2020 10:21
4
თუ დამნაშავეა გამოიძიონ, უღირსი მეთOდებით კი არ უნდა ებრძოლონ... ფაქტია აბუს მომხრეებმა ჩაშალეს ყრილობა
kloss
25 თებერვალი 2020 10:05
5
სვანიძის სწრაფვა რუსული კონტინენტალური ლიგისკენ და მისი ცივი დამოკიდებულება პრო-14-ის მიმართ არის მისი ყველაზე დიდი შეცდომა ამ პოსტზე.

სხვა მხრივ მის მიმართ არსებული პრეტენზიები არ მგონია დიდად მართებული.

კაცს ედავებიან მიწის გასხვისებას, რომელიც რეალურად უვარგისი იყო სარაგბო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ერთადერთი მაგით აპელირებენ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ რეალურად მართლაც არაფერი '' უჭამია'' დიდად.

შეიძლება მეტის გაკეთება შეუძლია ვინმეს მის ადგილზე, მაგრამ აბუსერიძის, რომელსაც მაჟორიტარის როლში არაფერი სარგებელი მოუტანია ქვეყნისთვის, ნამდვილად არ მწამს
Supporter
25 თებერვალი 2020 11:09
2
თუ დამნაშავეა გამოიძიონ, უღირსი მეთOდებით კი არ უნდა ებრძოლონ... ფაქტია აბუს მომხრეებმა ჩაშალეს ყრილობა
kloss
25 თებერვალი 2020 10:03
2

სიახლეები პოპულარული