გოჩა სვანიძე - ჩვენი კონკურენტი პარტიული ადამიანი კლუბებზე ზეწოლას მაჟორიტარების საშუალებით ახდენს

AutoSharing Option
რაგბის კავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტის და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, გოჩა სვანიძის ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი კონკურენტი, პარტიული ადამიანი, მაჟორიტარებთან პირად კავშირებს იყენებს და მათი მხრიდან მუნიციპალურ კლუბებზე იძულება ხდება, რომ არჩევნების ბოიკოტი მოაწყონ.

მისივე თქმით, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს კლუბების ნახევარზე მეტი უნდა დაესწროს, კლუბებს კი ხმები არათანაბრად აქვთ განაწილებული.

„ამაზე ინფორმაცია ჩვენ გუშინაც გვქონდა, რომ ხელოვნურად ხდება კლუბების იძულება და ეს უფრო მეტად ეხება მუნიციპალურ კლუბებს. მუნიციპალიტეტების მხრიდან მე ვიცი ზუსტად, რომ არანაირი დავალება არ არის, მაგრამ ჩვენ გვყავს კონკურენტი, პარტიული
ადამიანი, რომელსაც თავისი პირადი კავშირები გააჩნია მაჟორიტარებთან და ჩემი ინფორმაციით, მათი მხრიდან არის ზეწოლა კლუბებზე, რომ ბოიკოტი მოუწყონ. თუმცა იმავე რეჟიმში განმეორებითი კრება რომ ჩატარდეს, დღეს არსებული კვორუმი აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ გადაწყვეტილება იქნეს მიღებული“, - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა აღნიშნა, მის მიმართ ძალიან დიდი ბრალდებებია.

„აუდიტის დასკვნაზე მე დღეს გავაკეთებ განცხადებას ძალიან მარტივს და გეტყვით, რომ ჩემ მიმართ არის ძალიან დიდი ბრალდებები აუდიტის დასკვნასთან მიმართებით, ხმების გაყალბებასთან მიმართებით, რომელიც ასევე იკადრა ერთ-ერთმა, ჩემმა მეორე ვიზავიმ. ხმებს ვაყალბებ თურმე მე კლუბებში. ეს ფაქტები რომ დადასტურდეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. პროკურატურას არ სჭირდება დამატებითი განცხადებები. თუ სჭირდება, მე თვითონ მოვამზადებ ამ განცხადებებს, ძალიან კარგად ვიცი, როგორ კეთდება ეს და კეთილი ინებოს, შეიწუხოს თავი. იმიტომ, რომ თუ ვარ სისხლის სამართლის დამნაშავე, მე ამ წუთას აქ არ უნდა ვიდგე და თუ არ ვარ, ამაზე პასუხს გავცემ“, - აღნიშნა სვანიძემ.

interpressnews.ge

altრაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
ერთმანეთის ჭამას საქმეზე და განვითარებაზე ილაპარაკეთ ჯობია , რა არ გაკეთდა და რა არის მომავალში გასაკეთებელი! 6 ერში არ გვიშვებენო სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს პიარზე რომ ხართ გადასული რა 6 ერი? :))) 1 გუნდი ვერ გაგიყვანიათ ჩელენჯზე სადაც : ესპანეთის, გერმანიის, რუმინეთის, რუსეთს ხომ სულაც 2 გუნდი ყავს და რუმინეთის გუნდები თამაშობენ .
რომ გაიძახით იტალიას რა უნდა 6 ერშიო
იტალიის 6 გუნდი თამაშობს ჩელენჯზე და პრო 14 ში.
ამიტომ საქმე ბატონებო საქმე პიარის ნაცვლად!!!!!!!! :|
Best
03:26 29-02-2020
0
ერთადერთი,რაც დანამდვილებით ვიცი,ისაა,რომ გია ნიჟარაძე,იდეალური პრეზიდენტი იყო.დაიწყეს მის წინააღმდეგ იმტრიგები და გაერიდა კაცი ყველაფერს.აგერ ბატონო და მიხედეთ,მე ხელს არ შეგიშლითო.ვინც მის წინააღმდეგ გამოდიოდა,ჩემი აზრით, მისი დაწინაურება, არაფრით არ შეიძლება.არ ვიცი რა ხდებოდა მაშინ,ან რა ხდება რეალურად ახლა,მაგრამ ცხადია,რომ მათ ქართულ რაგბს,სიკეთე არ მოუტანეს და მათი ნდობა არ შეიძლება.ქართულ რაგბში რაღაც ფული გაჩნდა და როგორც ყოველთვის ხდება საქართველოში,ფულის სუნზე,აქაც მედროვეებმა კბილები დაილესეს.
სოსო
18:16 28-02-2020
0

სიახლეები პოპულარული