
27 ივნისს, 14:30 საათზე, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი პრესკონფერენციას გამართავენ.
პრესკონფერენციის თემა იქნება: 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადება.
შეგახსენებთ, დღეს ქართველმა მორაგბემ, ზურა ჟვანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ კონკრეტული პიროვნებების გამო მსოფლიო თასზე ვერ ითამაშებდა.