აშშ-ის რაგბის ფედერაცია გაკოტრდა

AutoSharing Option
როგორც AFP იტყობინება, ამერიკის შეერთებული შტატების რაგბის ფედერაციამ გუშინ, 31 მარტს, გაკოტრების შესახებ გამოაცხადა.

ფედერაციამ გაკოტრების შესახებ უკვე გამოუშვა სპეციალური ბრძანება, რომელიც რეორგანიზაციისა და რესტრუქტურირების საშუალებას იძლევა. განცხადებაში წერია, რომ ფედერაციის ფინანსური პრობლემები კორონავირუსის რაგბიზე ნეგატიური ზეგავლენით არის გამოწვეული.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შეჯიბრებების შეჩერებამ შემოსავლების რადიკალურად შემცირება გამოიწვია. ასევე, ტექსტში აღნიშნულია, რომ ფედერაცია დახმარებას რაგბის საერთაშორისო ორგანიზაციიდან ელოდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
პატივცემულო ადმინებო, სანამ დიდი სპორტი უქმობს, ერთი თხოვნა და შეთავაზება მაქვს, იქნებ მოაბათ თავი? კარგი იქნებოდა მგონია. ე.წ. პოლი რომ გააკეთოთ, საქართველოს ნაკრების ყველა დროის ნაკრები რომ შევადგინოთ თითოეული პოზიციის მიხედვით. მაგალითად ჯერ მარცხენა ბურჯზე დაასახელოთ 7 კაცი და ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ხმის მიცემით გამოვავლენთ ჩვენი აზრით საუკეთესოს და ასე ბოლომდე. რას იტყვით? იქნებ არაა ცუდი იდეა? წინასწარ გმადლობთ
ზაალ
16:30 08-04-2020
0
თუ მაქინაციას არააქვს ადგილი საღოლ როგორ მოახერხეთ ჩვენი ფედერაციის რეზიდენტი წაიყვანეთ აგაყვავებთ 5წელია არ გაურყევია ერთი ადგილი მიჩერებულია ბიძინას გაირყიემოიძიე ტვ ტრანსლიაცია რაღაცა იღონეჩემიონატის ყურადობა რომ გაიზარდოს კლუბებს ლეგიონერების ჩამოყვანაში დაეხმარე წარმიოდგინე ფიჯელებით სამოელებით გაზლიერებული ჩვენი კლუბები როგორ სანახაბას დადებენ მაყურებელიც მივა და ტვ დაინტერესდებიან. მაგრამ რატო შეიწუხოს თავი ხელფასი კარგი აქვს ნაკრები ასეთუისე წვალობს და არი ეს არხეინად.
კახა
18:59 01-04-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული