აღდგომას შუხუთში ლელო არ გაიმართება

AutoSharing Option
აღდგომას შუხუთში ლელო არ გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას "guria today" ავრცელებს:

"შუხუთში ტრადიციული ლელოს თამაში, რომელიც მრავალი წელია აღდგომის დღესასწაულზე ეწყობა, წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი, კორონავირუსის გამო, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობაა.

აქამდე ერთხელ იყო, როცა ლელობურთი არ გაიმართა - 1989 წელს, 9 აპრილის ცნობილი მოვლენების გამო, როცა შუხუთში მხოლოდ სიმბოლურად ააგდეს ბურთი...

ლელოს თამაშის ტრადიცია საუკუნეზე მეტს ითვლის და ის ვერც კომუნისტებმა გააუქმეს, უბრალოდ, აღდგომის ნაცვლად პირველ მაისს ტარდებოდა. ბოლო წლებში ლელო ძალიან პოპულარული გახდა, მის სანახავად აღდგომას
არაერთი უცხოელი ჟურნალისტი ჩამოდის, რათა ადგილზე ნახოს ის ჟინი და ემოცია, რომელიც ხშირად რამდენიმე საათს გრძელდება. კულტურის სამინისტრომ ლელოს თამაშს გასულ წელს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
მასონებს უთქვამთ ჩაატარეთო,კორონავირუსი ლანჩხუთლებს და შუხუთლებს არ ემუქრებათ,პირიქით იქეთ კლავენ ყველა ვირუსსო. :)))
....
10 აპრილი 2020 04:19
2
როგორ აბოთავებენ საქართველოს მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს საერთოდ არარსებული კორონავირუსის საშიშროებით!მრავალი ცნობილი პროფესორი და აკადემიკოსი ვირუსოლოგი ამტკიცებენ,რომ გადაჭარბებულია შექმნილი აჟიოტაჟი თითქოსდა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშროებაზე.დავუშვათ მართლა არსებობს ადამიანთა სიკვდილის საშიშროება ამ ვირუსიდან:
დღესდღეობით სავაჭრო ობიექტის შენობაში უშვებენ სახეზე მხოლოდ პირბადე გაკეთებულ მომხარებელს.ხომ შეიძლება მას ეს პირბადე დიდი ხნის წინ, ან ჰქოდეს რამოდენიმე საათის შეძენილი და მისი ცხვირ-პირის სისველით დაინფიცირებული იყოს.გაკეთებული პირბადის რამოდენიმეჯერ გასწორების ან უბრალოდ მისი შეხების შემდეგ ინფექცია უცბად გადადის ხელზე,მომხმარებელი მაღაზიაში შესვლისას რა თქმა უნდა ეხება კარების სახელურს თავისი დაინფიცირებული ხელით,შიგნით მაღაზიაში კი კვლავ ეხება მისთვის სასურველ შესასყიდ ან მრავალ სხვადასხვა ნივთს,თავისი ხელებით.აუცილებელია,ყველგან საყოველთაოდ იძულებით ხდებოდეს მომხმარებლის მიერ შენაძენი სულ ახალი პირბადეებისა და ასევე ახალი ხელთათმანების,ადგილზე,სავაჭრო ობიექტის შესასვლელ კარებთან გაკეთება,მკაცრი კონტროლის ქვეშ.
ის,რაც ახლა საქართველოში და მთელ მსოფლიოში ხდება-არის ჟარგონული ქუჩის ენით "პაკაზუხა" ან ფოკუზი.დავიჯერო ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა და ჩვენმა პრემიერ მინისტრმა ამდენი არ იციან? იციან და უბრალოდ ყველა ჩვენთაგანს გვაბოთავებენ.
მიმდინარეობს ჩვენი დაშინება,პანიკის გავრცელბა ამ დაავადების ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შესახებ- მოსახლეობისთვის მოაწყვეს კარანტინი,საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, უშუალოდ თავად ამ ყველაფრის მომწყობი მთავრობა კი არის დაუდევარი ... ??? მოდი და ნუ იფიქრებ,რომ ეს ყველაფერი ყალბია, როგორ არ უნდა იფიქრო, რომ მიმდინარეობს სასწავლო ღონისძიებები რაღაც ძალიან სერიოზულ მოვლენის მოლოდინით და რომ მოწმდება ხალხის მორჩილება.
....
24 აპრილი 2020 01:52
0

სიახლეები პოპულარული