ირაკლი აბუსერიძე: სვანიძის ადგილას აქამდე გადავდგებოდი

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის აწ უკვე გადამდგარი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ტელეკომპანია "მთავართან" საუბრისას ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს, ხოლო პრეზიდენტობის კიდევ 2 პრეტენდენტი - ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე სვანიძის გადადგომას ეხმაურებიან.

"ამ ოთხი წლის პერიოდში ქართულმა რაგბიმ რა რეგრესიც განიცადა, მე ვთვლი, რომ მე რომ ვყოფილიყავი, მე მანამდე გადავდგამდი ამ ნაბიჯს. როცა ხარ სათავეში და ყველა შენი წინააღმდეგია, აქამდე უნდა გადადგა ნაბიჯი, რომ ქართული რაგბი, ეს თემი, არ უნდა გაყო და არ უნდა გახლიჩო. როცა ყველა გიპირისპირდება, ესე
იგი, რაღაც პრობლემაა", - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

"ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, განმუხტავს დაძაბულობას, რაც იყო რაგბიში. ზოგადად, ძალიან არ მომწონს ეს ცუდი აჟიოტაჟი რაგბის გარშემო, არა მარტო არჩევნების გამო, იმიტომ, რომ არ ეკუთვნის ქართულ რაგბის ეს აჟიოტაჟი, იმიტომ, რომ ქართულ რაგბის და მორაგბეებს დიდი დამსახურება აქვთ ამ ქვეყნის წინაშე", - აღნიშნა ბაჩო ხურციძემ.

მომზადებულია mtavari.tv-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 16 /
არა მგონია გადამდგარიყოს.ტიპმა კარიერა დაასრულა და პირდაპირ პარლამენტში დურთა თავი.ახლა პოლიტიკიდან პრეზიდენტად,ესე იგი წარმოების ხელმძღვანელად,თბილ ადგილზე მიიწევს.იქ რა გააკეთა ან კიდევ,აქ რას გააკეთებს,ამდენი ხანი ხომ უნდა ამოეთქვა?პრჯერ გადაადებინეს არჩევნები და ახლა სულაც წავიდა სვანიძე.დიდი ვერაფერი იყო,მაგრამ ხომ ჩანს,რომ აბუსერიძის დასმაზეა გათვლა?აწვებოდნენ.ხელში არაფერი ეჭირათ,მაგრამ მაინც აწვებოდნენ და აიძულეს წასვლა ისე,რომ კენჭი აღარ იყაროს.ყველამ ვიცით,რომ რაგბის შენახვასა და განვითარებაში ივანიშვილს,უზარმაზარი წვლილი მიუძღვის,ფაქტობრივად ის ინახავს ქართულ რაგბის.თუ ის ენდობა და დაინტერესებულია აბუსერიძის პრეზიდენტობით,ეგეც გასაგები იქნება,მაგრამ რაღაც პროგრამა,გეგმები ხომ უნდა ჰქონდეს?ან უჭერს კი ივანიშვილი მხარს,მის კანდიდატურას?ფაქტია,რომ კრიზისი ძალიან გამწვავდა,ახალი,ჭკვიანური გზებია საპოვნელი რაგბის განვითარებისათვის.ისიც ჩანს,რომ 6-მა ერმა,მაგარ ტომარაში ჩაგვსვა და გამოსვლის გზაც არ ჩანს.რაღაცაა მოსაფიქრებელი და ეს დიდი ძალისხმევის,მათ შორის ფინასური ძალისხმევის ფასადაც დაგვიჯდება,სხვანაირად დიდი უკუსვლისათვის ვართ განწირულნი.აქამდე რაგბის რაგბის სამყაროდან გამოსული და მასზე შეყვარებული ხალხი მართავდა.ფული არ იყო და ეს ხალხი,თავისი ფანატიზმით,ნაბიჯ-ნაბიჯ აძლიერებდა ქართულ რაგბს,შემდეგ გამოჩნდა ივანიშვილი,გამოჩნდა ფულიც და ბევრმა დაცქვიტა ყურები,ფულის სუნზე.უკვე სვანიძის მმართველობაშიც ჩნდებოდა ასეთი მინიშნებები.ახლა კი ისე გამოდის,რომ ფულთან ერთად პოლიტიკაც შედის რაგბიში და ეს უკვე აღარ მინდა.ამღვრევა ადვილია,ხოლო მისი დაწმენდა და გასუფთავება,ძალიან ძნელი.ირაკლი აბუსერიძეც რაგბის ოჯახის წევრია,მაგრამ მისი პარლამენტის გავლით რაგბის მმართველობაში მოსვლა,დიდ ნდობას არ აღმიძრავს.თუ მოხდა,რომ ის პრეზიდენტად აირჩიეს და არჩევნებში ოცნებამ წააგო,მაშინ შესაძლოა ახლა მის წინააღმდეგ დაიწყოს ინტრიგები და ბოლოს რაგბი არ გადავაყოლოთ ყველაფერ ამას.ვთვლი,რომ რაგბის ოჯახმა,ძმაკაცობით და მეგობრობით კი არა,რეალური შეფასებით უნდა განიხილონ პრეზიდენტობის კანდიდატები,მათი პროგრამები და მისი განხორციელების გზები(ღვთის მადლით,რაგბის, ბევრი ძალიან ჭკვიანი ადამიანი,სხვადასხვა დარგის სპეციალისტი თამაშობდა და საღად შეფასება,ნამდვილად შეუძლიათ) და ასე აირჩიონ ახალი პრეზიდენტი
სოსო
17:26 01-08-2020
1
ნიჟარაძე რომ დავაბრუნოთ ეგ აჯობებს ყველაფერს, აბუსერიძე ჩვეულებრივი ქოცების ზონდერია. მეტი სარგებლის მიღება მისგან შეუძლებელია.
Musenbezi
12:55 01-08-2020
6

სიახლეები პოპულარული