მსოფლიო სარაგბო რუკაზე საქართველოს სახელი შეიძლება გაქრეს - ქართული სარაგბო კლუბების საგანგებო განცხადება

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

ქართული სპორტული საიტის, Popsport-ის ინფორმაციით, 31 ქართული სარაგბო კლუბი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ქართულ რაგბიში არსებულ კრიტიკულ ვითარებაზე საუბრობს.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, რაგბის კლუბების უმრავლესობა შესულია ღრმა ფინანსურ კრიზისში, რისი მთავარი მიზეზიც კლუბებზე გამოყოფილი მწირი რესურსია, რომელიც 2011 წლის შემდეგ არ გაზრდილა, ხოლო პანდემიამ და რაგბის კავშირის უმოქმედობამ აღნიშნული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.

დღეს შექმნილია სიტუაცია, როცა სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია ამ კრიზისის დაძლევა. რაგბის კავშირის უმოქმედობის ფონზე იძულებულნი გავხდით, ივნისის თვიდან სარაგბო კლუბები შევკრებილიყავით ქართული რაგბის გა
დასარჩენად და ერთად შეგვემუშავებინა იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელთა განხორციელება, ჩვენი აზრით, დაგვეხმარება გადაუდებელი პრობლემების დაძლევაში.

აღნიშნული ღონისძიებები წარვადგინეთ რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტთან და მთავრობის წარმომადგენლებთან. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, ამ რთული სიტუაციის მოსაგვარებლად ფინანსური დახმარება გაეწია სარაგბო კლუბებისთვის.

ასევე მიღებულ იქნა რეკომენდაცია, შექმნილიყო კრიზისის მართვის ჯგუფი, რომელსაც კოლექტიურად უნდა ემართა რაგბის კავშირი, მოეგვარებინა ჩემპიონატის განახლების საკითხი და მიეყვანა კავშირი პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომელიც გამგეობის გადაწყვეტილებით, ჩატარდება ამა წლის დეკემბრის ბოლოს. ნიშანდობლივია, რომ გადაწყვეტილება ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის შესახებ ასევე გაჟღერებულია ყოფილი პრეზიდენტის გადადგომის განცხადებაში.

სამწუხაროდ, რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გორგასლიძის მიერ:

1. დღემდე არ შექმნილა ზემოაღნიშნული საბჭო;

2. არის მცდელობა, რომ საბჭოს ფუნქცია მართვის ნაცვლად ჩანაცვლდეს მრჩევლის ფუნქციით;

3. მიმდინარეობს ხელის შეშლა კლუბების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატების საბჭოში შეყვანაზე;

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყოველი დაკარგული დღე იწვევს აუნაზღაურებელ ზარალს ქართული რაგბისთვის და საბჭოს შექმნა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა სწრაფად მოხდეს სახელმწიფოს მიერ კლუბებისთვის რესურსის გამოყოფა და რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს ჩემპიონატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო შეგვიმცირდება რაგბიში ჩართული ბავშვების ოდენობა, გაიზრდება ლიგის მოთამაშეების სხვა ქვეყნის დაბალი დონის ლიგებში გადასვლის ან სულაც რაგბიდან წასვლის შემთხვევები.

აქვე დავძენთ, რომ თუ ყველა კლუბში უახლოეს დღეებში არ აღდგება ვარჯიშები ისე, რომ მაქსიმუმ 26 სექტემბრამდე განახლდეს საქართველოს ჩემპიონატი, დაირღვევა მსოფლიო რაგბის რეკომენდაცია და სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები მოკლებულ იქნება შესაძლებლობას, ეთამაშოს შოტლანდიის ნაკრებს და მას დამატებითი პრობლემები შეექმნება რუსეთთან გასამართ მატჩთან დაკავშირებით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ უკვე ძალიან მივუახლოვდით იმ ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემდეგაც რაგბის გადარჩენა და არსებულ სიმაღლეებზე დაბრუნებას დასჭირდება ათჯერ მეტი რესურსი და ენერგია, ვიდრე დღეს არის საჭირო. ამ ყველაფერმა შესაძლოა საბოლოოდ გამოიწვიოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების დასუსტება და უამრავი თაობის წვალებით მოტანილი სარაგბო რეპუტაციის გაქრობა საზოგადოებაში. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს მსოფლიო სარაგბო რუკაზე საქართველოს სახელის გაქრობა, რაც წარმოუდგენელი დარტყმა იქნება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმაროთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში, რათა ერთად გადავარჩინოთ ქართული რაგბი. აქვე გაცნობებთ, რომ პარასკევს, 14 აგვისტოს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაგბის კავშირში იგეგმება პრესკონფერენცია, სადაც დაწვრილებით გაგაცნობთ საქმის მიმდინარეობას."

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 25 /
სამწუხარო ფაქტია მარა რაც მთლიანად ქვეყანაშია განუკითხაობა ის ხდება რაგბშიც და ზოგადად ყველა სფეროშიც. ვისაც სადა აქვს შანსი გაანიავოს და ჩაიჯიბოს ფული იმას აკეთებს. მსუნაგივით გაყვლიფა და დააქცია ვიღაც ვიგინდარამ ასე ნაწვალები და ბავშვივით ნალოლიავები რაგბი. ნიჟარაძემ ააყვავა და ამან მთლად დააქცია, ისე რომ ჩემპიონატიც ვერ იწყება. კი მარა მომკითხავი არავინაა რა მოხდა ან ვინ არის პასუხისგებელი? ფინანსები არ ქონდა რაგბის ფედერაციას? სად გაქრა? სად არის აუდიტის სამსახური? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ტურების და ვირთხების, ვისაც რა შეუძძია იქ უნდა გაყვლიფოს? თფუი თქვენი .... უნამუსოებო, ვინც დააქციეთ რაგბი
G.LA
12 აგვისტო 2020 16:44
8
აბა ბიჭო? ნიჟარაძეს აუყვავებია რაგბი:):)კარგად მოიჩიჩქნე ნიჟარაძემ რა გააკეთა, არ გამოიყვანეს გმირი? აი ზუსტად მაგან დაიწყო ჭამა.
აუ არ მოგვაბეზრეს თავი ამ ნიჟარაძით?
12 აგვისტო 2020 17:45
17
ბევრი სპორტი სახეობა ნამდვილად არ გვაქვს ქართველებს რითიც ამაყს შევძლებდით, გუნდურ სათამაშო სახობებში მით უმეტეს, ხოდა როგორ მივედით აქამდე, რომ დღეს ეს ნალოლიავები და წარმატებული სპორტის სახეობა ნგრევის პირასაა?!
არ მგონია ამაში მარტო ფედერაციის ხელმძღვანელობა იყოს დამნაშავე, თუმცა რა თქმა უნდა მთავარ პასუხისმგებელნი ისინი არიან.
ირაკლი
12 აგვისტო 2020 16:30
0
საინტერესოა რამდენით ფინასდება/ფინანსდებოდა აქამდე თითოეული სარაგბო კლუბი, როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან, იქნებ მოიძიოთ და გამოაქვეყნოთ (ორ სვეტად, დაჯამებას ჩვენ მოვახდენთ) ეს ინფორმაცია.
DAVE
12 აგვისტო 2020 16:25
0
დააბრუნეთ ნიჟარაძე!!!
დიმო
12 აგვისტო 2020 15:53
4
რო დაფიქრდე კაცი რა გააკეთა ამ პატივცემულმა გვამმა?! დააქცია ყველაფერი რაც კი დიდი ტანჯვით, წვალებით იყო ნაშენები ჩვენი რაგბი სადამდე მიიყვანა მდგომარეობა?! აქედან გარბიან მოთამაშეები რუსეთში სადაც მილიონები ჩაიდო მარტო შიდა ჩემპიონატში და მთავარი მიზანი ჩვენთვის მოგებაა ხოდა ეგ რო მოხდეს მერე ნახეთ ჩვენი რაგბის რუქიდან გაქრობა!..ეგ "ტიპი" ახალ არჩევნებში კი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას პასუხს უნდა აგებდეს ყველაფერზე რაც გააფუჭა! და ის ხალხი ვინც ეხლა დარჩა კავშირში სასწრაფოდ უნდა შველა საქმეს ამათმა კიდე დეჯემბერშიო არჩევნები...რა ეჩქარებათ ერთი ორ წელიწადშიც მოსულა არჩევნები
გულშემატკივარი
12 აგვისტო 2020 15:35
4
პატივეცული გვამი იმის გამოსწორებას შეეცადა, რაც ნიჟარაძემ და მის გვერდით მდგომმა "მენეჯერებმა"გააფუჭეს. არ მოეწონათ არა? ნელ-ნელა მაგათი შევიწროვება რომ მიდიოდა. ასეა ეს და ნამეტანი თუ მოგივათ, ყვაელაფერს თავისი სახელი დაერქმევა მალე.
ყველაფერი ვიცით!
12 აგვისტო 2020 17:13
15
აკი ბიძინა ივანიშვილი და ფონდი ქართუ რაგბის აფინანსებსო და მაგარი საქმეები კეთდებაო?
რაო გადაგვაგდო ბიძომ?
ბიძინას ფანი
12 აგვისტო 2020 15:18
17
ბარემ ისიც გვითხარი, ფეხბურთის ფედერაცია რატომ ფინანსდება 300 მილიონით და მორაგბეებს კი ხინკლის ფული ენატრებათ...
მიქელას
12 აგვისტო 2020 19:49
1
ბიძინას დაცვას მე არ ვაპირებ , მაგრამ ფაქტია ის რომ სულ რომ მართლა ჩადოს ფული , იმდენი სარეველაა რომ მართლა არაფერი გაკეთდება. მიცემულ სახსრებს არც რაგბის ფედერაცია , არც ფეხბურთის და არც სხვები არ იყენებენ პროგრესისთვის. შექმნილია ბინძური სისტემა და მიდის ფულის ხრა !!!!
mikhael
12 აგვისტო 2020 16:16
2
პრეზიდენტყოფილი მობრძანდეს და ანგარიში გააკეთოს შესრულებულ ( უფრო სწორედ შეუსრულებელ ) სამუშაოზე. გადადგომა არაა პრობლემის გადაწყვეტა. პრეზიდენტყოფილი მარტო არასდროს ყოფილა-გუნდი, რომელიც მასთან იყო პასუხისმგებელია ყველაფერზე, მათ შორის ეხლანდელი მოვალეობის შემსრულებელი.
რა გვჭირს, სადაც ფული და პერსპექტივაა გიენებივით უნდა მიესიონ და გამოხრან ?
დააქციეს რაგბი ნიჟარაძის წასვლის შემდეგ.
პასუხი ვინმემ ხომ უნდა აგოს გაფუჭებულ საქმეზე..
ზაზა
12 აგვისტო 2020 15:01
4
და რატომ გგონიათ რომ ნიჟარაძე სადმე იყო წასული? ნიჟარაძე იყო ამ გუნდდათ ერთად ბოლო დღემდე. ნიჟარაძის გაფუჭებულია ყველაფერი, რომლის გამოსწორებასაც დრო სჭირდება და დაჭირდება. ნიჟარაძეს გაუმართლა რომ იმ დროს იყო პრეზიდენტი, როცა ქართული რაგბი აღორძინების გზით მიდიოდა. ნუ გგონიათ ნიჟარაძე ანგელოზი.
სიმართლე არ უნდა დაიმალოს
12 აგვისტო 2020 16:48
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული