მსოფლიო სარაგბო რუკაზე საქართველოს სახელი შეიძლება გაქრეს - ქართული სარაგბო კლუბების საგანგებო განცხადება

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

ქართული სპორტული საიტის, Popsport-ის ინფორმაციით, 31 ქართული სარაგბო კლუბი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ქართულ რაგბიში არსებულ კრიტიკულ ვითარებაზე საუბრობს.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, რაგბის კლუბების უმრავლესობა შესულია ღრმა ფინანსურ კრიზისში, რისი მთავარი მიზეზიც კლუბებზე გამოყოფილი მწირი რესურსია, რომელიც 2011 წლის შემდეგ არ გაზრდილა, ხოლო პანდემიამ და რაგბის კავშირის უმოქმედობამ აღნიშნული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.

დღეს შექმნილია სიტუაცია, როცა სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია ამ კრიზისის დაძლევა. რაგბის კავშირის უმოქმედობის ფონზე იძულებულნი გავხდით, ივნისის თვიდან სარაგბო კლუბები შევკრებილიყავით ქართული რაგბის გა
დასარჩენად და ერთად შეგვემუშავებინა იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელთა განხორციელება, ჩვენი აზრით, დაგვეხმარება გადაუდებელი პრობლემების დაძლევაში.

აღნიშნული ღონისძიებები წარვადგინეთ რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტთან და მთავრობის წარმომადგენლებთან. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, ამ რთული სიტუაციის მოსაგვარებლად ფინანსური დახმარება გაეწია სარაგბო კლუბებისთვის.

ასევე მიღებულ იქნა რეკომენდაცია, შექმნილიყო კრიზისის მართვის ჯგუფი, რომელსაც კოლექტიურად უნდა ემართა რაგბის კავშირი, მოეგვარებინა ჩემპიონატის განახლების საკითხი და მიეყვანა კავშირი პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომელიც გამგეობის გადაწყვეტილებით, ჩატარდება ამა წლის დეკემბრის ბოლოს. ნიშანდობლივია, რომ გადაწყვეტილება ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის შესახებ ასევე გაჟღერებულია ყოფილი პრეზიდენტის გადადგომის განცხადებაში.

სამწუხაროდ, რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გორგასლიძის მიერ:

1. დღემდე არ შექმნილა ზემოაღნიშნული საბჭო;

2. არის მცდელობა, რომ საბჭოს ფუნქცია მართვის ნაცვლად ჩანაცვლდეს მრჩევლის ფუნქციით;

3. მიმდინარეობს ხელის შეშლა კლუბების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატების საბჭოში შეყვანაზე;

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყოველი დაკარგული დღე იწვევს აუნაზღაურებელ ზარალს ქართული რაგბისთვის და საბჭოს შექმნა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა სწრაფად მოხდეს სახელმწიფოს მიერ კლუბებისთვის რესურსის გამოყოფა და რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს ჩემპიონატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო შეგვიმცირდება რაგბიში ჩართული ბავშვების ოდენობა, გაიზრდება ლიგის მოთამაშეების სხვა ქვეყნის დაბალი დონის ლიგებში გადასვლის ან სულაც რაგბიდან წასვლის შემთხვევები.

აქვე დავძენთ, რომ თუ ყველა კლუბში უახლოეს დღეებში არ აღდგება ვარჯიშები ისე, რომ მაქსიმუმ 26 სექტემბრამდე განახლდეს საქართველოს ჩემპიონატი, დაირღვევა მსოფლიო რაგბის რეკომენდაცია და სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები მოკლებულ იქნება შესაძლებლობას, ეთამაშოს შოტლანდიის ნაკრებს და მას დამატებითი პრობლემები შეექმნება რუსეთთან გასამართ მატჩთან დაკავშირებით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ უკვე ძალიან მივუახლოვდით იმ ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემდეგაც რაგბის გადარჩენა და არსებულ სიმაღლეებზე დაბრუნებას დასჭირდება ათჯერ მეტი რესურსი და ენერგია, ვიდრე დღეს არის საჭირო. ამ ყველაფერმა შესაძლოა საბოლოოდ გამოიწვიოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების დასუსტება და უამრავი თაობის წვალებით მოტანილი სარაგბო რეპუტაციის გაქრობა საზოგადოებაში. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს მსოფლიო სარაგბო რუკაზე საქართველოს სახელის გაქრობა, რაც წარმოუდგენელი დარტყმა იქნება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმაროთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში, რათა ერთად გადავარჩინოთ ქართული რაგბი. აქვე გაცნობებთ, რომ პარასკევს, 14 აგვისტოს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაგბის კავშირში იგეგმება პრესკონფერენცია, სადაც დაწვრილებით გაგაცნობთ საქმის მიმდინარეობას."

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 25 /
მოკლედ თქვენ მაინც ხართ კაცები და არა კაცუნები კაცები ჩემს გაგებაში იგულისხმება ადამიანები რომლებიც პატივს სცემენ და ცხოვრობენ ქართული ტრადიციული ღირებებულებით რომლებიც თავის სიტყვა და საქმე გამომდინარეობს არა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის სარგებლის ნახვა არამედ ქვეყნის და ერის სამსახურში და როგორც დიდი ილია ამბობდა ყოველი დღის ბოლოს აბა ვნახოთ ვის რა ვარგე მორაგბები და რეგბი ანუ ლელო ჩვენ უნდა რელიიგიის დონეზე ავიყვანოთ უნდა იყოს სუფთა და გამჭირვალე ყოველნაირად შვილს რომ მივიყვან უნდა დარწმუნებული ვიყო კაცების გვერდით გაიზრდება ამიტომ გაოცებული და აღშფოთებული ვარ როცა რაგბში ან რაგბზე ცუდ რამეებს ვისმენ დაალაფეთ ყველაფერი წესიერად ისე როგორც ეკადრება ღირსეულ ქართველებს მოიქეცით ისე როგორც მოიქცეოდა ილია და ექვთიმე ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ მაგრამ წესუერად მოიქცე და ზიანი არ მიაყენო შენი მერკანტინული მოთხოვნილებების გამო მთელ სარაგბო სამყაროს ქართველ ერს რას ნიშნავს არ ანხორციელებს ან ხელს უშლის მიზანმიმაეთულად ან თავისიანუ გაჰყავს შეჯრებილები ხართ დანიშნეთ არჩევნები წარმოადგინეთ კანდიდატები და ღირსეულად ჩაატარეთ ექსცესების და ტალახის სროლის გარეშე მხარი დაუჭირეთ არა პიროვნებების მემკვიდრეს ან მის ცნობადობას მხარი დაუჭურეთ ვისაც ექნება და წარმოადგენს გაწერილ გრგმას როგორ გამოვიყვანოთ რაგბი კრიზისიდან და ყველამ ერთად ვიშრომოთ ამ საგანძურისთვის მოკლედ მინდოდა და დიდი გამომივიდა არადა კიდე რამდენი მაქვს სათქმელი
კახა
12 აგვისტო 2020 21:51
2
კახა, კარგო ადამიანო და ქართული სპორტის გულშემატკივარო. ძალიან ძნელია შენი დაწერილის კითხვა. კარგი, მძიმე არ დაწერო, მაგრამ წერტილი მაინც დაწერე, რომ შევძლოთ წაკითხვა. მერწმუნე, შენ თვითონ რომ გადაიკითხო შენი დაწერილი, ვერაფერს ვერ გაიგებ.
alexandre
13 აგვისტო 2020 12:39
1
საინტერესოა რამდენით ფინასდება/ფინანსდებოდა აქამდე თითოეული სარაგბო კლუბი, როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან, იქნებ მოიძიოთ და გამოაქვეყნოთ (ორ სვეტად, დაჯამებას ჩვენ მოვახდენთ) ეს ინფორმაცია.
DAVE
12 აგვისტო 2020 16:25
0
ჩემო კარგებო, საქმე იცით რაშია??? ეს პრობლემა გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. გოჩა სვანიძის მოღვაწეობა რაც იყო, თვითონაც კარგად იცოდა და იმიტომაც წავიდა. ეხლა მაგას პასუხს არც არავინ მოსთხოვს. პოზიცია კი ხელისუფლების ანალოგი აქვს - მე არ გინდოდით და აგერ ვინც მოვა , ჩემზე უკეთესად თუ გააკეთებს, მაგასაც ნახავთო. ამ კლუბებმა კიდევ ეხლა რომ გამოთქვეს პრეტენზიები, აქამდე ეს პრობლემა არ აწუხებდათ? ჩემთვის პირადად მართლა გაუგებარია კავშირის მომავალი პრეზიდენტის პროგრამა, გეგმები და პრობლემის მოგვარების გზები, მათ შორის ზემოაღნიშნულისაც. დარწმუნებული ვარ, მარტო მე არ მაინტერესებს
: )))))))
12 აგვისტო 2020 17:01
2
აიამ ხელი რატომ არ მოაწერა?
რამდენადაც ცნობილია რაგბი ფინანსდება ივანიშვილის ფონდიდან. ამიტომაც განვითარდა მეტ ნაკლებად. ამდენი ქართველი რომ თამაშობს საფრანგეთში, საინტერესოა, საერთოდ რამე თანხა აქედან კლუბებში შედის? საერთოდ ცნება ტრანსფერი რაგბში არის?
alexandre
13 აგვისტო 2020 12:18
4
Mere cemet xalxi vinc ocnebas cmas ar micems da 100 lars dagirigeben
Tete
12 აგვისტო 2020 19:03
8
ორმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ითხოვეს, რომ არჩევნების თარიღი 30 იანვარი შეეცვალათ და ეს სვანაძის ბრალი არ უნდა იყოს

შოკირებული გულშემატკივარი
12 აგვისტო 2020 18:45
1
აქ ყველაფერი სიმართლე წერია და რას ვერ მიხვდა აგვიხსნას და გარკვევაში დავეხმარებით
dislaikis avtors
13 აგვისტო 2020 17:27
0
აქ ამ პოსტების დადებით უკვე გაიშიფრეთ ნიჟარაძის ნათესავები და მეგობრები:):), ისე ჯობია ნამდვილი გვარები და სახელები დაწეროთ:) სად გარბოდა ნიჟარაძე კანდიდატურა რომ მოხსნა ოთხი წლის წინ? რისი შეეშინდა? კარგად მოკითხეთ რამ შეაშინა და მერე ისე წერეთ აქ სიბინძურეები სხვებზე.
ნიჟარაძიის მომხრეებს
12 აგვისტო 2020 19:04
18

სიახლეები პოპულარული