სროლა რაგბის კავშირში - დაჭრილია მორაგბე, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტმა ისროლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა გაისმა - "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ გაისროლა და დაჭრილი კი ერთ-ერთი მორაგბე, საინიცატივო ჯგუფის წევრი რამაზ ხარაზიშვილია.

დაჭრილი მორაგბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განუცხადა, მათ ცენტრში 32 წლის მამაკაცი 13:25 საათზე შეიყვანეს, რომელსაც ჭრილობა მარცხენა წვივის არეში ჰქონდა მიყენებული.

"პაციენტს ემერჯენსის განყოფილებაში სრული დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. პაციენტი გადაყვანილია საოპერაციოში, მიმდინარეობს მცირე ქირურგიული ჩარევა, ჭრილობის რევიზია და ჭრილობიდან უცხო
სხეულის ამოღება", - განაცხადა ნათია ნუცუბიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
მე არ ვიცი რა და როგორ მაგრამ რაგბის კავშირში იარაღით რატო უნდა მიხვიდე,კრისი ხარ თუ კალვერა.

კახა ქ.
17 სექტემბერი 2020 15:36
0
ექვსი ერის მამებს მიეცათ სალაპარაკო თემა ერთი ათი წლით.
მეგრელი
16 სექტემბერი 2020 23:15
1
დღევანდელი რაგბის ფედერაცია ბალაგანია,ვინ იყო დამნაშავე და მართალი ამ შემთხვევაში საერთოდ არ მაინტერესებს,დასაჭერები დაიჭირეთ,დანარჩენები დედაწულიანად გაყარეთ ფედერაციიდან და პროფესიონალები,ეროვნულები,ფულზე არ დახარბებულები,მოიყვანეთ ფედერაციაში.
ზასტაველი
16 სექტემბერი 2020 21:32
0
Მგონი კონსტიტუცია გვაძლევს უფლებას პეტიციის შემთხვევაში, რაგბის ალტერნატიული ფედერაცია შევქმნათ!!! Ჩავაბაროდ მერე შესაბამის ხალხს.. სვანიძე შენი ხროვით დაგვახოხოლდი!!!
გურია
16 სექტემბერი 2020 20:49
0
მოკლედ ემზადებიან ბიჭები 8 ერისთვის ))) იარაღი თუ შეგვატანინეს სტადიონზე ერთს არ ავაცდენთ )) რავიცი რისი იმედი უნდა გქონდეს, ძალიან მაგარი რეგრესი გვქაქვს. იტალიასთან შეხვედრას ითხოვს ბევრი, თავს გვარიდებენო მაგრამ რავიცი, ბოლოს რო ვეთამაშეთ ისე მოგვიგეს არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩენილა. ძალიან ცუდ ნიშნებს ვხედავ რაგბის მენეჯმენტში და სამწუხაროდ ბევრი არაფრის იმედი არმაქ
nedved
16 სექტემბერი 2020 20:11
5
ჩაიდო დიდი ფული რაგბში და აი შედეგი. სამწუხაროდ, წინსვლის მაგივრად უკან წავიდა რაგბის განვითარება
gio
16 სექტემბერი 2020 18:23
2
ცრუ ლოზუნგი "რაგბი ჩვენი თამაშია", გახდა კიდევ უფრო ცრუ "რაგბი მართლა ჩვენი თამაშია". ჩვენი თამაშია "ლელო", მოვაშოროთ ყველა რაგბის უვარგისი წესი ვთქვათ შერკინება (ვისი მკლავი ვის საჯდომშია). მოგწონთ? ვთქვათ 5 კაცი ერთს რომ სცემს ქუჩაში? რაგბიში დაშვებულია. ძალიან რთული და უაზრო წესები აქვთ. მოკლედ სხვისი ყანის თოხნაში თავის გამოჩენას, საკუთარის მიხედვა სჯობს.
ვეტერანი
16 სექტემბერი 2020 18:19
14
ასეთ დროს..როცა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიო რაგბიმ,,ჩვენი აღიარებისათვის ..ინტეგრაციის მიზნით..უმაღლესი რანგის შეჯიბრებაზე..და ეს ინციდენტი..კიდევ ერთხელ ამხელს რა კალხოზიც ვარ....
რა ხალხი ხართ..საიდან მოხვედით..იმის მაგივრად როგორ მოამზადოთ გუნდი..ბიჭების ფიზიკურ მდგომარეობაზე ჯანმრთელობაზე იფიქროთ..რაზბორკებს აწყობთ...რომელ ნაპირზე ხართ ვინა ხართ..მტრობა ჰქვია ასეთ საქციელს..სხვა რა სახელი ჰქვია ამას....პირადი თუ გაქვთ..ერთმანეთში გაარკვიეთ..რაგბისტები ხართ..კავბოები ხომ არა..
ბუჯანგა
16 სექტემბერი 2020 18:14
0
ყველა ფაქტზე წერთ კომენტარებს,მაგრამ ვინმემ იცის რა მოხდა? რამ გამოიწვია კონფლიქტი? ვინ არის დამნაშავე?
დავით 67
16 სექტემბერი 2020 17:57
14
ეს სახელმწიფო აღარაა უკვე, ეს ქოცისტანია!
irakli81
16 სექტემბერი 2020 17:53
5

სიახლეები პოპულარული