სროლა რაგბის კავშირში - დაჭრილია მორაგბე, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტმა ისროლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა გაისმა - "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ გაისროლა და დაჭრილი კი ერთ-ერთი მორაგბე, საინიცატივო ჯგუფის წევრი რამაზ ხარაზიშვილია.

დაჭრილი მორაგბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განუცხადა, მათ ცენტრში 32 წლის მამაკაცი 13:25 საათზე შეიყვანეს, რომელსაც ჭრილობა მარცხენა წვივის არეში ჰქონდა მიყენებული.

"პაციენტს ემერჯენსის განყოფილებაში სრული დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. პაციენტი გადაყვანილია საოპერაციოში, მიმდინარეობს მცირე ქირურგიული ჩარევა, ჭრილობის რევიზია და ჭრილობიდან უცხო
სხეულის ამოღება", - განაცხადა ნათია ნუცუბიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ეხლა ვიცე-პრეზიდენტს დაიჭერენ... ეს პრეზიდენტიც გადადგება... ბოლოს იქამდე მივა საქმე რო დამლაგებელი შეასრულებს ფედერაციის დროებითი პრეზიდენტის მოვალეობას?!
eeeh
16 სექტემბერი 2020 17:50
4
ეეეჰ, ჩემო ძმაო, არავინაც არ დაიჭერს, აი რეგბისტია, კაი იგროკი იყო, ძმობაში და სიყვარულში გამოუშვებენ უპრობლემოდ. კავშირში სრული განუკითხაობაა, კაცი პატრონს ვერ ცნობს და იმიტომაც ბედავენ ამდენს. ისე ძალიან მაინტერესებს, ის კაცი ამდენ ფულს ასეთ მსროლელებს და დამრტყმელებს რომ ურიცხავს, რას ფიქრობს?
????
16 სექტემბერი 2020 20:33
2
ამორალიზმის უმაღლესი წერტილი, რატომ უნდა იყოს სპორტულ ორგანიზაციაში საერთოდ იარაღი? ვის სჭირდება?! რაგბი, სპორტი რომელიც იყო ქვეყნის სიამაყე და ასოცირდებოდა ვაჟკაცობასა და რაინდობასთან ეხლა იგივდება ძალადობასთან, მკვლელობასთან, სისხლთან... ეს არის ჭაობი, საქმოსნებისა და გავლენის მაძიებელთა ხროვა რომელთაც ყვეყნის ინტერესი და რეპუტაცია სულ ალაზანში ჰკიდიათ. ზოგადად რაგბის სამყაროში მიმდინარე მოვლენებიდან უკვე სჩანს, რომ ქართული რაგბი მთელი თავისი მომავალით სიბნელის გზას ადგას. ასეთების თავზეც გავიარე!
ანესთეზეოლოგი
16 სექტემბერი 2020 17:48
0
ზოგადად რაც მთელ ქვეყანაში გვჭირს ის არის რაგბში, მთლიანად სპორტში და ყველა სფეროში. დაიქცა ქვეყანა არსად მომკითხავი ან პასუხისმგებელი არავინ არა არის. ჩვენ ყველაშია მთავარი შეცდომა. ვერ ვფიქრობთ ალბათ მთლიანი ერი საჩვენოდ და კარგად, ყველა თავის გაუმაძღარ მუცელზეა გადამკვდარი, ყველას კიდია ქვეყანა, ვისაც სად რითი შეუძლია იქ ძარცვავ ქვეყანას. მედროვეების და გამღლეტელების პარადია ქვეყანაში. თფუი თქვენი ..... რაგბი წმინდა ადგილი გვქონდა ნიჟარაძის დროს და აჰაა. ის ნიჟარაძე სად წავიდა, სადაც არის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ქვეყნისათვის? არც კი ვიცი სად არის, მთლად გაქრა. დაბრუნდი ნიჟარაძე სასწრაფოდ!!!!
G.LA
16 სექტემბერი 2020 17:47
0
ნიჟარაძე თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებდა,მაგრამ გამოჩნდა ფული და ვიღაც ვიღაცებმა თვალების ჭყეტა დაუწყეს.ეგონათ საქმე აწყობილია,მაგის მართვას რა უნდაო.თურმე სდომნია.ნიჟარაძე კი გაერიდა აქაურობას,მოერიდა ვირთხებს.აღარა მგონია დაბრუნება მოიწადინოს.ან ვინღა მოუშვებს,იარაღით დაუწყეს ერთმანეთს დევნა.
სოსო
16 სექტემბერი 2020 21:27
0
აი ასეტები ხართ თქვენ,ვერაფერს ირგებთ რაც გაქვთ ხოდა მაგიტომ არ ხართ არაფრის ღირსები! ერთი რაგბი იყო რაღაცას წარმოადგენდა და ესეს გააფარჩაკეთ თქვე მართლა ფარჩაკებო.გული მერევა უკვე რა!
გეგი
16 სექტემბერი 2020 17:27
1
საკმარისია უკვე, ყველაფერი ყელში ამოვიდა! ქართველი ქომაგი ბუნებით ტოლერანტია, თუმცა უკვე დროა განგაშის ზარები შემოვკრათ რადგან ბოლო წლებში რაგბიც გადააქციეს პოლიტიკის ნაწილად და სხვადასხვა სიბინძურეებმაც თავი იჩინა. ჩვენ, ქართველი ქომაგები ვითხოვთ, რომ საჩქაროდ დამყარდეს წესრიგი რაგბის ქართულ თემში და აირჩეს უფროსობა! წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი გონს არ მოვლენ, მართებული იქნება რომ რაგბს შეუმცირდეს დაფინანსება! ვოტ ტაკ :)
კმარა!
16 სექტემბერი 2020 17:08
2
აი გორგოძემ ილაპარაკა ობოლაძის გადაცემაში, საქართველოში დავბრუნდიო, თავისუფალი ვარო და მიმსახურეთო, რითაც შემიძლია ქართულ რაგბს დავეხმარებიო!? ხოდა სასწრაფოდ ახლიდან უნდა დაიწყოს კანდიდატების რეგისტრაცია. და მიეცეს მუშაობის საშუალება! უცბად გაწმინდავს კავშირის სვანიძის ნარჩენებისგან და მოიყვანს ჯანზე მთლიანად ქართულ რაგბს!
გულშემატკივარი
16 სექტემბერი 2020 17:00
0
ეს სვანიძე თავის შპანიანად უნდა ამოალპო სადაც საჭიროა!ეს რა ქნეს რა უბედურებაში ჩაძირეს რაგბი,რა დღეში ვართ!? და თან მომკითხავიც რო არ ყავს ამ ქვეყანას...
პაბლო
16 სექტემბერი 2020 16:41
2
აქამდეც მივედით?ცოდვაა რაგბი,ასეთი ხალხის ხელში.რამდენმა თაობამ,ოფლი,სისხლი,ჯანმრთელობა და ზოგმა,ქონებაც შესწირა რაგბის განვითარებას და ახლა ვიღაცა მედროვეების ხელში აღმოჩნდა,ფულის სუნი რომ იკრეს და ყველა ხვრელიდან შეძვრნენ.თვითონ ხომ არიან და ახლა იმ სუფთა ხალხსაც აჩვევენ სიბინძურეებს.საქართველოში ათეული წლების განმავლობაში,რაგბის ინტელექტუალები თამაშობდნენ,ახლა კი,მასობრიობის მატებასთან ერთად,გაჩნდნენ მხოლოდ კუნთმაგარა და ტვინცარიელი ბიჭებიც.ეს ალბათ გარდაუვალი იყო,მაგრამ რაღაც საშუალებების გამონახვა,ასეთი ხალხის მართვის სადავეებთან არ მისაშვებად,ალბათ შესაძლებელია.რაგბის თამაშობენ ჯენტლმენები,რომლებიც ხულიგნებს ჰგვანან,ამბობენ ბრიტანელები.ჩვენთანაც ასე იყო აქამდე,ახლა კი ეტყობა ხულიგნებიც გამოგვიჩნდნენ,რომლებიც ხულიგნებივით იქცევიან.
სოსო
16 სექტემბერი 2020 16:35
2
კაცს და კოლეგას რომ მოსაკლავად (ფეხში დაჭრილიც ბევრი გარდაცვლილა) გაიმეტებ, ეგ უკვე ხულიგნობა აღარაა... არადა საქმე სწორედაც ხულიგნობის მუხლებითაა აღძრული და განზრახ მკვლელობის მცდელობა ნახსენებიც კი არ არის, რასაც თავად მომხდარზე უფრო ცუდი სუნი უდის...
მ.ტ.
16 სექტემბერი 2020 18:44
0
იფ, ზუსტად ექვსი ერისთვის ვართ ზედ გამოჭრილი
16 სექტემბერი 2020 15:54
1
ვაი, თქვენს პატრონს!
მერსო
16 სექტემბერი 2020 15:24
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული