სროლა რაგბის კავშირში - დაჭრილია მორაგბე, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტმა ისროლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა გაისმა - "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ გაისროლა და დაჭრილი კი ერთ-ერთი მორაგბე, საინიცატივო ჯგუფის წევრი რამაზ ხარაზიშვილია.

დაჭრილი მორაგბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განუცხადა, მათ ცენტრში 32 წლის მამაკაცი 13:25 საათზე შეიყვანეს, რომელსაც ჭრილობა მარცხენა წვივის არეში ჰქონდა მიყენებული.

"პაციენტს ემერჯენსის განყოფილებაში სრული დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. პაციენტი გადაყვანილია საოპერაციოში, მიმდინარეობს მცირე ქირურგიული ჩარევა, ჭრილობის რევიზია და ჭრილობიდან უცხო
სხეულის ამოღება", - განაცხადა ნათია ნუცუბიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
იფ, ზუსტად ექვსი ერისთვის ვართ ზედ გამოჭრილი
16 სექტემბერი 2020 15:54
1
აი ასეტები ხართ თქვენ,ვერაფერს ირგებთ რაც გაქვთ ხოდა მაგიტომ არ ხართ არაფრის ღირსები! ერთი რაგბი იყო რაღაცას წარმოადგენდა და ესეს გააფარჩაკეთ თქვე მართლა ფარჩაკებო.გული მერევა უკვე რა!
გეგი
16 სექტემბერი 2020 17:27
1
ეს ხუნტა სუ პანღურებით უნდა გამოყარო ყველა ვინც მოკალათდა რაგბის კავშირში!!!

დააქციეს ერთერთი წარმატებული სპორტული ფედერაცია.
toma
16 სექტემბერი 2020 15:01
0
ვაი, თქვენს პატრონს!
მერსო
16 სექტემბერი 2020 15:24
2
საკმარისია უკვე, ყველაფერი ყელში ამოვიდა! ქართველი ქომაგი ბუნებით ტოლერანტია, თუმცა უკვე დროა განგაშის ზარები შემოვკრათ რადგან ბოლო წლებში რაგბიც გადააქციეს პოლიტიკის ნაწილად და სხვადასხვა სიბინძურეებმაც თავი იჩინა. ჩვენ, ქართველი ქომაგები ვითხოვთ, რომ საჩქაროდ დამყარდეს წესრიგი რაგბის ქართულ თემში და აირჩეს უფროსობა! წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი გონს არ მოვლენ, მართებული იქნება რომ რაგბს შეუმცირდეს დაფინანსება! ვოტ ტაკ :)
კმარა!
16 სექტემბერი 2020 17:08
2
სამწუხაროდ რაც ძალიან არ მინდოდა და მოლოდინი მქონდა, ზუსტად ის მოხდა - მორაგბეები მოჭიდავეებს გაუთანაბრდნენ. რაც არ უნდა მომხდარიყო, ეხლა უკვე აღარავინ დაიჯერებს ოჯახზე და ერთობაზე ლაპარაკს. თუ ამაზე პასუხი არ აგო არავინ, რაგბის კავშირი ჩვეულებრივი კანტორა იქნება. აღარაფერს ვამბობ მომავალ ტურნირზე და მისთვის მომზადებაზე ეს რა გავლენას მოახდენს
: )))))))
16 სექტემბერი 2020 15:18
2
ეს სვანიძე თავის შპანიანად უნდა ამოალპო სადაც საჭიროა!ეს რა ქნეს რა უბედურებაში ჩაძირეს რაგბი,რა დღეში ვართ!? და თან მომკითხავიც რო არ ყავს ამ ქვეყანას...
პაბლო
16 სექტემბერი 2020 16:41
2
აი გორგოძემ ილაპარაკა ობოლაძის გადაცემაში, საქართველოში დავბრუნდიო, თავისუფალი ვარო და მიმსახურეთო, რითაც შემიძლია ქართულ რაგბს დავეხმარებიო!? ხოდა სასწრაფოდ ახლიდან უნდა დაიწყოს კანდიდატების რეგისტრაცია. და მიეცეს მუშაობის საშუალება! უცბად გაწმინდავს კავშირის სვანიძის ნარჩენებისგან და მოიყვანს ჯანზე მთლიანად ქართულ რაგბს!
გულშემატკივარი
16 სექტემბერი 2020 17:00
0
ასეთ დროს..როცა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიო რაგბიმ,,ჩვენი აღიარებისათვის ..ინტეგრაციის მიზნით..უმაღლესი რანგის შეჯიბრებაზე..და ეს ინციდენტი..კიდევ ერთხელ ამხელს რა კალხოზიც ვარ....
რა ხალხი ხართ..საიდან მოხვედით..იმის მაგივრად როგორ მოამზადოთ გუნდი..ბიჭების ფიზიკურ მდგომარეობაზე ჯანმრთელობაზე იფიქროთ..რაზბორკებს აწყობთ...რომელ ნაპირზე ხართ ვინა ხართ..მტრობა ჰქვია ასეთ საქციელს..სხვა რა სახელი ჰქვია ამას....პირადი თუ გაქვთ..ერთმანეთში გაარკვიეთ..რაგბისტები ხართ..კავბოები ხომ არა..
ბუჯანგა
16 სექტემბერი 2020 18:14
0
ეს სახელმწიფო აღარაა უკვე, ეს ქოცისტანია!
irakli81
16 სექტემბერი 2020 17:53
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული