სროლა რაგბის კავშირში - დაჭრილია მორაგბე, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტმა ისროლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა გაისმა - "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ გაისროლა და დაჭრილი კი ერთ-ერთი მორაგბე, საინიცატივო ჯგუფის წევრი რამაზ ხარაზიშვილია.

დაჭრილი მორაგბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განუცხადა, მათ ცენტრში 32 წლის მამაკაცი 13:25 საათზე შეიყვანეს, რომელსაც ჭრილობა მარცხენა წვივის არეში ჰქონდა მიყენებული.

"პაციენტს ემერჯენსის განყოფილებაში სრული დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. პაციენტი გადაყვანილია საოპერაციოში, მიმდინარეობს მცირე ქირურგიული ჩარევა, ჭრილობის რევიზია და ჭრილობიდან უცხო
სხეულის ამოღება", - განაცხადა ნათია ნუცუბიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
იფ, ზუსტად ექვსი ერისთვის ვართ ზედ გამოჭრილი
1
აი ასეტები ხართ თქვენ,ვერაფერს ირგებთ რაც გაქვთ ხოდა მაგიტომ არ ხართ არაფრის ღირსები! ერთი რაგბი იყო რაღაცას წარმოადგენდა და ესეს გააფარჩაკეთ თქვე მართლა ფარჩაკებო.გული მერევა უკვე რა!
გეგი
17:27 16-09-2020
1

სიახლეები პოპულარული