საქართველოს ნაკრების მორაგბემ ჟურნალისტებს აგინა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი აფციაურმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სპორტულ ჟურნალისტებს აგინა.

ონლაინ სარაგბო ჟურნალი "Rugby XV-ის" ჟურნალისტები შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრები გუნდების თამაშს განიხილავდნენ, როცა გიორგი აფციაურმა მათ რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა.

Sportall.Ge

ამის შემდეგ გამოცემამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და რაგბის კავშირს მიმართა:

"რაგბი XV-ის გუნდის განცხადება

რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს "ფეისბუკგვერდზე", საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის
გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით.

სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ("ფეისბუკლაივის" კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს.

დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს.

იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება."

გიორგი აფციაურმა კი, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ჟურნალისტებს ამ განცხადების პოსტზეც აგინა:

Sportall.Ge


sportall.ge მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლის მიმართ მისი თავისუფალი აზრის დაფიქსირების გამო ჩადენილი ნებისმიერი შეურაცხმყოფელი მოქმედება მიუღებელია და დასჯადი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს და რაგბის კავშირისაგან შესაბამისი ზომების გატარებას დაუყოვნებლივ ველოდებით.
მკითხველის კომენტარები / 75 /
ჟურნალისტები რა შუაშია?! საჯაროდ ასეთი გინება ვის გაუგია? შვილო, გიორგი, როგორ გგონია, ასეთი სიტყვების მერე ვინმე გვერდში დაგიდგება. შეხვდი, იჩხუბე, აგინე, თუ ასე მაგრად გაგაგიჟა, მაგრამ ასე მთელი ქვეყნის წასაკითხად... ისე რა ვიცი. მგონი მადლობა უნდა გიტხრან, ჩემი დედაო ..., ჩემი დედისო რომ არ ამბობ. საწყენია, საერთოდ სად იზრდებიან ეს ახალგზრდები. გიორგი, დედაშენმა რომ წაიკითხოს შენი ნაწერი, მისი არ შეგრცხვება?
alexandre
27 ოქტომბერი 2020 13:19
1
ჩემთვის როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის მიუღებელია იმ ხალხის უაზრო კრიტიკა ვისაც საქართველოს დროშა საზღვარგარეთ გააქვს. სიმართლეს უნდა ჩავხედოთ თვალებში, შოტლანდიამ საქართვოს ნაკრები თბილისში მს. თასის წინ დაამარცზა და ახლა რატომ გაგვიკვირდა. მთავარია ბიჭებმა იბრძოლეს დადეს გული სული სისხლი და ოფლი. მერე რა რომ წავაგეთ ახლა უნდა გუნდს გვერდით ყოფნა და გამხნევება და არა ტალახის სროლა.
გგგგგ
27 ოქტომბერი 2020 13:17
19
მეგობარო, აქ დამარცხებაში არ არის საქმე. ბიჭებმა მაგრად იბრძოლეს-ამაშიც გეთანხმები. უბრალოდ შოტლანდიასთან წინა შეხვედრებისგან განსხვავებით გამოჩნდა უზარმაზარი სხვაობა კლასში. ადრე ეგეთი განსხვავება არ იყო. ამ თამაშის მერე იმედი გადამეწურა, რომ პირველი დონის ქვეყნებთან როდისმე შანსი გვექნება ?! არა და მოთამაშეები გვყავს. მიუხედავად ჩემი პატივისცემისა მაისაშვილის მიმართ, სასწრაფოდ მწვრთნელია ჩამოსაყვანი უცხოეთიდან.
გიორგი
28 ოქტომბერი 2020 10:46
0
ძალიან დიდი გაუგებრობაა საქართველოს რაგბის კავშირში, ძალიან. ჯერ იყოდა ერთმანეთს ესროდნენ იარაღიდან მერე აღმოვაჩინე რო მაისაშვილია მთავარი მწვრთნელი ახლა ჟურნალისტებს აგინებენ ნაკრების წევრები იმის გამო რო თურმე აიეს აიღე და მიეძალე რაგბი,ეს სვარკა თამაშისსტილი რატომ არ მოგვწონს. რუსეთთან და ესპაშკარაა გამარჯვებებით რატომ არ ვკმაყოფილდებით მიბაძეთ იაპონელებს ხელით სწრაფ და ლაღ თამაშზე რომ გადაერთვნენ და პროგრესიც რომ აშკარაა
გიო
27 ოქტომბერი 2020 13:04
1
აგინა კარგი უქნია, ჟურნალისტებმა ის მიიღეს რაც დაიმსახურეს,სწორი აქცენტები აქვს დასმული მორაგბეს გინებაშიც კი.ყველას მისი ადგილი უნდა მიუჩინო,როცა დაუკრეფავში გადადის.
რაგბის ფანი
27 ოქტომბერი 2020 13:02
28
ქართული რაგბის 35 წლის გულშემატკივრობის სტაჟიანი ადამიანი და ყოფილი სპორსტმენი ვწერ: უპირველეს ყოვლისა ნამდვილი რაგბისტი იყო და არის კიდევაც ძლიერი -ვაჟკაცი ადამიანი რომელიც ჯენტლმენია მოედანზეც და ცხოვრებაშიც და თავის საქმეს აკეთებს და არ ტლიკინებს ბევრს და ბინძური სიტყვებით აგინებს და ემუქრება ადამიანს რომელიც თვალითაც არ უნახავს...
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი: ბატონმა გიორგიმ და ყველა დანარჩენმა სპორსტმენმა უნდა გაიზაროს რომ თუ უნდა რომ იმაში რომ აკეთებს იმას რაც თავად სიამოვნებს (იმედია სიამოვნებს რაგბის თამაში) ფულს უდხიან და ნაკრებს სახელმწიფო ინახავს (ბაზები მგზავრობები, მწვღთნელები და ათასი სხვა ხარჯი) - სახელმწიფო ინახვა ჩვენი ფულით, ანუ ჩვენი ვინც ვიხდით გადასახადებს, მათ შორის იმ ჟურნალისტის ფულითაც , რომელსაც არავის გინება არ უკადრებია ყოველ შემთხვევაში, ასე რომ ყველამ ერთი ადგილ დააყენოს და წერის და გინების მაგივრად მეტი ივარჯიშოს რომ შოტლანდიის ნაირ გუნდებს ცოტა უფრო მეტი წინააღმდგეობა მაინც გაუწიოს ისევ ჩვენ გასახარებლად
ქართველი ადამიანი
27 ოქტომბერი 2020 13:00
2
არც ერთი მორაგბისა და სპორტსმენისგან არ გვაქვს საზოგადოებას არაფერი დასამადლებელი. თუ რამეს მიაღწევენ და მოიგებენ, პირველ რიგში ისევ იმისთვის, რომ აიადან ღრუსეთში კი არა, საფრანგეთში ითამაშოს მაგალითად, მეტი ფული და აღიარება ჰქონდეს, უკეთესი სტატუსი და ცხოვრება. და ქვეყანა მხოლოდ ამის შემდეგ ხეირობს. ეს უზრდელი ბიჭი, სულ რომ ლომუს ან რადრადრას მონაცემები ჰქონდეს, ნაკრებში აღარ უნდა გამოჩნდეს და ვინმე თუ ეთანხმება ჩვენი მორაგბეებიდან ამის გამონათქვამებს, იმანაც უნდა დაიხუროს ქუდი ნაკრებიდან. ჟურნალისტების ნათქვამი, თუნდაც სისულელე არ უნდა იწვევდეს იმას, რომ მთელ ქვეყანას აჩვენოს, როგორ ასწავლეს ოჯახში ზრდილობა.
Sandro
27 ოქტომბერი 2020 12:58
0
გინება რა თქმა უნდა, მიუღებელია, არა მარტო საჯარო(ფეისბუქი საჯარო სივრცეა), არამედ პირად ურთიერთობებშიც. ეს სადაო არ უნდა იყოს. რაც შეეხება ჟურნალისტებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროს აშუქებენ, მათ მიმართ პრეტენზიები ბევრად მეტი უნდა იყოს, მით უმეტეს, ხშირ შემთხვევაში სრულ დილეტანტიზმს ავლენენ და მიმართვის ფორმებიც საკმაოდ უხეში და თავხედური აქვთ. ისინი ვერ(თუ არ) ითვალისწინებენ, რომ ჩვეულებრივ, ცოცხალ, მათ მეზობლად მცხოვრებ ადამიანებს შეურაცხყოფენ და არა სადღაც ვირტუალურ სამყაროს პერსონაჟებს. და ბოლოს, თუ სპორტსმენი გიორგი აფციაური იმსახურებს(ნამდვილად იმსახურებს) რაიმე სახის სასჯელს, მინიმუმ ორმაგად უნდა ზღონ და პასუხი აგონ ჟურნალისტებმა თავიანთ საქციელზე. რა ხდება ტელეარხებზე, რა ლანძღვა-გინება გადმოდის ტელეეთერებიდან, მათ ფონზე აფციაურის ბილწსიტყვაობა ბავშვის ტიტინია. უნდა დაწესდეს ცენზურა და მკაცრად გაკონტროლდეს. თუნდაც ამ სტატიაში, ფეისბუქიდან ამოღებული უცენზურო მიმართვების დადებაც არასწორად მიმაჩნია!
მამუკა
27 ოქტომბერი 2020 12:58
2
გინება მოსაწონი არაა და ვგმობ, მაგრამ ჟურნალისტებიც რომ საშინლად იქცევით ფაქტია, თქვენც ხშირად პირად შეურაცხყოფაზე გადადიხართ და მიუღებელია.
პს. გაგიმართლათ რო გაბრაზებული წინ არ გედგათ და მხოლოდ გაგინათ
Gia
27 ოქტომბერი 2020 12:44
15
ვანდამ 100% ხარ ჯიგარო
gurulo
27 ოქტომბერი 2020 12:43
12
რაში არ არის აფციაური მართალი? მიყევით პუნქტუალურად და დაუმტკიცეთ..შენსკენ ვარ გიო..
gurulo
27 ოქტომბერი 2020 12:42
17

სიახლეები პოპულარული