საჯარო რეესტრმა აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

AutoSharing Option
იუსტიციის სამინისტრომ რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე რეგისტრაციაში არ გაატარა, რადგან ყრილობა რაგბის კავშირის წესდების დარღვევით ჩატარდა.

ყრილობა  2020 წლის 24 თებერვალს გამართული საერთო კრებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო გადაიდო. საჯარო რეესტრმა ეს დარღვევად ჩათვალა  და მისი გამოსწორება მოითხოვა.

მოკლედ, ახლა აუცილებელია ახალი საერთო კრების მოწვევა და პრეზიდენტის არჩევნების განმეორებით ჩატარება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებს; თქვე დალოცვილებო რა ვალი გაქვთ ასეთი აბუსი, ან რას შეგპირდათ ასეთს? რომლის მენეჯერულ თვისებებზე არაფერი გვსმენია და არც საერთაშორისო ავტორიტეტით არ გამოირჩევა და თუ მაინდამაინც ყოფილი კაპიტნის არჩევა გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ იქნება მამუკა გორგოძე აგვერჩია ! ! ! ის ნამდვილად არის ქართული რაგბის ლეგენდა, სახე და დიდი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე რაგბისტი, რომლის ავტორიტეტიც ნამდვილად იმუშავებს და პრეზენტაციული იქნება რაგბი ევროპაში და მსოფლიო რაგბში. თუმცა აპრიორი ნამდვილად შეუძლებელია ითქვას მამუკაზეც, რომ ის კარგი მენეჯერი იქნება და მას გვერდით მაინც დაჭირდება ისეთი გამოცდილი მენეჯერი როგორც ბაჩო ხურციძეა. მგონი ღირს დაფიქრდეთ ჩემს წინადადებაზე ! ! !
პანტელეიმონი
21:01 10-01-2021
0
ე, ბიჭო, კიმ ჩენ ირი დანიშნეთ, ოღონდ დანიშნეთ!!! დრო იკარგება!
ზურა
20:53 08-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული