ირაკლი აბუსერიძე: ხელახალ არჩევნებსაც მოვიგებ - ერთი პატარა კაცის დიდმა ამბიციამ, რატომ უნდა დააზარალოს ქართული რაგბი?

AutoSharing Option
როგორც იცით, იუსტიციის სამინისტრომ რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე რეგისტრაციაში არ გაატარა, რადგან მიიჩნია, რომ ყრილობა რაგბის კავშირის წესდების დარღვევით ჩატარდა. ამაზე განმარტება აბუსერიძემ თავის "ფეისბუქის" გვერდზე გააკეთა:

"გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ, მორაგბეებს შორის პოლიცია რომ ჩადგა? იმ სივრცეში ისევ დაუპატიჟებელი სტუმრები დგანან, უბრალოდ ამჯერად რაგბის სამართლიან არჩევანს და მის მომავალს შორის იუსტიციის სამინისტრომ დაიდო ბინა. როგორც იცით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული, სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება შესაძლო ტექნიკური ხარვეზის გამო შეაჩერეს და ახლა, მაშინ როცა წინ პრინციპული თამაში გველის რუსეთის ნაკრებთან,
რაგბის კავშირის ბედი კვლავაც დროებით მმართველს მიანდეს.

რაგბი და რაგბის კავშირის მომავალი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე შესაძლო ტექნიკური ხარვეზის არსებობა. ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დამარცხდა, ამ ტექნიკურ ხარვეზს ბოლო იმედად იყენებს. მოთმინება კვლავაც შემრჩენია და ზუსტად ვიცი, რომ ხელახალ არჩევნებსაც იგივე პროპორციით მოვიგებ, უბრალოდ რატომ? ერთი პატარა კაცის დიდმა ამბიციამ, რატომ უნდა დააზარალოს ქართული რაგბი? ერთი პატარა კაცის ამბიცია, რატომ უნდა ჰყოფდეს რაგბის კავშირს ორ ნაწილად? ეს პატარა კაცი, ბაჩო ხურციძე, ზუსტად ერთ საათში ბრიფინგს გამართავს, გამოვა და ბევრს ილაქლაქებს, რომ ეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი განა შესაძლო ტექნიკური ხარვეზია, არამედ არსი მთელი არჩევნების. თითქოს ეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი რომ არა ამხელა კლუბების მეპატრონეები, რაგბის მომავლის კეთილმსურველები, ფერებით მოყვანილი თაობების სარაგბო მომავალს ამ სკამზე შეყვარებულ პატარა კაცს მიანდობდა.

გამოვა და ილაპარაკებს, რომ ვითომ მე და გოჩა სვანიძე შევიკარით და მის წინააღმდეგ შეთქმულებას ვაწყობთ, არადა უკვე ყველა საღად მოაზროვნემ გაიგო, რომ ჩემ და გოჩას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, მაგრამ ჩვენი შერიგება რაგბის მომავალს სჭირდება. ეს ყველამ გაიგო გარდა პატარა კაცისა, პატარა კაცისა, რომელიც რაგბის მომავალზე კი არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს. მე არ ვაპირებ, რომ იმ ნდობას, იმ იმედს და იმ პასუხისმგებლობას ვუღალატო, რომელიც რაგბის კეთილმსურველებმა მარგუნეს და არავის, მით უმეტეს ამ პატარა კაცს, არ მივცემ იმის საშუალებას, რომ რაგბს და რაგბის სიყვარულს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენოს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩემი შენ გითხარიო, შე მართლა პატარა და ბოღმა კაცო ! ! ! შენ ის გეყოფა, რომ შენი ამბიციიების გამო ქართულ რაგბს ჩამოაცილე საუკეთესო მენეჯერი გია ნიჟარაძე და ახლა ცდილობ კიდევ ერთხელ დაყო რაგბის ოჯახი და კომპეტეციას დაუპირისპირო ისევ შენი უსაფუძვლო ამბიციები. ამისთვის მზად ხარ მორალურად გაკოტრებულ და კორუმპირებულ გოჩა სვანიძესაც გაურიგდე და ასე იწყებ და ასე გინდა როგორმე შენი ამბიცია დაიკმაყოფილო. როგორ გინდა წარმატებისკენ ატარო ქართული რაგბი, როცა ყველასთან ვიზეც რეალურად არის ქართული რაგბის წინსვლა დამოკიდებული ან შენ, ან შენმა გარემოცვამ გამოლანძღეთ. კარგი სპორცმენობა არ ნიშნავს კარგ ადამიანობას და მითუმეტეს კარგ მენეჯერობას. ქართულ რაგბს არ აქვს დრო ექსპერიმენტების და ფუფუნება, შენს ამბიციებს და შენი სამეგობროს შრომით მოწყობას გადააყოლოს ის ბრწყინვალე პერსპექტივა რაც გონიერი და კომპეტენტური მართველობის შემთხვევაში მიაღწიოს. დიდი იმედი მაქვს რაგბის ოჯახი სწორ და გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.
პანტელეიმონი
03:01 10-01-2021
6
Ერთი ეს მითხარი პარლამენტში რომ იჯექი იქ რა გააკეთე შენი ქვეყნისთვის? ეს მოკლავს რაგბს საერთოდ.
ლომი
23:52 09-01-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული