მეხუთე, დასკვნითი ტურის შეხვედრა 7 თებერვალს კრაიოვაში გაიმართება და დამარცხებულს უძლიერესთა შორის დასარჩენად „ალაფის“ გამარჯვებულ ჰოლანდიასთან მოუწევს რკენა.
მატჩის მთავარი მსაჯი შოთა თევზაძე იქნება, რომელსაც კიდეებიდან საბა აბულაშვილი და შოთა ცაგარეიშვილი დაეხმარებიან.
„სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ესაა ტურის უმნიშვნელოვანესი თამაში, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ვინ დარჩება უძლიერესთა შორის და ვინ ითამაშებს ფლეი ოფს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მნიშვნელობის თამაშის განსჯა ქართულ ბრიგადას ანდეს და ჩვენი
შრომა დაფასდა. პანდემიიდან გამომდინარე, უკანასკნელ პერიოდში ბევრი თამაში თუ ტურნირი გადაიდო, სადაც უნდა მემსაჯა და ძალიან კარგია, რომ მაინც ვახსოვართ და ნდობას მიცხადებენ. რუმინეთში ჩემი მეგობრები გამომყვებიან, რომელთაც ყოველთვის ვენდობი და ეს ჩემთვის დიდი კომფორტი იქნება“ – განაცხადა შოთა თევზაძემ.
rugby.ge