რაგბის კავშირის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა

AutoSharing Option
რაგბის კავშირის განცხადება 2021 წლის მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ:

ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით, 2021 წლის 24 თებერვალს, 13:00 საათზე, ავჭალის რაგბის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, მისამართზე: თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 27, გაიმართება საქართველოს რაგბის კავშირის 2021 წლის მორიგი საერთო კრება (ყრილობა) შემდეგი დღის წესრიგით:

სრკ-ის გამგეობის ანგარიში;
სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენა, კანდიდატთა გამოსვლები;
სრკ-ის პრეზიდენტის არჩევა;
სრკ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ სრკ-ის გამგეობის წევრთა კანდიდატურების წარდგენა;
სრკ-ის გამგეობის არჩევა;
სრკ-ის პრეზიდენტის მიერ სრკ-ის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის
წარდგენა;
სრკ-ის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება;
სხვა საკითხები.
თანდართული დოკუმენტები საერთო კრების შესახებ:

2021 წლის 31 იანვრის გამგეობის სხდომის ოქმი;
გამგეობის განმარტება რაგბის კავშირის 2021 წლის მორიგი საერთო კრების ყრილობის მოწვევის შესახებ;
2021 წლის ნამდვილ წევრთა სია;
საერთო კრების რეგლამენტი;
არჩევნებში კენჭისყრისას ხმის მიცემის პროცედურა;
პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის პროცედურა;
თანხმობა სრკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შესახებ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
საინტერესოა რამდენი ფული გაუჩნდა რაგბის კავშირს ასე რომ ხოცავენ ერთმანეთს?
გიორგი
03 თებერვალი 2021 13:43
0
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართულ რაგბს სპეციალურად არ აძლევენ გასაქანს, ალბათ რომ ვიფიქროთ ბიძინას გარეშე არაფერი გამოგვივა :(
გიორგი
02 თებერვალი 2021 16:02
2
ლოგიკურია ეგ იმიტომ, კარგად ჩანს, რაზეც არის სწორება. თქვენ სვანიძის მჭერმეტყველებას უსმინეთ და მიხვდებით, ვის ხელში იყო აქამდე და დღესაც როგორ იქაჩება, ვჭირდებიო. უბრალოდ სიმართლე ის არის, რომ დღეს გამგეობის წევრია და აბუსერიძის მომხრეები მასზე კრინტს აღარ ძრავენ.სწორედ ამიტომ არის ესეც დიდ გულზე. თამადობაში გაატარა მთელი ვადა და დღეს თბილად უნდა ჯდომა. სანამ ასეთები იქნებიან ე.წ ოჯახის წევრები, იქამდე გაგრძელდება სტაგნაცია
: )))))))
02 თებერვალი 2021 23:06
0
არც აქამდე გამოდიოდა არაფერი და როგორც ვატყობ,ამის შემდეგ,შეიძლება,არც მასთან ერთად გამოვიდეს რამე.ეგონათ ყველაფერი აწყობილია,დაჯექი და იგრიალეო.თურმე ასე არ ყოფილა.არევა ადვილი იყო და ახლა ამისი დაწყნარება მოხერხდება თუ არა,ეგ არის საკითხავი.ცოტა ხანი,მართლაც მთლიანად უნდა შეუწყვიტოს დაფინანსება და მაშინ ვირთხები,უკვალოდ გაქრებიან.მერე კი,ვინაა საქმის გულშემატკივრები, რომ გამოჩნდებიან,მათთან ერთად,უკვე შესაძლებელი გახდება საქმის წინ წაწევა.
სოსო
02 თებერვალი 2021 21:44
0

სიახლეები პოპულარული