რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი დარეგისტრირდა

AutoSharing Option
2021 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა იოსებ ტყემალაძე, რომელიც 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს, ნამდვილ წევრთა მორიგ საერთო კრებაზე (ყრილობა) გაიმართება.

იოსებ ტყემალაძე წარადგინეს:

  1. სარაგბო კლუბი "ბათუმი"
  2. რაგბის კლუბი "აია"
  3. სარაგბო კლუბი "დინამო"
  4. რაგბის კლუბი "ლელო"
  5. რაგბის კლუბი "სტუ ყოჩები"
  6. ქუთაისის რაგბის კლუბი "ბაგრატი"
  7. რაგბის კლუბი "არესი"
  8. ოზურგეთის რაგბის განვითარების კავშირი – "არწივები"
  9. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი "ტაო"
  10. რაგბის კლუბი "ყაზბეგი"
  11. რაგბის კლუბი "კახეთი"
  12. სარაგბო კლუბი "ფირალები"
  13. წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანება – "დინოზავრი"
  14. სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულება ჭიათურის რაგბის სპორტული სკოლა
  15. ვანის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სარაგბო კლუბი "აიეტი"
  16. ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება
  17. სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულება – რაგბის სასპორტო სკოლა – ფოთის "კოლხი რაინდები"
  18. სპორტული სარაგბო კლუბი "იუნკერები"
  19. შპს სარაგბო კლუბი "პონტო"
  20. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი
  21. რაგბის მოყვარულთა კლუბი "დევები"
  22. ბორჯომის სასპორტო სკოლა
  23. რაგბის კლუბი "წიქარა"
  24. "რაშები"
წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 26 /
ასეთი ტემპებით რაგბი მარტო ნათესავების და მეგობრების სპორტი გახდება. არა ვარ ამ შემთხვევაშ კონკრეტულად აბუსერიძის მხარდამჭერი, მაგრამ თუ ე.წ თავისი კაცის მოყვანა უნდდათ, ბარემ პირდაპირ მოეყვანათ და დაესვათ არჩევნების გარეშე, რად უნდოდა ამდენი განხეთქილება და ვნებათა ღელვა???
:)))))
22 თებერვალი 2021 16:00
1
ეს ვიღაა?!...გაგვაცანით მაინც?
emigranti
22 თებერვალი 2021 15:57
1
სამწუხაროდ ქვეყანაში არ არსებობს სფერო სადაც პრობლემები არაა! არ ვიცი როგორ მივედით აქამდე, მაგრამ ფაქტია, რომ ყველგან არასწორედ მიდის საქმე!
გიორგი
22 თებერვალი 2021 16:17
4
აბა ბიძინა წავიდაო?
მთ
22 თებერვალი 2021 16:33
4
იოსებ ტყემალაძე არის ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, ეს ყველასთვიშ კარგად ცნობილი ინფორმაიაა. იგი ხელმძღვანელობს აბასთუმნის პროექტს.. ასევე სხვა მსგავს პროექტებს. მოკლედ, ივანიშვილმა მიავლინა.
ზაზა
22 თებერვალი 2021 22:03
2
არაუშავს, ცოტა ხანში გაიგებთ ეს კაცი როგორი დამსახურებული მორაგბე იყო და რაოდენ დიდი ღვაწლი აქვს რაგბის განვითარებაში. პატარა პიარ კამპანია და აბუსერიძის მომხრეების დიდი ნაწილიც აყაყანდება რომ ეს ტყემალაძე უალტერნატივოა
გიორგი
22 თებერვალი 2021 16:55
7
წინა ორი კანდიდატიდან უკვე არცერთის პრეზიდენტობა არ ივარგებდა, ასე რომ საუკეთესო გამოსავალი იყო მესამე, ნეიტრალური კანდიდატის წამოყენება. რახან ამდენი კლუბი მხარს უჭერს ესე იგი არ არის ცუდი კანდიდატი, ამ კლუბების უკან დამსახურებული მორაგბეები დგანან და ცუდს არ აირჩევდნენ. ასე რომ ვნახოთ, ვაცალოთ, მთავარია დაპირისპირებული მხარეები შერიდგნენ და საქმის კეთება გააგრძელონ, როგორც აქამდე აკეთებდნენ, აბუსერიძეც და ხურციძეც. წარმატებები ქართულ რაგბს
რეზო
22 თებერვალი 2021 17:26
19
და ვინ თქვა რომ ეს ნეიტრალური კანდიდატია????
asas
22 თებერვალი 2021 21:41
4
რაებს ლაპარაკობ. თვითონ კლუბები ლაპარაკობდნენ რო გვაშანტაჟებენ, გუბერნატორები და მერები გვირეკავენ ფულს აღარ დაგანახებთ თუ ხმას ამას არ მისცემთო.
Piper
23 თებერვალი 2021 18:39
0
ყველა გამოხმაურება
ეს იოსებიძელების საძმოში არ იყო? მახსოვს შუა თაობის იოსებიძელი იყო და იარაღით დარბოდა. სად ამოქექავს ბიძინა ამ სასტავს. ისე ეს და აბუსერიძე ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ ბანკის ბინებში, საბურთალოს ბაზართან:)))))))
დათო
22 თებერვალი 2021 16:22
2
აშკარად ინტერესი გაჩდა რაგბში, მაგრამ ეს ინტერესი არ ემსახურება რაგბის განვითარებას. ბატონი იოსები საიდან აღმოცენდა, ეჭვი მაქვს იმ ხალხის გამოძებნილია რომელთაც რაგბის თემში ჩასვრილი აქვთ და რომ არე ხელოვნურად ჩაშლილი არჩევნები, მათი ლუსტრაცია მოხდებოდა.
ლევანი, არა მაისაშვილი
22 თებერვალი 2021 21:32
3
მორიგი ბრიყვი გამოხტა
მიდი მოვდივარ
22 თებერვალი 2021 16:38
7

სიახლეები პოპულარული