2021 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა იოსებ ტყემალაძე, რომელიც 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს, ნამდვილ წევრთა მორიგ საერთო კრებაზე (ყრილობა) გაიმართება.

იოსებ ტყემალაძე წარადგინეს:

სარაგბო კლუბი "ბათუმი"

რაგბის კლუბი "აია"

სარაგბო კლუბი "დინამო"

რაგბის კლუბი "ლელო"

რაგბის კლუბი "სტუ ყოჩები"

ქუთაისის რაგბის კლუბი "ბაგრატი"

რაგბის კლუბი "არესი"

ოზურგეთის რაგბის განვითარების კავშირი – "არწივები"

სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი "ტაო"

რაგბის კლუბი "ყაზბეგი"

რაგბის კლუბი "კახეთი"

სარაგბო კლუბი "ფირალები"

წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანება – "დინოზავრი"

სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულება ჭიათურის რაგბის სპორტული სკოლა

ვანის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სარაგბო კლუბი "აიეტი"

ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება

სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულება – რაგბის სასპორტო სკოლა – ფოთის "კოლხი რაინდები"

სპორტული სარაგბო კლუბი "იუნკერები"

შპს სარაგბო კლუბი "პონტო"

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი

რაგბის მოყვარულთა კლუბი "დევები"

ბორჯომის სასპორტო სკოლა

რაგბის კლუბი "წიქარა"

"რაშები"

წყარო: rugby.ge

ჟორა
ვისაც ჰგონია, რომ რაგბის პრეზიდენტის საქმე, რაგბის წესების ცოდნაა, ძალიან ცდებით. ეს საამშენებლო კომპანიის, ტრესტის, მერიის, ბანკის ან რომელიმე წარმოება-დაწესებულების მართვაა, სადაც რაგბის წესების ცოდნა სულაც არაა საჭირო. ამისთვის მწვრთნელები და რაგბისტებია და მიხედავენ ამ საქმეს, პრეზიდენტმა სახსრები უნდა მოიზიდოს და სწორად მართოს. გასაგებია?
Коци
:D :D :D :D
Piper
რაებს ლაპარაკობ. თვითონ კლუბები ლაპარაკობდნენ რო გვაშანტაჟებენ, გუბერნატორები და მერები გვირეკავენ ფულს აღარ დაგანახებთ თუ ხმას ამას არ მისცემთო.
გიორგი
ვაცადოთ და ამასობაში ძვირფასი დრო იკარგება, თუ არ გამოდგა კარგი უკან გადაახვევ დროს? პრეზიდენტი უნდა აირჩეს სამართლიანად და არ უნდა იყოს ვიღაცის მიერ დანიშნული!
Givi
კიდევ ერთი მასხარა ქართულ რაგბში
გიორგი
რაგბს ბიძინა აფინანსებს და კიდევ ბიძინას მთავრობა. გასაგებია, რომ ყველა ბიძინას კაცობას იჩემებს მაგრამ ვერ გაურკვევიათ თუ ვის ანდობს ბიძინა ფულს. არ არის ეს ადვილი ამბავი. მთავარია ვინმე აირჩიონ და ამ ვინმემ ნაკრებისთვის მაღალი დონის მწვრთნელამდე მიიტანოს რასაც მოითხოვს ის გასამრჯელო. თანხის მეორე ნაწილი გასაცოდავებულ დიდ-10 თუ მოახმარეს ცოტა მაინც, ყოჩაღიათქო ვიტყოდი ახალ პრეზიდენტზე. ასეთი დროა და რა ვქნათ?
პაატა
ვისი მივლენილიც გინდათ იმისი იყოს, უცხოა სარაგბო სამყაროსთვის და არაფრის გაგებაშიც არაა ! დრონი მეფობენ და არა მეფენიო, ჯიგარო მერე გული არ დაგწყდეს, რამე თუ ისე არ წავიდა, შენს თავზე რომ გადატყდება "პასუხისმგებლობის" ჯოხი!
leqso
ხალხო ვერ ხედავთ ნაცები ყველაფერს ურევენ, დარწმუნებული ვარ აქაც ნაცები ურევენ სიტუაციას.
alibaba
მეთოდოლოგიური მიდგომით, კომბლე ის კაცია, რომელიც ბოლოს კომბლით ჩნდება. აი ვინც აღმოჩნდება ბოლოს კომბლით, და რომ დაატრიალებს იმ კომბალს, ვნახავთ, რომ კომბლეც ის ყოფილა
ზაზა
იოსებ ტყემალაძე არის ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, ეს ყველასთვიშ კარგად ცნობილი ინფორმაიაა. იგი ხელმძღვანელობს აბასთუმნის პროექტს.. ასევე სხვა მსგავს პროექტებს. მოკლედ, ივანიშვილმა მიავლინა.
asas
და ვინ თქვა რომ ეს ნეიტრალური კანდიდატია????
ლევანი, არა მაისაშვილი
აშკარად ინტერესი გაჩდა რაგბში, მაგრამ ეს ინტერესი არ ემსახურება რაგბის განვითარებას. ბატონი იოსები საიდან აღმოცენდა, ეჭვი მაქვს იმ ხალხის გამოძებნილია რომელთაც რაგბის თემში ჩასვრილი აქვთ და რომ არე ხელოვნურად ჩაშლილი არჩევნები, მათი ლუსტრაცია მოხდებოდა.
გორდა
ვისაც ფული აქვს და მოუნდება შეუძლია გახდეს რაგბის კავშირის ხელმძღვანელი? ჩემის აზრით, ყველა წინა რაგბის კავშირის ხელმძღვანელი ვალდებულია თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს, რადგან გონივრული რეგულაციები არ შეიმუშავეს. უნდა იყოს სავალდებულო თუნდაც ყოფილი მორაგბე არ იყოს, რაგბში - მინიმუმ სპორტის, რომელიმე სახეობაში ჰქონდეს (ადმინისტრაციაში მაინც) მუშაობის სულ ცოტა 4 წლიანი გამოცდილება. ვიღაცას მოუნდა, მოვიდა, სანამ გაერკვევა საქმეში, მის თავისებურებებში მანამდე, როგორ შეძლებს იყოს ობიექტური და მართოს. ცხადია, რაც არ უნდა მონდომებული იყოს რაღაც დროით მაინც მოუწევს სხვების გავლენის ქვეშ ყოფნა. გვაქვს დასაკარგი დრო? არ მგონია, ქართული რაგბი ისე იყოს სისტემურად გამართული, რომ მსგავსმა მოქმედებებმა უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.
ჰავლაბრელი ტიღუა
ოღონდ საშველი დაადგეს ამ არჩევნებს და თუ გინდათ მიხეილა ჩამოიყვანეთ ერევნიდან თუ კიევიდან.

აღარ ვიცი უკვერა. აღარმაიბტერესებს ვინმე აირჩიეთ და მორჩეს
ტარტაროზი
ეს არის ის კომბლე?
alibaba
იარეს კიდევ ცხვრებმა, იარეს და ახლა დათვის შემოხვდათ. - ცხვრებო, ვისი ხართო? - ვისი და კომბლესიო. - კომბლე რა კაციაო? - კომბლე ის კაცია, კომბლებსა თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხობსო. - მე თქვენი კომბლე არ ვიცი, მშიერი ვარო, - უთხრა დათვმა და ოთხივე ცხვარი ცოცხლად გადაყლაპა. საღამო ხანზე უცადა კომბლემ თავის ცხვრებს, უცადა და რომ აღარ დაბრუნდნენ, ჩამოიღო ერთი ყველაზე დიდი კომბალი, გაიდო მხარზე და წავიდა საძებნელად.
რეზო
წინა ორი კანდიდატიდან უკვე არცერთის პრეზიდენტობა არ ივარგებდა, ასე რომ საუკეთესო გამოსავალი იყო მესამე, ნეიტრალური კანდიდატის წამოყენება. რახან ამდენი კლუბი მხარს უჭერს ესე იგი არ არის ცუდი კანდიდატი, ამ კლუბების უკან დამსახურებული მორაგბეები დგანან და ცუდს არ აირჩევდნენ. ასე რომ ვნახოთ, ვაცალოთ, მთავარია დაპირისპირებული მხარეები შერიდგნენ და საქმის კეთება გააგრძელონ, როგორც აქამდე აკეთებდნენ, აბუსერიძეც და ხურციძეც. წარმატებები ქართულ რაგბს
გიორგი
არაუშავს, ცოტა ხანში გაიგებთ ეს კაცი როგორი დამსახურებული მორაგბე იყო და რაოდენ დიდი ღვაწლი აქვს რაგბის განვითარებაში. პატარა პიარ კამპანია და აბუსერიძის მომხრეების დიდი ნაწილიც აყაყანდება რომ ეს ტყემალაძე უალტერნატივოა
მიდი მოვდივარ
მორიგი ბრიყვი გამოხტა
მთ
აბა ბიძინა წავიდაო?
დათო
ეს იოსებიძელების საძმოში არ იყო? მახსოვს შუა თაობის იოსებიძელი იყო და იარაღით დარბოდა. სად ამოქექავს ბიძინა ამ სასტავს. ისე ეს და აბუსერიძე ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ ბანკის ბინებში, საბურთალოს ბაზართან:)))))))
გიორგი
სამწუხაროდ ქვეყანაში არ არსებობს სფერო სადაც პრობლემები არაა! არ ვიცი როგორ მივედით აქამდე, მაგრამ ფაქტია, რომ ყველგან არასწორედ მიდის საქმე!
zviads
მაგარი კაცი, წარმატებები ქართულ რაგბს!

ასეთი ტემპებით რაგბი მარტო ნათესავების და მეგობრების სპორტი გახდება. არა ვარ ამ შემთხვევაშ კონკრეტულად აბუსერიძის მხარდამჭერი, მაგრამ თუ ე.წ თავისი კაცის მოყვანა უნდდათ, ბარემ პირდაპირ მოეყვანათ და დაესვათ არჩევნების გარეშე, რად უნდოდა ამდენი განხეთქილება და ვნებათა ღელვა???
emigranti
ეს ვიღაა?!...გაგვაცანით მაინც?
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი
ყოჩაღი ფიზკულტურის მასწავლებელი - რუსეთში საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა
აბიდალმა თავისი გარდაცვალების ცნობა უარყო
ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო
შესანიშნავი ამბავი - კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მისი დაბრუნების თარიღი ცნობილია
იყო გმირი, ახლა კი ზოგიერთი მოღალატეს უწოდებს - ჯოკოვიჩს მთავრობასთან დაპირისპირების გამო სერბეთის დატოვება მოუწია
"ყველაზე მეტად მე ვიტანჯები" - ამორიმი წაგებული მანჩესტერული დერბის შემდეგ
"რეალი" ესპანეთში მსაჯობის მდგომარეობასთან დაკავშირებით FIFA-ში საჩივარს შეიტანს
დათხოვნიდან 1 კვირაში შესაძლოა, კვლავ პრემიერ ლიგაში დასაქმდეს - ესპირიტო სანტუს ახალი ვარიანტი აქვს
სალაჰი უკვე მეოთხეა - ეგვიპტელის მორიგი მიღწევა პრემიერ ლიგაში
ბერნარდო სილვა სერია A-ში? - ფეხბურთელი იტალიურ გრანდს შესაძლოა, უფასოდ შეუერთდეს
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
[PHOTO] ყველაფერი სახეზე ეტყობა - პსჟ-ის პრეზიდენტის რეაქცია კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების ტრავმის შემდეგ
"დაველოდოთ სამედიცინო პერსონალის ტესტის პასუხებს" - ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი კვარაცხელიას ტრავმაზე
64 წლის შემდეგ გადაწერილი ისტორია - მოდრიჩი 40 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისის თანამშრომლობა კიდევ 4 წლით გაგრძელდა
"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე
იოსებ ტყემალაძე: "შავი ლომის" მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
იოსებ ტყემალაძე MARCA-სთან - "2027 წელს ჩვენს ხმას ბევრი გაიგონებს"