ვეტერანი მორაგბეები მხარდაჭერას სოსო ტყემლაძეს უცხადებენ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ვეტერანი მორაგბეები გამოეხმაურენ და სპეციალური განცხადება გაავრცელეს:

"საქართველოს ვეტერანი მორაგბეები დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს სარაგბო ოჯახში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების განვითარებას, რომელიც გაცდა რაგბის სამყაროში დამკვიდრებულ ღირებულებებს და ზოგადად ყოველგვარ ზნეობრივ ნორმებს.

სარაგბო თემისთვის ყოვლად მიუღებელი ფორმები მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა, რომელმაც დაუმსახურებლად ჩირქი მოსცხო და ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა ყველა თაობის მორაგბის მიერ ნალოლიავებ და თავგამოდებით შექმნილ ჯანსაღ გარემოს და წლების განმავლობაში საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ დამსახურებულ ავტორიტეს.

ჩვენ ყველანი ნათლად ვხედავთ,
რომ ქართული რაგბის წინააღმდეგ მიმართული ეს ბინძური კამპანია, რომელიც პირდაპირ უნდა ითქვას, პროვოცირებულია უსაფუძვლო ამბიციებით შეპყრობილი ჯგუფის მიერ, რომელიც თავს უფლებას აძლევს, ილაპარაკოს მთელი სარაგბო საზოგადოების სახელით, ყოველგვარ ზღვარს გადაცდა.

ვთვლით, რომ ასეთ ვითარებაში გაჩუმება დაუშვებელია, რადგან დაპირისპირების შემდგომი გაღრმავება უკიდურესად დააზიანებს და ჩიხში შეიყვანს აღმავლობის გზაზე მყოფ ქართული რაგბის მომავალს და ჩვენი ერთგული გულშემატკივარის უდიდეს იმედგაცრუებას გამოიწვევს.

ჩვენ - ყველა თაობის მორაგბე - ზუსტად ვართ გათვითცნობიერებული და სრულ ინფორმაციას ვფლობთ იმის თაობაზე, თუ რა ხდება ჩვენს ოჯახში და ამიტომ ვთვლით, რომ დაპირისპირება ამ ფორმით უპირობოდ უნდა შეწყდეს და დაიწყოს მუშაობა მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად და საერთო მიზნების გარშემო გასაერთიანებლად.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ყველა თაობის რაგბის ვეტერანების უდიდესი ნაწილი შეხვდა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს - ბატონ სოსო ტყემალაძეს და მოისმინა მისი მოსაზრება შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსვლისა და ქართული რაგბის შემდგომი წინსვლის პერსპექტივების შესახებ, ასევე ვუყურეთ მის ვრცელ ტელე-ინტერვიუს პალიტრანიუსზე და ყველაფერ ამაზე დაყრდნობით გვინდა განვაცხადოთ, შემდეგი:

- ვეტერანები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ სოსო ტყემალაძეს და მის მიერ წარდგენილ „რაგბის შემდგომი განვითარებისა და წინსვლის პროგრამას“ და რაც სარაგბო თემისთვის განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სრულად ვიზიარებთ მის ხედვას - დაპირისპირების დაძლევისა და სიტუაციის ნორმალურ კალაპოტში გადაყვანის გზების შესახებ;

- არსებული ვითარებით უკმაყოფილო მხარეს კი მოვუწოდებთ, რომ თავი დაანებონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მთელი სარაგბო თემის სახელით აპელირებას. მათ მიერვე შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით კი, ვურჩევთ, შეეცადონ ცივი გონებით შეაფასონ შექმნილი მდგომარეობა, ხელი შეუწყონ დაპირისპირების შეწყვეტისა და ერთიანობის აღდგენის შესახებ შეთავაზებულ წინადადებებს და საქმიანი კამათისა და ანალიზის მეშვეობით ერთიანად ხელი შეუწყოთ ქართული რაგბის წინსვლას და ერთიანობას.

ამას მოითხოვს სარაგბო თემის უდიდესი ნაწილი, რაგბის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი და ჩვენი განვითარების გულწრფელი მხარდამჭერი - საერთაშორისო სარაგბო თანამეგობრობა".

ვეტერან მორაგბეთა არასრული სია

1. გელა მიქაბერიძე
2. ზაზა ღვინიაშვილი
3. ილო იოვაძე
4. ზურაბ ხარშილაძე
5. გოგი ჯალაღონია
6. ბათუ კევლიშვილი
7. დათო ჯალაღონია
8. შურა თაყაიშვილი
9. მალხაზ კოროშინაძე
10. გოგი ჭიჭინაძე
11. გოგი ლებანიძე
12. გიორგი კეშელავა
13. კაკი რამიშვილი
14. ნუგზარ კობერიძე
15. ავთანდილ გუგავა
16. ნუგზარ ქარქაშაძე
17. თემურ გამცემლიძე
18. ნონო ანდღულაძე
19. ლექსო გუგავა
20. ირაკლი დოლიძე
21. ალექსანდრე ცისკარიშვილი
22. ნუკრი კოტრიკაძე
23. კოკა ლაზიშვილი
24. ლევან ვასაძე
25. გუგა გეგენავა
26. სერგო რამიშვილი
27. გაიოზ მონიავა
28. თამაზ ანდღულაძე
29. მერაბ ნიჟარაძე
30. გურამ კუციავა
31. ბეგი გვალია
32. ზურა ქელბაქიანი
33. ალე მამულაშვილი
34. ზურა ელიზაშვილი
35. გია ნიჟარაძე
36. ტარიელ მაჭავარიანი
37. ნოდარ ლიპარტელიანი
38. მერაბ არჩვაძე
39. ლაშა თავართქილაძე
40. კაკი დავითულიანი
41. თამაზ მაზმიაშვილი
42. თემურ კახოიძე
43. დავით გურული
44. გიორგი რამიშვილი
45. ივანე ფურცელაძე
46. ირაკლი გოგოხიძე
47. ზურაბ ალადაშვილი
48. ბექა კობეშავიძე
49. დავით კობეშავიძე
50. გიორგი კორკოტაშვილი
51. ლევან ღვაბერიძე
52. ზურაბ ზოიძე
53. ერეკლე ტრიპოლსკი
54. გიორგი კობახიძე
55. დავით გიორგაძე
56. დათო თევზაძე
57. ვახტანგ კაპანაძე
58. თემურ ჯაფარიძე
59. თემურ ნარიმანიძე
60. გივი ჭიჭინაძე
61. გია ჩლაიძე
62. ლაშა ჩიქვინიძე
63. გია ცაგარეიშვილი
64. თემურ გაფრინდაშვილი
65. გიორგი ლომინაძე
66. ვალტერ კაპანაძე
67. ცეზარ დარჩია
68. არჩილ ჭუმბურიძე
69. თენგიზ ცისკარიშვილი
70. მერაბ ფერაძე
71. მიხეილ კალანდაძე
72. ბიძინა ბერიშვილი
73. ჯონი ბენდელიანი
74. ზურაბ შარაშენიძე
75. ბაჩი გოგუაძე
76. ალექსანდრე ნაჭყებია
77. ბართლომე ხამაშურიძე
78. თენგიზ ტურძელაძე
79. ალექსანდრე გრიგალავა
80. ტარიელ მარგველაშვილი
81. ტუხა ხახალეიშვილი
82. პაატა ტყაბლაძე
83. რობერტ ობოლაძე
84. დიმიტრი ფულარია
85. გია რევიშვილი
86. ბუთხუზი გაბუნია
87. კახა გაბრიჩიძე
88. გიზო ცქიტიშვილი
89. რამაზ სვანიძე
90. ალექსანდრე მიქაბაძე
91. ბორის ზივზივაძე
92. ავთანდილ ჩოგოვაძე
93. გოჩა ხონელიძე
94. ზურიკო შავგულიძე
95. მამუკა ჯანაშია
96. ოთარ ალავიძე
97. დავით რეხვიაშვილი
98. გიორგი ნემსაძე
99. ნუკრი წერეთელი
100. დავით ნემსაძე
101. ლევან შარვაშიძე
102. ბესიკ ხამაშურიძე
103. ავთანდილ კოპალიანი
104. გაგა გურეშიძე
105. გოჩა ხონელიძე
106. მერაბ ანთაძე
107. ნიაზ მამრიკიშვილი
108. თამაზ მგელაძე
109. გია ჯაფარიძე
110. შოთა მოდებაძე
111. ზურაბ ზვიადაძე
112. ბექა ყურაშვილი

მკითხველის კომენტარები / 27 /
სირცხვილია მორაგბეებო, სირცხვილი...

ისე იზამთ ამ მაფიოზობანათი, რომ სულ შეტრიალდება გულშემატკივარი.
რაგბის ხომ ვაჟკაცობის, თავდადების და ხალასი გულწრფელობის გამო ვგულშემატკივრობთ ასეთი გულით
დავითი
26 თებერვალი 2021 18:55
2
და იმდენი მილიონი რო ჰაერში აორთქლდა წინა ფედერაციის დროს, მაშინ სად იყავით? გეძინათ 112 ივეს?
ვაჟა
26 თებერვალი 2021 21:30
6
თქვენ გინდათ 6 ერში? ასე დაჭმით? რასაც მიაღწიეთ გულშემატკივრების დახმარებით, თქვენ, ყველა მოქმედმა თუ ვეტერანმა რაგბისტმა, ვინც ფედერაციაში ომობთ, წყალში ჩაყარეთ ყველაფერი!!!მე არ ვაპირებ მტყუანი მართალის გარკვევას ყველამ გააფუჭეთ საქმე!!!
ლერი
26 თებერვალი 2021 23:41
0
ვისაც რაღაცა დროს რაგბი უთამაშია, ვეტერან მორაგბეებად ითვლებიან? ასეთი განცხადების უფლება არ გაქვთ. სამარცხვინო საქციელი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
geo
26 თებერვალი 2021 21:28
20
ეს სია იმ კომუნისტების სიაა რომლებმაც საქართველოს რაგბის დამოუკიდებლობას ხმა არ მისცეს და რუსეთისგან გამოყოფა დაგმეს..ახლა როგორ იღებენ ხმას ეს ბევერი კომუნისტები? ეხ კალა კალა
ragbi
26 თებერვალი 2021 21:25
16
ვარ 60 წელს გადაცილებული. ბავშვობაში 2 წელი დავდიოდი ფეხბურთზე. მივმართავ "ვეტერან რაგბისტებს": ვითვლები თუ არა ვეტერან ფეხბურთელად?
ისე, საინტერესო იქნებოდა მიეთითებინათ სად თამაშობდნენ და რომელ წლებში?
ვეტერანი ფეხბურთელი
27 თებერვალი 2021 10:05
0
აბუსერიძე დიდი რაგბისტი იყო, ეს უდავოა, მაგრამ საზოგადო მოღვაწედ, რომ არ ვარგა, პარლამენტში ყოფნით დაამტკიცა. 4 წელი ათასებს იღებდა ხელფასად და ერთხელ ვერ ამოაღებინეს ხმა სხდომებზე. ახლა კი გვიმტკიცებს მენეჯერის უდიდესი ნიჭით ვარ დაჯილდოებულიო. ერთი აგვიხსნას ფულს საიდან მოიტანს? ფული ბიძინამ და ხელისუფლებამ უნდა დადოს, ამიტომ თავის კსცს მეტს მისცევენ, ვიდრე, სხვას. როცა ფულის სხვაგან შოვნას ისწავლით და ხელისუფლებას აღარ შეაწუხებთ, ისე, როგორც ეს დასავლეთშია, მერე მოითხოვეთ დემოკრატიული არჩევნები და თქვენი კაცი. რატომ ვერ გაიგეთ, რომ სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელობა სპორტის სახეობა არ არის და აქმაგარი მუხლი და მკლავი კი არა, გონიერი თავია საჭირო, ანუ ეს მენეჯერული საქმიანობაა და კარგი მენეჯერია საჭირო და არა კარგი რაგბისტი. თუ ტყემალაძე ხელმოცარული ბიზნესმენი და ცუდი მენეჯერია, თქვით, დაამტკიცეთ და ხალხი თქვენს მხარეზე დადგება.
ჰავლაბრელი ტიღუა
27 თებერვალი 2021 15:14
0
ვინც ვერავინ ვერ ამოიკითხა რაგბისტები ამ სიაში: ბესო ხამაშურიძე და გიორგი ნემსაძე უახლოესი ისტორიის ცნობილი ბორჯღალოსნები არიან, ნოდარ ანდღულაძეც, ლექსო გუგავაც, ბევრი წარსულში კარგი მორაგბე იყო და ეხლა მწვრთნელებად მუშაობენ, ასე რომ არ არის მთლად ეგრეც საქმე რომ მთელი სარაგბო სამყარო აბუს ემხრობა. ყველა შემთხვევაში სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ წესდებით რომელიც ეხლა მოქმედებს და ვინც გაიმარჯვებს ღმერთმა გაუმარჯოს. რეესტრიც ტყუილად არ დაახარვეზებდა, არსებობს სასამართლო, ასე რომ სამართლებლივად იდავოს ვისაც დავა უნდა.
გიორგი
27 თებერვალი 2021 12:49
3
სასამართლო არსებობს ჩვენთან?
gia
27 თებერვალი 2021 18:19
1
ყველაფერი წარსული პირველ რიგში საჯარო და გამჭვირვალე უნდა გახდეს, ერთი სიმართლის მთქმელი ვერ ვნახე, რაც იმალება იმაზე ისაუბრეთ და თავისით დალაგდება ყველაფერი
ხოცავენ ფულის გულისთვის ერთმანეთს
27 თებერვალი 2021 18:44
0
ლელოოოოო, ნათესაობააა მახინჯი ძმაკაცობააა... ნავტალინი..... და რა ეშველება ჩასვრილ საქმეებს. ბუ არ სიამოვნებთ იმიტომ რომ ეს ყველაფერი დამთავრდება.
vai.
27 თებერვალი 2021 10:27
3

სიახლეები პოპულარული