ირაკლი აბუსერიძე: გამოდით - მშენებლის დაცვა ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!

AutoSharing Option
8 მარტს რაგბის კავშირის პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნებია. პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა.

"ოთხშაბათს, ტყემალაძის დაცვა, 3 სარაგბო კლუბის მაგივრად მისცემს ხმას არჩევნებზე! სულში გვაფურთხებენ!

მშენებლის დაცვა, 3 სარაგბო კლუბის ნაცვლად დასვამს ხელმოწერას და ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!

თუ გიყვართ რაგბი, გტკივათ რაგბი, ერთხელ მაინც დაგიკრავთ ტაში "ბორჯღალოსნებისთვის", თავად ხართ მორაგბე, გულშემატკივარი თუ უბრალოდ მოქალაქე, ვისაც ქართული სარაგბო წარმატებით ერთხელ მაინც უამაყია - გამოდით! გამოდით და გვერდზე დაგვიდექით, სანამ რაგბის მომავლის კარი საბოლოოდ ამოგვიშენეს!

ეს არ არის მოწოდება, ეს
არის ჩემი, მორაგბე ირაკლი აბუსერიძეს და ჩემი თანამებრძოლი მორაგბეების თხოვნა. ჩვენ მთელი ცხოვრება შევწირეთ ქართულ რაგბს და ქართველ გულშემატკივარს და ახლა, ამ გადამწყვეტ შერკინებაში, გადამწყვეტი გამარჯვებისთვის, ყველაზე მეტად თქვენი ძალა გვჭირდება!

ვისაც მოგწვდათ ჩვენი ხმა, ოთხშაბათს, 10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენასთან შეგხვდებით.
წარმატების ერთადერთი გზა თავისუფლებაა და თავისუფლება რაგბის ხვედრია!", - წერს აბუსერიძე "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ტყემალაძეს დაცვა არ ყავს..
zviads
08 მარტი 2021 01:34
0
რაგბი კი არა, ქვეყანა დაგვენგრა თავზე და არავინ გამოდის გარეთ, შენ კი რაგბის დასაცავად გინდა შეკრიბო ათასები? ტყუილი ოცნებაა.
ჰავლაბრელი ტიღუა
08 მარტი 2021 01:03
7
ეს სიტყვა ,,მშენებელი" ჩაიხვია ამან...
ზურა
08 მარტი 2021 00:26
0
იმდენი ერთმანეთის საწინაამდეგო ინფორმაციაა ორივე მხრიდან რომ ჭირს ან შეუძლებელია სიმართლის გაგება.
საჭიროა: 1. IQ ტესტის შემოღება-შეუძლია თუ არა რამის გაკეთება კანდიდატს.
2. პოლიგრაფი- ტყუის თუ არა.

ასეთი მიდგომა უნდა იყოს არამარტო რაგბის პრეზიდენტის არჩევაში არამედ ყველა მაღალ თანამდებიბაზე!
გიორგი
07 მარტი 2021 23:51
0
Უკვე ცირკად გადააქციეთ ეს ყველაფერი, თქვენ სამივე კიდევ უნიჭო კლოუნები ხართ და ამიტომაც თქვენ ცირკს მაყურებელი (მხარდამჭერები და გვერდით მიდგომები ამ შემთხვევაში) არ ყავს. Გადატეხეთ ეხლა ეგ სკამი სამად და კი იცით სადაც უნდა წაიღოთ.
Ნიკა
07 მარტი 2021 22:45
2
იქნებ მაგ მშენებელმა მაინც უშველოს რაგბს თირემ ესენი ერთმანეთის დაჭმაზე და ფულის ჭამაზე არიან გადასულები და კიდევ აბუსერიძეს რამის გაკეთება რომ სდომებოდა პარლამენტდანაც გააკეთებდა საქმეს და უბრალო პულტი არ იქნებოდა
Givi
07 მარტი 2021 22:42
7
აბუსერიძეს პატივს ვცემდი, მაგრამ ახლა ცოტა დავფიქრდი. შეიძლება არც მეორე მხარესაა "სუფთა" და "სწორი" ადამიანები მაგრამ უბრალოდ ბრძოლით რომ ყველაფერი ფუჭდება რაც აქამდე გაკეთდა ეს კი კარგად მოსჩანს. ერთიანობაა მთავარი რომ რაგბმა წინ წაიწიოს და უკენ არ ქონდეს სვლა რისი ნიშნებიც უკვე ჩანს. ამიტომ ერთიანობაა მთავარი და საქმისთვის შეიძლება "უკანაც" დაიხიოს თუნდაც "მართალმა" ადამიანმა. ამიტომ აბუსერიძეს "შევთავაზებდი" შეურიგდეს ახალ აეჩვნებს ოღონდ მოითხოვოს საპასუხისმგებლო თანამდებობა რომ შიგნიდან აკონტროლოს საქმიანობა ოღონდ არა ჩაჯინებული არამედ სწორი და პატიოსანი ქმედებით. დაეხმაროს რაგბის კავსირს გახდეს უფრო ღია და გამჭირვალე. და ახალი პრეზიდენტსაც ხომ ექნება ვადა რომლის დასრულების შემგედ იყაროს კენჭი ხელახლა. უბრალოდ ერთმანეთის შუღლს ნუ გაადაყოლებენ ყველაფერს რაც გაკეთდა...
ემზარი
07 მარტი 2021 22:31
3
ეს გაუთავებელი კინკლაობა გინდა სპორტში, გინდა პოლიტიკაში, უნდა დამთავრდეს!
კობი
07 მარტი 2021 22:27
1
რა ხდება გამარკვიეთ? რამე უფრო ვრცლად დადეთ?
იო
07 მარტი 2021 22:09
0
ეგ მესმის, მაგრამ ტყემალაძეზე რომ იძახიან, უცხო კაცია აქ არაფერი ესაქმებაო, იქნებ გაასაჯაროონ რა გააკეთა ამ კაცმა, რომ ფართო მასისთვის გახდეს ცნობილი, თორემ აგერ , ვერ ხედავ? ჩვენ მთელი ცხოვრება რაგბისთვის გავიღეთ და ამას აქ რა უნდაო? ცუდი იცი რა არის? ვერცერთი მხრიდან ვერ ვიგებთ, სამომავლოდ რას აპირებენ
ემიგრანტს
08 მარტი 2021 12:09
0
რა ხდება და ბატონ ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ რაგბისთვის გამოყოფილი თანხები(მათ შორის პირადად მისი კუთვნილი) რაგბის განვითარებისათვის დაიხარჯოს და მისი ნდობით აღჭურვილი პირია სწორედ ტყემალაძე, რომელსაც რაგბისათვის საკმაოდ ბევრი აქვს გაკეთებული და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრს გააკეთებს. პარლამენტარ-რაგბისტის კი არ მჯერა. თუ რაგბის განვითარება უნდა დაუდგეს გვერდში და რაგბი გაიმარჯვებს, მაგრამ არა, თანხების კონტროლი უნდა და ამაშია საქმე.
emigranti
08 მარტი 2021 05:19
1
ისე არც ამ აბუსერიძის დაიჯერება და მითუმეტეს იმ მშენებელის ეხლა რო უპირებენ დასმას , უბრალოდ სანამ ეს ქოც-ნაც კაცუნები მართავენ ქვეყანას , ჩვენი საშველი არ იქნება , გამოიღვიძეთ ბოგანოებო შეგვჭამეს ამ მედროვე ძალათ დემოკრატებმა , ამათ დემოკრატიის ძირითად არსზე საუბარიც არ სურთ , სადაა შრომის კანონი ევროპულთან ფათანაბრებული ? და რომც მიიღონ ვინ დაიცავს შესრულებას ? ეს ძალათ კაცმაცუნები არაფრის დამცველები არ არიან
სიმართლე დათობ
07 მარტი 2021 22:04
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული