ირაკლი აბუსერიძე: თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს (თუმცა საჯარო რეესტრმა არ დაამტკიცა), სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადებას ავრცელებს:

"თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ზეგ, 10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენაზე, ქართველი მორაგბეები

ქართველ გულშემატკივართან ერთად შევკრავთ მოლს და წინ ვერაფერი დაგვიდგება!

თუ რაგბი ჩვენი თამაშია, რაგბის თავისუფლება ჩვენი ხვედრია!

თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!

ოთხშაბათს, ერთი კაციც გუნდია!"

ოთხშაბათს, ხვალ, 10 მარტს, დიდუბეში, გ
ამოფენის შენობაში რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა გაიმართება. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძე გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 36 /
რა სფეროშიც ქართული ოცნება შევიდა ყველა სფეროში რეგრესია
გიო
11:00 10-03-2021
2
რა გჭირთ ხალხო? ბოლო-ბოლო უსამართლობის განცდა მაინც არ გაქვთ? ნომენკლატურის ქვეყანა მოგენატრათ ადამიანებად რომ არ გთვლიდნენ? თუ ბოტები ხართ ჯანდაბას თქვენი თავი, თუ არა და უნდა გაითავისოთ, ეს ქვეყანა ჩვენია და არა მთავრობის. რაგბიც ჩვენია და არა მხოლოდ მორაგბეების. შეკრება მხარდაჭერაა სამართლიანობის.
გიორგი
10:50 10-03-2021
1

სიახლეები პოპულარული