საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ დღეს, 18 მარტს, პრესკონფერენცია გამართა და საჯარო რეესტრის მიერ რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობის აქტში ხარვეზების აღმოჩენასა და იოსებ ტყემალაძის გაპრეზიდენტების შეჩერებაზე ისაუბრა.

"გუშინ ვიხილეთ, რომ საჯარო რეესტრმა ხარვეზი დაადგინა. ეს ისეთი ხარვეზი იყო, რასაც რეესტრი გვერდს ვერ აუვლიდა. მინდა ვთქვა, რომ 30 დეკემბრის აქტში რა შინაარსობრივი დარღვევებიც მაშინ აღმოაჩინა რეესტრმა, იმაზე მეტი ამ აქტში არის. მაშინ ორი ხარვეზი იყო: 30-დღიანი ვადის დარღვევა და დღის წესრიგში გამგეობის საკითხის დამატება.

ტყემალაძის არჩევის აქტშიც ორი ხარვეზი დაადგინეს. პირველი, დათვლილი ხმების ოდენობა. წესით, ერთი სეზონის ხმები უნდა დათვლილიყო, მაგრამ ამათ 2 სეზონის ხმები დაითვალეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კვორუმისთვის ხმები არ ჰყოფნიდათ და გამარჯვებას ვერ მოიპოვებდნენ; მეორე კი დღის წერიგში წესდების დამატება იყო. რეალურად კი, უფრო მეტი ხარვეზია, რაზეც ბატონი დავით კლდიაშვილი ისაუბრებს.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: კლუბებმა საჩივარი საარჩევნო ყრილობის გამართვამდე შეიტანეს, მაგრამ ეს დოკუმენტში ასახული არ არის, არადა, 30 დეკემბრის აქტს ბაჩო ხურციძის საჩივარი ახლავს.

ცნობილი ფრანგული გამოცემა L'Équipe-ი დაგვიკავშირდა და მათ გავუგზავნეთ სრული მასალა, თუ როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესები. ნებართვა აიღეს, რომ "მსოფლიო რაგბისთვის" მიემართათ. ხოლო ჩვენი მხრივ, ვადგენთ დოკუმენტების კრებულს, რომელსაც "მსოფლიო რაგბის" გადავუგზავნით. მაროკოს შემთხვევაში მოხდა, რომ ამ ქვეყანაში საარჩევნო ყრილობა წესების დაცვით არ ჩატარდა. "მსოფლიო რაგბიმ" ჯერ გააფრთხილა და შემდეგ უკვე დისკვალიფიკაციით დასაჯა. ასე რომ, რეაგირების ბერკეტი რაგბის მმართველ ორგანიზაციას გააჩნია", - განაცხადა აბუსერიძემ.

სხვა დარღვევებზე კი იურისტმა დავით კლდიაშვილმა ისაუბრა:

"ამ აქტს აკლია ჩანაწერი, რომელიც იტყოდა, რომ ნოტარიუსმა ყრილობაში მონაწილე ყველა პირის უფლებამოსილება შეამოწმა და ისე შეადგინა ოქმი. დოკუმენტში ეს არ გვხვდება, მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარეზეა მითითება, რომელმაც თქვა, რომ ყველა უფლებამოსილი იყო და ნოტარიუსიც ამას დაეყრდნო. ეს არასწორია, ნოტარიუსმა თავად უნდა შეამოწმოს.

ასევე, ყრილობაში მონაწილეთა სია საჯარო არ არის. წერია, რომ ნოტარიუსი თავისთან ინახავს ამ სიას. ყველა კლუბის ხელმოწერა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ასევე, რამდენიმე სუბიექტმა არჩევნებში მონაწილეობა მინდობილობით მიიღო. არც მინდობილობის დოკუმენტებია საჯარო, არცერთი არაა ატვირთული. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული მინდობილობებით, მათი შინაარსი ქართულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ჩვენ დღეს განცხადებას შევიტანთ საჯარო რეესტრში. თუ, დავუშვათ, გამორჩათ ხარვეზები, ჩვენ ვთავაზობთ ჩამონათვალს და იმსჯელონ ჩვენს წერილზე", - აღნიშნა კლდიაშვილმა.

ვეტერანი
აბუ! თუ მუშაობა და საქმის კეთება შეგიძლია დაუდექი გვერდით, თუ არა და გაჩუმდი!
ქომაგი
ნაცების ნარატივი. ბოიკოტი საბოტაჟი. დასჯის თორე ბევრს მოიგებს ქვეყანა და ნაკრები.ან შენ. ეხლა ამას რო კითხო ქართულ რაგბზე ზრუნავს. გეუბნებით რა პირადი ინტერესები აქვს ამას და თავის კამანდას.
ემზარი /ქუთაისი/
ეხ ირაკლი ირაკლი რაც გაგიკეთებია ყველაფერს ნუ გაატან წყალს. ა
ლუკა
სარაგბო მიშაა ეს მგონი, ისიც ეგრე მართალი მოვიდა და გზირივით აგვაოხრა მერე, მე თუ არა სულაც კარგად იყავითო.:(
დათო
დისკვალიფიკაციით დასაჯა-აბუსერიძე ნამდვილი პატრიოტია
გიორგი
100%
გიორგი
დაზუსტება: "მისი გადაწყვეტა ოცი სხვადასხვა სახით უტრიალებს თავში ადამიანსო, ისე, რომ თვითონაც ვეღარ ერკვევა ადამიანიო". ამ დაზუსტებით, სრულიად გეთანხმებით.
გიორგი
აბუსერიძე ეროვნული ნაკრების დისკვალიფიკაციაზე ლაპარაკობს, თუ მეჩვენება?
გორდა
ადრე ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა მითხრა ერთ-ერთი ქართული სიტყვის მნიშვნელობა. ეს ისეთი მდგომარეობააო, როდესაც ღმერთი ადმიანს, ან ადამიანებს სჯის და ერთი საკითხი, მისი გადაწყვეტა ოცი სხვადასხვა სახით უტრიალებს თავშიო, ისე, რომ თვითონაც ვეღარ ერკვევაო. ხოდა მგონი ეგ გვჭირს რაგბშიც და მთლიანად ქვეყანაშიც. ღმერთმა გვიშველოს კეთილგონიერების მოხმობაში!
tngh
ოღონდ ჩხუბი და დავი-დარაბა შეწყვიტეთ, და რამდენის გნებავთ... იმდენი საჩივარი წერეთ.
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | "ბენეტონთან" ტრევიზოში
[PHOTOS] ტრავმირებული კვარაცხელია 30-ე წუთზე შეცვალეს
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მილანი" სალმაკერსს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს და ხელფასს გაუზრდის
"ახლა მუშაობა ყველაზე მეტად მინდა" - გვარდიოლამ "სიტიდან" წასვლა გამორიცხა
ნაოპერაციევი ლუის ენრიკე პარიზში შეცვლილი გარეგნობით დაბრუნდა - როგორი იქნება "ლანსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება
"ნაპოლი" წინ მიიწევს - შემდეგი მატჩი "სიტისთან" აქვს
ჩაკვეტაძე ისევ არ იყო განაცხადში - "უოტფორდი" მე-17 ადგილზე დაქვეითდა
დავითაშვილის გარეშე - "სენტ-ეტიენმა" მოიგო და ისევ ლიდერია
ქოჩორაშვილის 68 წუთი - "სპორტინგმა" გაიმარჯვა და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა
მიქაუტაძის დებიუტი ლა ლიგაში და "ვილიარეალის" მარცხი "ატლეტიკოსთან"
დიდი თავგადასავალი იწყება - მიქაუტაძე "ატლეტიკოსთან" სასტარტოშია
გიჟური მატჩი და საოცარი სილამაზის გოლები ტურინში - "იუვენტუსმა" "ინტერს" თამაში ბოლო წუთებზე შემოუტრიალა
[VIDEO] ლომინაძის სადებიუტო გოლი პორტუგალიაში - მისმა გუნდმა გაიმარჯვა
[VIDEO] ბუდუს პირველი წითელი ბარათი კარიერაში - "ჰაიდენჰაიმი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს
კვლავ საუკეთესო ლოჩოშვილი და "ნიურნბერგი" ფსკერზე
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
"გთხოვთ... "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - დუემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია" - რა თქვა ზიდანმა?
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
ირაკლი აბუსერიძე იოსებ ტყემალაძეს მიმართავს
საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისის თანამშრომლობა კიდევ 4 წლით გაგრძელდა
იოსებ ტყემალაძე: "შავი ლომის" მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე
"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
იოსებ ტყემალაძე MARCA-სთან - "2027 წელს ჩვენს ხმას ბევრი გაიგონებს"
ირაკლი აბუსერიძე: მშენებელმა ტყემალაძემ ისიც არ იცის, ლელო რამდენი ქულაა
დაძაბულობა რაგბის სამყაროში... ირაკლი აბუსერიძე "სპორტალში" [LIVE]
ირაკლი აბუსერიძე: გამოდით - მშენებლის დაცვა ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!
ირაკლი აბუსერიძე: თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!
ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია - ირაკლი აბუსერიძე