დავაყენეთ მოლი, მივაწექით, რომ შევსულიყავით და ჩაგვეშალა არალეგიტიმური არჩევნები - მორაგბე

AutoSharing Option
"ექსპო ჯორჯიაში", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

"მორაგბეები მშვიდობიანად ვართ განწყობილნი. უბრალოდ, დავაყენეთ მოლი. მოლი არის რაგბის ილეთი. ჩვენ შევიკარით და მივაწექით, რომ შევსულიყავით და ჩაგვეშალა ეს არალეგიტიმური არჩევნები. მშვიდობიანი აქცია გვინდოდა, მაგრამ აქ ისეთი ადამიანები გაჩნდნენ, რომლებიც რაგბისთან კავშირში არ არიან. სამარცხვინოა ეს, რაც აქ ხდება", - აცხადებს მორაგბე სიმონ მაისურაძე.

რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის
კანდიდატის, სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, დღეს "ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.

გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
აშკარაა, რომ მოლის და შერკინების მწვრთნელი შესაცვლელია
1
დემოკრატია ნაადრევად ხომ არ შემოგვტენეს ქართველებს ამერიკელებმა? დემოკრატიისთვის ველურად გამოვიყურებით ქართველები და ველურებისთვის დემოკრატია, ეს ანარქიაა და მეტი არაფერი, რასაც ვხედავთ კიდეც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომაც გვიკიჟინებს დასავლეთი დემოკრატია დანერგეთ თუ არა თვალით არ დაგვენახოთო. ის კი ავიწყდებათ, რომ დემოკრატიას თვითონ ორი საუკუნე აშენებდენ და ბოლომდე მაინც ვერ ააშენეს.
ჟორა გაბრიჭიძე
20:34 10-03-2021
3

სიახლეები პოპულარული