ამაშუკელი 20-წლამდელთა "ექვს ერზე" ბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი ივნისში 20-წლამდელთა "ექვსი ერის" ორ შეხვედრას იმსაჯებს.

შეგახსენებთ, პანდემიის გამო გადადებული ტურნირი ზაფხულში ერთ ლოკაციაზე, კარდიფში (უელსი), "არმს პარკზე" გაიმართება. ის 19 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება. ამაშუკელი პირველ ტურში უელსისა და იტალიის შეხვედრას იმსაჯებს, 25-ში კი ინგლისისა და შოტლანდიის დაპირისპირებას განსჯის.

"მიხარია, რომ ასეთ მაღალი დონის ტურნირზე კიდევ დამიძახეს და მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ორ თამაშზე დამნიშნეს. ეს ადასტურებს, რომ ქართული სამსაჯო სკოლის მიმართ ნდობა იზრდება.

ტურნირი "კარდიფ ბლუზის" შესანიშნავ არენაზე იმართება და საოცარი
ატმოსფერო იქნება, მით უმეტეს, რომ უელსში ტრიბუნებზე გულშემატკივარიც დაიშვება. პირველ მატჩში მასპინძელი უელსი იტალიას მასპინძლობს. წინა წლებში იტალიელებმა დაამტკიცეს, რომ ამ დონეზე ხელწამოსაკრავი გუნდი არ ჰყავთ და მძიმე თამაშს ველოდები. ერთ კვირაში ინგლისი შოტლანდიას ეთამაშება. აქ ინგლისი ფავორიტია, თუმცა სარაგბო სამყაროში ამ გუნდების დაპირისპირება პრინციპულობით გამოირჩევა და მიხარია, მისი განსჯა მე რომ მანდეს", - განაცხადა ამაშუკელმა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
U20 რაგბი ევროპის ჩემპიონატშიც რომ ტარდებოდეს კარგი იქნებოდა
Givi
11:26 26-05-2021
0

სიახლეები პოპულარული