ლიეტუვის შვიდკაცა ნაკრები საქართველოში ყოფნისას მასპინძლობით უკმაყოფილო დარჩა, თუმცა მათი რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ირმანტას კუკულსკისისმა ოფიციალურ წერილში განაცხადა, რომ ეს გაუგებრობა იყო.

ლიეტუვის რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ირმანტას კუკულსკისის წერილი:

განცხადების ორიგინალი

სიტუაციის შეფასების შედეგად, მსურს ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ლიეტუვის და საქართველოს რაგბის ფედერაციები ყოველთვის იჩენდნენ ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერას და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენს კარგ ურთიერთობას საქართველოს რაგბის კავშირთან, ვინაიდან ჩვენ ვართ სარაგბო თემის წევრები და ერთმანეთთან არა მარტო ჩვენი ქვეყნების მეგობრობა გვაკავშირებს, არამედ ეს შესანიშნავი თამაში – რაგბი.

ჩვენ არასდროს ვურევთ მეგობრობას და მჭიდრო თანამშრომლობას პოლიტიკასთან. ასე რომ, მომხდარს აღვიქვამთ, როგორც მცირე გაუგებრობას, რომელიც უკვე გავარკვიეთ და მოვაგვარეთ.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი, ლიეტუვის რაგბის კავშირისთვის!

ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ.

გულითადი პატივისცემით,

ირმანტას კუკულსკისი,

ლიეტუვის რაგბის კავშრის პრეზიდენტი

rugby.ge

გიორგი
ბოდიშის მოხდა, არა? უპასუხისმგებლობა კვადრატში!
ჟორა გაბრიჭიძე
როგორც ეს სიტუაცია რაგბის წარმომადგენელმა მაყურებელს აუხსნა, გუნდში აღმოჩენილი კოვიდის გამო უარი თქვეს ლიტველების მიღებაზე და შესაბამისი წერილიც მისწერეს, ისინი კი მაინც ჩამოვიდნენ, ანუ ჩვენები მათ არ ელოდნენ და არც არავინ დაახვედრეს. ისე გამოსაძევია ეს საქმე, მართლა გაიგზავნა თუ არა უარის წერილი. ლიტველების წერილი მე ასე მოვთარგმნე, რადგან მეგობრები ვართ გაპატიეთო. რაც ჩვენთვის მთლად კარგი არ არის.
ლუკა
სულ რომ მართლაც გაუფრთხილებლად გამოცხადებულიყვნენე, სათანადო ყურადღება აუცილებელი იყო, მაგრამ ამ პოლიტკორექტულ მიკიბ მოკიბულში ვეღარ გავიგებთ ალბათ სიმართლეს.
არტ
აზრზე არ ხარ და წერ. შვიდკაცა რაგბის გუნდი იყო მაგათი ჩამოსული და შვიდკაცაში საქართველო არაფერს წარმოადგენს. დიდ რაგბს რაც შეეხება ძალიან მოგეწონება ეგრე რომ "გვიმასპინძლონ" სამხრეთ აფრიკამ, ინგლისმა, უელსმა და ბარე ათმა სხვა გუნდმა ვინც ერთი თავით გვჯობია და ვისთანაც მოგების არანაირი შანსი არ გვაქვს? უბრალოდ ადამიანურ ამბავში კი რის მერე აღარაა სამარცხვინო სტუმრის ასე "მიღება?
სოსო
კარგია,რომ სიტუაცია დააწყნარეს,მაგრამ მომავალში ასეთი შეცდომები,აღარ უნდა განმეორდეს.არც ფედერაციას ეკადრება და არც საქართველოს.არც იმას გამოვრიცხავ,რომ ეს,ვიღაც განაწყენებულისაგან,დიდი დაპირისპირების შემდეგ,ფედერაციის ახალი შემადგენლობის დისკრედიტაციის მცდელობა იყო.თუმცა, მაინც უფრო შეცდომა მგონია.
ლუკა
ვერაფერი გავიგე.
roma bejanidze
ტყვილი ჩემი შექნილი
sddd
თავში უნდა შეუშვათ, რომ საქართველო თქვენნაირ გუნდებს არ ეთამაშება.
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე
სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
"თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი ამიტომ ვთქვი" - გვარდიოლამ "სკუადრა აძურას" შესაძლო ჩაბარებაზე ისაუბრა
[VIDEO] "არსენალმა" "დორტმუნდს" ვერ მოუგო - "რეალმა" პსვ გაანადგურა და უდანაკარგოდ მიიწევს წინ
ლომი არსად ჩანდა - სტამბოლელმა "ლომებმა" "ასტონ ვილას" მოუგეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (თბ). მათეს გახარება - "დინამო" ვაწაძემ გადაარჩინა!
ლუის ენრიკე: გგონიათ, "კვარას" და დუეს გამო ვიტირებთ და ვიწუწუნებთ?
ვინისიუსი კვარაცხელიას ნაცვლად? - ფრანგული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გოგლიჩიძის თანაგუნდელის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ
როტენის აზრით, პსჟ-ს კვარაცხელიას და დუეს გარეშე ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგება გაუჭირდება
უკრაინის ნაკრების პოტენციურ ახალწვეულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
მუდრიკის სკანდალური ინტერვიუ - ჭორები რუს მოდელთან რომანზე, უკმაყოფილება შევჩენკოსთან და ბრალდება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას
მატჩის დღე! ხვიჩასა და დუეს გარეშე - ესპანური გუნდი საქართველოში