7-ქალა - ბუდაპეშტში ერთი ცვლილებით

AutoSharing Option
საქართველოს 7-ქალა ნაკრები ხვალ და ზეგ რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ითამაშებს.

პირველ, ზაგრების ეტაპზე, ჩვენმა გოგონებმა მოლდოვა ორჯერ დაამარცხეს და მე-7 ადგილი დაიკავეს. ხორვატიაში არ უთამაშიათ დანიისა და ნორვეგიის გუნდებს, თუმცა ამჯერად ისინი ტურნირზე დაბრუნდნენ და უნგრეთში ჯაბა მალაღურაძის შეგირდები 9 ივლისს 5-გუნდიან ჯგუფში ითამაშებენ.

ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი 7-ქალას მეტოქეები უკრაინის (ჩვენი დროით 14:22 საათი), თურქეთის (16:52), შვედეთისა (19:36) და დანიის (21:36) ნაკრებები იქნებიან. მეორე ჯგუფში ჩეხეთი, ფინეთი, უნგრეთი, მოლდოვა და ნორვეგია მოხვდნენ.

10 ივლისს ჯგუფის
პირველ-მეორეადგილოსნები თასის ნახევარფინალში იბრძოლებენ, მესამე-მეოთხე - მე-5-მე-8 ადგილებისთვის, ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები მე-9 პოზიციას გაითამაშებენ.

ზაგრების ეტაპის შემდეგ ჩვენს შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. გუნდის კაპიტნის, ნათია გავაშელიშვილის ნაცვლად, უნგრეთში ანი კაპანაძე გაემგზავრა, კაპიტნის სამკლავური კი თეონა ჩიტაიშვილმა გადაიბარა.

ბუდაპეშტში ითამაშებენ

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), თინათინ სიხარულიძე (თბილისი), ლაურა პერტაია (დარჩელი), სალომე საღარაძე (ხობი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი, კაპ.), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი თბ.), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანი კაპანაძე (ოზურგეთი).

მთავარი მწვრთნელი:
ჯაბა მალაღურაძე

მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოტა უცნაურია ტრავმაზე რომ იტყვი ასე, მაგრამ იმედია ტრავმის გამო გამოაკლდა, სხვა შემთხვევაში ტურნირის წინ კაპიტანის გაშვება კარგად არ იმოქმედებს გუნდზე
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული